მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სხვადასხვა

საგარეო საქმეთა მინისტრი
1712165360
ილია დარჩიაშვილი პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარაგვაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ რუბენ რამირეს ლესკანოს შეხვდა.მინისტრები მიესალმნენ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ისტორიულ ვიზიტს პარაგვაიში და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი, რომელიც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან პირველად ხორციელდება, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ურთიერთობების განვითარება ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან და ხაზი გაუსვა პარაგვაისთან საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული მეგობრული კავშირების შემდგომი განვითარების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა როგორც საქართველოს, ისე პარაგვაის მზარდ ეკონომიკურ პოტენციალზე და ეკონომიკის ღიაობის, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და ღია ეკონომიკის კუთხით ორი ქვეყნის საერთო მახასიათებლებზე. პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა დაინტერესება გააძლიეროს, საქართველოსთან, როგორც მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიულო მდებარეობის მქონე ქვეყანასთან, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. ასევე მინისტრი ლესკანო დაინტერესდა ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებით.ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, ასევე, საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო გამყარდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები როგორც დარგობრივი, ისე პოლიტიკური მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. მიესალმნენ კავშირების გაღრმავებას კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობის სფეროებში და აღნიშნეს ამ კუთხით საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის 2023 წელს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, რაც პოზიტიურად აისახება ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაზე.ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია. შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო ილია დარჩიაშვილის მოწვევა მიმდინარე წელს ეწვიოს საქართველოს.მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური ტრენინგის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.როგორც მინისტრებმა აღნიშნეს მემორანდუმი კარგი შესაძლებლობაა ქვეყნებმა გაუზიარონ ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით დიპლომატიური სასწავლო პროგრამები და პროექტები.

დღის ფოტოები მსოფლიოდან - Newshub.ge
1711397793
თვითმფრინავი „მთვარეზე“, პოდიუმზე გამოსული ძაღლები და ვულკანი ჩრდილოეთის ციალის ფონზე - 25 მარტის დღის ფოტოები

Newshub.ge წარმოგიდგენთ 25 მარტს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.ეროვნული განვითარების ფორუმის ვიზიტორები „სელფის“ გადაღებისას.პეკინი, ჩინეთი 📸 Pedro PardoHoli-ს ფესტივალის მონაწილეები „ადამიანების კოშკიდან“ თიხის ქოთნების დამტრევას აპირებენ. ჰაიდარაბადი, პაკისტანი 📸 Yasir Rajputმუსიკოსთა ჯგუფო Purim-ის ფესტივალის აღნიშვნისას. იერუსალიმი 📸 Ronaldo Schemidtმოდელები ჩინეთის მოდის კვირეულზე გამოსვლისას.პეკინი, ჩინეთი 📸 Ng Han Guan მოდელები პოდიუმზე ძაღლდებთან ერთად გამოდიან. შანხაი, ჩინეთი 📸 Héctor Retamalბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი და კანცლერი ჯერემი ჰანტი წყალქვეშა ნავების აკადემიაში BAE Systems სტუმრობისას.კუმბრია, დიდი ბრიტანეთი 📸 WPAსაჰაერო ხომალდიდან პარაშუტებით ჩამოყრილი ჰუმანიტარულ დახმარება ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში.ღაზას სექტორი 📸 Fatima Shbairრუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული შენობის ნანრგევებში მაშველები მუშაობენ.კიევი, უკრაინა 📸 Gleb Garanichგვიანდელი შვეიცარიელ-ფრანგი არქიტექტორის ჩარლზ-ედუარ ჟანერეს გამოსახულება, რომელიც მზის პანელებისგან დამზადდა. La Chaux-de-Fonds, შვეიცარია 📸 Valentin Flauraudთვითმფრინავი ამომავალი სავსე მთვარის ფონზე. სინგაპური 📸 Roslan Rahmanაშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი მორიგ სასამართლო სხდომაზენიუ იორკი, აშშ 📸 Justine Laneლავის ნაკადები და კვამლი ჩრდილოეთის ნათების ფონზე მას შემდეგ, რაც სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანმა დაიწყო ამოფრქვევა.გრინდავიკი, ისლანდია 📸 Marco di Marco200-მდე კვერცხის ფორმისგან მოწყობილი ინსტალაცია, რომელიც მუსიკის მიხედვით ფერს იცვლის. ჰონგ-კონგი 📸 Peter Parks

Starring Georgia
1710748686
🎥 მზად ხარ დაამარცხო გრავიტაცია? - Black Sea Arena ახალ საიმიჯო ვიდეოს აქვეყნებს

რამდენიმე წუთის წინ Black Sea Arena-მ სოციალურ სივრცეში ახალი საიმიჯო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც „Starring Georgia“ 2024 წლის სეზონის დასაწყისზე მიანიშნებს. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ამარცხებს ყველაფერი ჩვენს გარშემო გრავიტაციას და თანავარსკვლავედის მიმართულებით მიემართება.საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგავარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე, შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა, მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: Bruno Mars, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“.როგორც ჩანს, არც ეს წელი შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ლოკაციით და წინ გალაქტიკური ოდისეა გველის.

დღის ფოტოები მსოფლიოდან - Newshub.ge
1710534077
ნისლში ჩაძირული ქალაქი, ჭიამაია პურის თავთავზე და აყვავებული მაგნოლია - 15 მარტის გამორჩეული ფოტოები

Newshub.ge წარმოგიდგენთ 15 მარტს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს. ჭიამაია ხორბლის თავთავზე.აჯმერი, ინდოეთი 📸 Himanshu Sharmaოპოზიციის ლიდერის, უსმან სონკოსა და საპრეზიდენტო კანდიდატის, ბასირუ დიომაე ფეის მხარდამჭერები აღნიშნავენ ციხიდან მათ გათავისუფლებას.დაკარი, სენეგალი 📸 John Wesselsაყვავებული მაგნოლიის ხე.პეკინი, ჩინეთი 📸 REXპალესტინელები ასრულებენ რამადანის პირველ პარასკევს შუადღის ლოცვას ალ-ფარუკის მეჩეთის ნანგრევებში.რაფა, ღაზას სექტორი 📸 Mohammed Abedპოპულარული ტურისტული ადგილი, სადაც მდინარე, არქიტექტურა და პლანტაციები ერთმანეთს ერწყმის.გუიჟოუს პროვინცია, ჩინეთი 📸 Xinhuaფილმის Ghostbusters: Frozen Empire თაყვანისმცემელი.ნიუ იორკი, აშშ 📸 Guerin Charlesნისლში „ჩაძირული“ მაღალსართულიანი შენობები.ხუაინანი, ჩინეთი 📸 Costfotoმოდელები წარმოადგენენ გადამუშავებული მასალებისა და გამოსაყენებლად ვარგისი ნარჩენებისგან შექმნილ სამოსს.ბოგოტა, კოლუმბია 📸 Raúl Arboledaტეხასის ეროვნული გვარდიის წევრებმა მექსიკასა და აშშ-ს საზღვარზე, მავთულხლართზე ჩამოკიდებული ტანსაცმელი დაწვეს.სიუდად-ხუარესი, მექსიკა 📸 Luis Torresმეფე ფელიპესა და დედოფალ ლეტისიას ფიგურები.ვალენსია, ესპანეთი 📸 PPEმონადირეები სოფელში ბრუნდებიან ერთდღიანი ნადირობის შემდეგ.გასალბოდი, ნიგერი 📸 Mahamadou Hamidou ქალი ხმას აძლევს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში. მოსკოვი, რუსეთი 📸 Natalia Kolesnikovaმუსლიმები ლოცულობენ რამადანის პირველ პარასკევს.რავალპინდი, პაკისტანი 📸 Farooq Naeemაქტივისტი გრეტა თუნბერგი შვედეთის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. სტოკჰოლმი, შვედეთი 📸 Michael Campanellaგინესის მსოფლიო რეკორდის მოხსნის მცდელობა, რა დროსაც, ყველაზე მეტმა ადამიანმა უნდა დაჰყოს მინიმუმ ერთი წუთი, საცვლებით თავზე. სენტ ლუისი, მისური 📸 Bill Greenblattდემონსტრანტის დაკავება სამთავრობო ხარჯების შემცირების წინააღმდეგ მოწყობილ აქციაზე. ბუენოს აირესი, არგენტინა 📸 Luis Robayoბავშვები გორაკზე თამაშობენ.ბადახშანის პროვინცია, ავღანეთი 📸 Omer Abrar

დღის ფოტოები მსოფლიოდან - Newshub.ge
1709928194
ძაღლების შოუ, წაქცეული მოდელი, თუთიყუში აყვავებული ალუბლის ტოტზე და ბოსტნეულის გამყიდველი - 8 მარტის ფოტოები

Newshub.ge გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 8 მარტს გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.შოტლანდიის პირველი მინისტრი ჰუმზა იუსაფი ბავშვთა ცენტრში ვიზიტის დროს.გლაზგო, დიდი ბრიტანეთი 📸 ATFპატრონს ძაღლები გამოჰყავს Crufts Dog Show-ს მეორე დღეს.ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი 📸 Jacob Kingქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქტივისტები ავღანეთში, პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაციას აწყობენ.ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 📸 Henry Nichollsქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული საპროტესტო მსვლელობისას, ფემინისტური ჯგუფის,  Gabriela-ს წევრები სპეცრაზსმს დაუპირისპირდნენ.მანილა, ფილიპინები 📸 Francis R Malasigაშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმში კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოდის.ვაშინგტონი, აშშ 📸 Shawn Thewკონგრესის წინაშე აშშ-ის პრეზიენტ ჯო ბაიდენის გამოსვლის დაწყებამდე, რეპროდუქციული უფლებების მხარდასაჭერად თეთრ სამოსში გამოწყობილი დემოკრატები ფოტოს იღებენ.ვაშინგტონი, აშშ 📸 Andrew Harnikებრაელი აქტივისტები და მათი მხარდამჭერები კაპიტოლიუმის ბორცვზე შეიკრიბნენ და გზები გადაკეტეს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით.ვაშინგტონი, აშშ 📸 Natascha Tahabsemმხატვართა ჯფუფმა ქალაქ ბელფასტის „ინტერნაციონალური კედელი“ გადააკეთეს „პალესტინის კედლად“. ბელფასტი, დიდი ბრიტანეთი 📸 Anadoluინგლისურის მასწავლებელი სევილაი ჩაკირი, რომელიც ამასთანავე, თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო ცხენოსნად არის აღიარებული, ცხენს ეფერება. ანკარა, თურქეთი 📸 Ozge Elif Kizilმოთხილამურეები მთაზე ადიან სათხილამურო შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად.ბამიანი, ავღანეთი 📸 Wakil Kohsarველოსიპედისტთა ჯგუფი უახლოვდება Rocher de la Baume კლეს პარიზი-ნიცას ველოსიპედის რბოლის მეექვსე ეტაპზე.სისტერონი, საფრანგეთი 📸 Rexკოლომბოს მოდის კვირეულზე მოდელს ფეხი დაუცდა დიზაინერ Limak-ის ნამუშევრის წარდგენისას.კოლომბო, შრი-ლანკა 📸 Ishara S KodikaraMaha Shivaratri-ს ფესტივალის მონაწილე ანსახიერებს ინდუისტ ქალღმერთ Kali-ს. პუშკარი, ინდოეთი 📸 Himanshu Sharmaინდუისტი მღვდლების პატარა თაობა პაშუპატინათის ტაძარს გაჰყურებენ ღვთაება შივასადმი მიძღვნილი ფესტივალის,  Maha Shivaratri-ს დროს.კატმანდუ, ნეპალი 📸 Prakash Mathemaინდუსები Melasti-ს ცერემონიაში მონაწილეობისას წმინდა ორნამენტებს დაატარებენ.ჯანიარი, ინდონეზია 📸 Johanes P Christoკიმონოში ჩაცმული ქალი ტკბება მიმოზებისა და ალუბლის ყვავილობით.ტოკიო, იაპონია 📸 Yuichi Yamazakiთუთიყუში ალუბლის აყვავებული ხის ტოტზეა შემომჯდარი.ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Vuk Valcicმეზღვაურებს ნაპირზე გამოაქვთ ზღვის მცენარეები. რონგჩენგი, ჩინეთი 📸 REXგარემოვაჭრე ქალაქის მთავარ ბაზარში ბოსტნეულს ყიდის.აბიჯანი, კოტ-დ'ივუარი 📸 Issouf Sanogoოსკარის სუპერ ფანი ვივიან რობინსონი ფოტოს იღებს ჰოლივუდის ბულვარში, სადაც ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონიისთვის მზადება მიმდინარეობს.ლოს ანჯელესი, აშშ 📸 Sarah Meyssonnier

ვაქცინა
1709728864
გერმანიაში კაცმა კოვიდვაქცინის 217 დოზა გაიკეთა, რასაც გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია - The Guardian

The Guardian ჰიპერვაქცინირებული გერმანელი კაცის შესახებ წერს, რომელმაც მკვლევრების ცნობით, 29 თვის განმავლობაში კოვიდვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა „პირადი მიზეზით“. როგორც ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, 62 წლის კაცმა მათი დაკვირვების ქვეშ 83 აცრა ჩაიტარა, მანამდე კი, 134 აცრის დამადასტურებელ საბუთს გაეცნენ მას შემდეგ, რაც ადგილობრივი გაზეთიდან ამ კაცის შესახებ შეიტყვეს და გამოკვლევის მიზნით, მას დაუკავშირდნენ.„ის ფაქტი, რომ ამ უჩვეულო ჰიპერვაქცინაციის მიუხედავად არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა, პრეპარატის ამტანურანიანობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს“, - აღნიშნავენ მეცნიერები. ამასთან, გამოვლინდა, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი პირის იმუნური სისტემა სრულიად გამართულად ფუნქციონირებს. „საერთო ჯამში, ვერ მივაგენით სუსტი იმუნური პასუხის ვერანაირ ნიშანს, შეიძლება ითქვას, პირიქითაც არის“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი, კატარინა კოხერი. როგორც მკვლევრების ჯგუფი აღნიშნავს, მისი გარკვეული იმუნური უჯრედები და ანტისხეულები Covid 19-ის გამომწვევეი ვირუსის წინააღმდეგ იმაზე მაღალ დონეზე იყო, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებმაც ვაქცინის მხოლოდ სამი დოზა ჰქონდათ გაკეთებული.კვლევა თავდაპირველად, სამეცნიერო ჟურნალ Lancet Infectious Diseases-ში დაიბეჭდა.

დღის ფოტოები მსოფლიოდან - Newshub.ge
1709151400
რომის პაპი მონაზვნების გარემოცვაში, შეჯიბრება სკეიტბორდში, მიმტანი და ნახატი - 28 თებერვლის დღის ფოტოები

Newshub.ge გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 28 თებერვალს გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.შვედი სკეიტბორდისტი ჰედა ჰიერტბერგი WST Dubai-ის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობისას.დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები 📸 François Nelოფიციანტი სტუმრებს შამპანიურს ურიგებს საფრანგეთის მოდის კვირეულზე, Dries Van Noten-ის ჩვენების დაწყებამდე.პარიზი, საფრანგეთი 📸 Gonzalo Fuentesციმბირის კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია ევროპარლამენტს მიმართავს.სტრასბურგი, ბელგია 📸 Frederick Florinსტუდენტი ყვავილს დებს უბედური შემთხვევის ადგილზე (ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბერძნეთში ორი მატარებლის შეჯახებას 57 ადამიანი ემსხვერპლა).ტემპი, საბერძნეთი 📸 Alexandros Avramidisთალიბანის უსაფრთხოების პერსონალი აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმებიდან მეოთხე წლისთავზე (შეთანხმებას ხელი 2020 წლის 29 თებერვალს, დოჰაში მოეწერა). ქაბული, ავღანეთი 📸 Samiullah Popalპოლიციას ხელში უჭირავს აქციის მონაწილისთვის ჩამორთმეული კვამლის გამოსაშვები მოწყობილობა.ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Justin Tallisცისარტყელა შენობების ფონზე.მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი 📸 Phil Nobleრომის პაპი ფრანცისკე მონაზვნებთან ყოველკვირეული აუდიენციის დროს.ვატიკანი 📸 Vatican Poolჟან დიუბიუფეს  ნამუშევრებიდან ერთ-ერთი, Sotheby's-ის გამოფენაზე.ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Tristan Fewingsგასული წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების ნათესავები და მხარდამჭერები მათი გათავისულების მოთხოვნით, იერუსალიმისკენ ოთხდღიანი მსვლელობოს დაწყებისას.რეიმი, ისრაელი 📸 Jack Guezრაფას ლტოლვილთა ბანაკში მყოფი ხალხი პროტესტის ნიშნად საბურავებს წვავს საკვებისა და მარაგების გაძვირების გამო.რაფა, ღაზას სექტორი 📸 Mohammed Abedმეხანძრე ნაგვის ნარჩენებში გაჩენილი ხანძრის შემდეგ (ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა).მუმბაი, ინდოეთი 📸 Divyakant Solankiკადრი სახანძრო მანქანიდან, რომელიც Amarillo-ს სიახლოვეს გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად მიემართება.ტეხასი, აშშ 📸 AFPსკუტერის მძღოლი მზის ჩასვლის ფონზე.ფრანკფურტი, გერმანია 📸 Michael Probstაქციის მონაწილეები სპეცრაზმელებთან დაპირისპირებისას (პროფკავშირების წარმომადგენლებმა 24 საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს ერთი წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, როდესაც ორი მატარებლის შეჯახებას 57 ადამიანი ემსხვერპლა).სალონიკი, საბერძნეთი 📸 Achileas Chiras

ქლიავის ხის ყვავილობა
1708372474
ქლიავის ყვავილობა, ჩაბნელებული ეიფელის კოშკი, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ და ნავალნის ქვრივი - 19 თებერვლის ფოტოები

Newshub.ge წარმოგიდგენთ 19 თებერვალს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობისას. ბრიუსელი, ბელგია 📸 Yves Hermanფერმერებმა ტრაქტორების გამოყენებით გზა გადაკეტეს ჩეხეთის დედაქალაქში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციის დროს, რითაც გააპროტესტეს ენერგიაზე მაღალი ხარჯები, ბიუროკრატიული პროცედურები და ევროკავშირის მწვანე შეთანხმება.პრაღა, ჩეხეთი 📸 Anadoluდემონსტრანტები აპროტესტებენ საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობას ქვეყნის აღმოსავლეთში არსებულ კრიზისზე და მხარდაჭერას უცხადებენ კონგოს არმიასა და პრო-სამთავრობო მილიციას.გომა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 📸 Guerchom Ndeboპალესტინელები გლოვობენ ისრაელის ძალების შეტევის შედეგად ბეიტ ფურიკის საგუშაგოს სიახლოვეს ანას დვეიკატის დაღუპვას.რუჯეიბი, დასავლეთ სანაპირო 📸 Zain Jaafarკოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას ადვოკატები ეხმარებიან საგამოძიებო კომიტეტის რეგიონალური განყოფილების შენობიდან გამოსვლაში.სალეხარდი, რუსეთი 📸 Maxim Shemetovმდინარე სოარში ჩავარდნილი ორი წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები.ლესტერი, ინგლისი 📸 Jacob Kingშეტყობინება ეიფელის კოშკის ვიზიტორებისთვის: „ეროვნული გაფიცვის გამო, ეიფელის კოშკი დაკეტილია. ბოდიშს ვიხდით“.პარიზი, საფრანგეთი 📸 Kiran Ridleykiran Ridleyსაპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, ნიკი ჰეილი მხარდამჭერთან ერთად ფოტოს იღებს.როკ ჰილი, აშშ 📸 Sam Wolfeყინულის ფრაგმენტები მიჩიგანის ტბის სანაპიროზე, რომელიც როგორც წესი, წელიწადის ამ დროს მთლიანად ყინულითაა დაფარული.მიჩიგანის ტბა, აშშ 📸 Scott Olsonყუთში მყოფი კუები Suvarnabhumi-ს აეროპოტში მას შემდეგ, რაც ისინი იპოვეს ბარგში, რომლითაც მზავრს მათი მონღოლეთში გადაყვანა ჰქონდა განზრახულიბანკოკი, ტაილანდი 📸 Thailand's Customs Departmentამერიკელი ხელოვანი Tschabalala თავისი ნამუშევრის გვერდით დგას ეროვნულ გალერეაში.ლონდონი, ინგლისი 📸 Leon Nealლონდონის მოდის კვირეულში მონაწილე მოდელი პოდიუმზე გამოდის Yuhan Wang-ის ჩვენებაზე.ლონდონი, ინგლისი 📸 Cameron Smithბალერინა მონაწილეობს დადგმაში „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.სიდნეი, ავსტრალია 📸 Don Arnold გაბრიელ მარტინსი წმინდა ოლივერის სათემო კოლეჯიდან, გუნდის გამარჯვებას აღნიშნავს 16 წლამდე გოგონების საკალათბურთო ლიგის ფინალში.დუბლინი, ირლანდია 📸 Tom Maherხალხი სეირნობს ჯიანგსუს პროვინციაში, ქლიავის აყვავებული ხეების ბაღებში.ნანჯინგი, ჩინეთი 📸 AFP

დღის ფოტოები მსოფლიოდან - Newshub.ge
1708114236
ბავშვი საფეხურებზე, ტეილორ სვიფტის „ფანი“, თეთრი ყანჩა და გარეული თხა - 16 თებერვლის გამორჩეული ფოტოები

Newshub.ge წარმოგიდგენთ მსოფლიოს მასშტაბით 16 თებერვალს გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.ბავშვი ერთობა ყინულისა და თოვლის თემატურ პარკში.ჰეილონგჯიანგი, ჩინეთი 📸 Xinhuaიტალიელი მოდერნისტის, ალიგიერო ბოეტისადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა სახელწოდებით Mettere al Mondo il Mondo.ლონდონი, ინგლისი 📸 Thomas Krychთეთრი ყანჩა წყლის ზედაპირზე გადაფრენისას.კალიფორნია, აშშ 📸 Rory Merryმანქანების მწკრივი და საპირისპირო მხარეს, თავისუფალი მოძრაობა მდინარე ნანჯინგ იანგცის ხიდზე.ჯიანგსუ, ჩინეთი 📸 Costfotoირანის დედაქალაქის პარკში, ქოლგით მოსეირნე ბავშვი.თეირანი, ირანი 📸 Abedin Taherkenarehპოლიციის ოფიცრები იცავენ სასტუმრო Bayerischer Hof-ის მიმდებარე ტერიტორიას [ამ სასტუმროში იმართება მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია].მიუნხენი, გერმანია 📸 Tobias SchwarzKingswood-ის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლეიბორისტების კანდიდატი დემიენ ეგანი კოცნის თავის მეუღლეს, იოსი ფელბერბაუმს.კინგსვუდი, ინგლისი 📸 Ben Birchallგარეული თხა შებინდებისას.ლანდუნო, უელსი 📸 Christopher Thomondპოლონელი მილოშ რეჟიმსკი მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ მატჩში მონაწილეობისას.ბუსანი, სამხრეთ კორეა 📸 Kim Hong-Jiხალხი ქედს იხრის ჩრდილოეთ კორეის გარდაცვლილი ლიდერების - კიმ ილ-სუნისა და კიმ ჩენ ილის ქანდაკებების წინაშე.ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა 📸 Kim Won Jinქაშმირელი მუსლიმები ლოცულობენ მუჰამედის სამოთხეში ამაღლების წლისთავის აღსანიშნავად.სრინაგარი, ქაშმირი, ინდოეთი 📸 Dar Yasinრუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ქალის ოჯახი და მეგობრები მისი სახლის ნანგრევებზე.ხარკოვი, უკრაინა 📸 Ximena BorrazasNew Zealand Breakers-ის მოთამაშემ თმაზე გამოისახა თავისი თანაგუნდელის, ტომ აბერკრომბის მაისურის ნომერი მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.ოკლენდი, ახალი ზელანდია 📸 Phil Walterრაფაში დევნილი პალესტინელი ბიჭი ელექტრო კაბელზე ჩამოკიდებით ერთობა.ღაზას სექტორი, პალესტინა 📸 Mohammed Abedადგილობრივები ტურისტების მიერ გადაყრილ პლასტმასის ბოთლებს აგროვებენ რათა ტურისტებისთვის ააგონ კაბინები.მასაი მარა, კენია 📸 Anadoluტეილორ სვიფტის ფანი ფოტოს იღებს მომღერლის საკონცერტო ტურნეს, Eras-ის ერთ-ერთი შოუს დაწყების წინ. მელბურნი, ავსტრალია 📸 Asanka Ratnayake

ტელევიზორი
1707903158
იდეალური ტელევიზორი მოთამაშეებისთვის

გეიმერებისთვის სწორად შერჩეული ტელევიზორი თამაშის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის. დღეს მოთამაშეები ეკრანისგან უფრო მეტს ითხოვენ ვიდრე ეს, უბრალოდ, ჩვენებაა. კარგი თამაშისთვის ტელევიზორი უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური.სტატიაში განვიხილავთ იმ ძირითად მახასიათებლებს, რაც გეიმერებმა ტელევიზორის არჩევისას უნდა გაითვალისწინონ. რეზოლუცია ის თუ რამდენად მკვეთრია გამოსახულება დამოკიდებულია გარჩევადობაზე, ანუ ეკრანის რეზოლუციაზე. მიუხედავად იმისა, რომ Full HD (1080p) საკმაოდ ხარისხიან გამოსახულებად ითვლება, თამაშის სამყაროსთვის არადამაკმაყოფილებელია.4K რეზოლუციის მქონე ეკრანს აქვს ოთხჯერ მეტი პიქსელი, რაც უფრო მკვეთრ და რეალისტურ სურათს გვაძლევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უახლესი უახლესი თამაშებისთვის, რომლებსაც განსაცვიფრებელი გრაფიკა და რთული დეტალები აქვს. HDR ტექნოლოგია HDR ტექნოლოგია ქმნის უფრო მეტად დინამიკურ და რეალისტურ სურათს, გვაძლევს ღრმა შავ და კაშკაშა თეთრ ფერებს და ზოგადად, ფერების უფრო ფართო სპექტრს. ამიტომ, თუ ტელევიზორს თამაშისთვის ყიდულობ, მოძებნე შესაბამისი მოდელები.ბაზარზე, ტელევიზორების დიდი არჩევანი გვხვდება პოპულარული HDR ტექნოლოგიით და ისეთი ფორმატების მხარდაჭერით, როგორებიცაა HDR10 და Dolby Vision. ეკრანის განახლების სიჩქარე და რეაგირების დრო სწრაფი ტემპით თამაშისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკრანის განახლების მაღალ სიხშირეს. ტელევიზორი, რომლის განახლების სიხშირეც 120 ჰერცია ან მეტი, უზრუნველყოფს უფრო გლუვ მოძრაობას და ამცირებს მოძრაობის დაბინდვას, რაც უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობას მოქმედებებით სავსე თამაშებში.რეაგირების დრო და სიჩქარე უზრუნველყოფს, რომ შენი ბრძანებები ეკრანზე მოქმედებებად აისახოს დაუყოვნებლად.იდეალურ ვარიანტში, კარგი იქნებოდა ტელევიზორს ჰქონდეს ცვლადი განახლების სიხშირის (VRR) და FreeSync/G-Sync მხარდაჭერაც. დაბალი შეყვანის ჩამორჩენა შეყვანის შეფერხება არის შეფერხება შენს კონტროლერზე ღილაკის დაჭერასა და ეკრანზე შესაბამისი მოქმედების დანახვას შორის. რაც უფრო ეკრანის მაღალია განახლების სიჩქარე, მით ნაკლებია შეყვანის ჩამორჩენა. აუდიოს ხარისხი მაღალი ხარისხის, ე.წ. „ჩაძირულ“ ხმას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თამაშის გამოცდილება. შეარჩიე ტელევიზორი მოწინავე აუდიო ტექნოლოგიებით ან, ალტერნატიულად, ჩადე ინვესტიცია მაღალი ხარისხის ხმის სისტემაში ან სათამაშო ყურსასმენებში. სმარტ ტელევიზორი თანამედროვე თამაშებს ხშირად სჭირდება ონლაინ კავშირი და სტრიმინგ სერვისებზე წვდომა. ამისთვის გჭირდება სმარტ ტელევიზორი მოსახერხებელი ინტერფეისით და მრავალფეროვანი აპლიკაციებით.დარწმუნდით, რომ ტელევიზორის ოპერაციული სისტემა რეაგირებს და თავსებადია პოპულარულ სათამაშო პლატფორმებთან.როგორც სტატიიდან ჩანს, გეიმინგ ტელევიზორისთვის პრიორიტეტულია რამდენიმე ტექნიკური მახასიათებლის დეტალური განხილვა.არ აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივი მოთამაშე ხარ თუ გამოცდილი, მაღალტექნოლოგიურ ტელევიზორში ინვესტიციის ჩადებით ნამდვილად გაიუმჯობესებ თამაშის გამოცდილებას.სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი

დღის ფოტოები მსოფლიოდან - Newshub.ge
1707511749
ინტერვიუ პუტინთან, გზაზე გადმოსული ლავა, საბალეტო დადგმა და ასობით კარავი - 9 თებერვლის გამორჩეული ფოტოები

Newshub.ge წარმოგიდგენთ 9 თებერვალს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს. სპეცტექნიკა ასუფთავებს გზას დათოვლილ სოფელ ნორთამბერლენდში.ალენჰედსი, დიდი ბრიტანეთი 📸 Owen Humphreysმოდელი კოკო როშა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე წარადგენს Christian Siriano-ს 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას.ნიუ-იორკი, აშშ 📸 Andrew Kellyინდოეთში დიდთოვლობის ფონზე, ქალი მოლიპულ ხიდზე გადადის.სრინაგარი, ინდოეთი 📸 Mukhtar Khanდაპირისპირება პრეზიდენტ გუსტავო პეტროს მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს შეეჯახნენბოგოტა, კოლუმბია 📸 Daniel Muñozტალახის მასაში ჩაფლობილი ავტომობილი მას შემდეგ, ლოს-ანჯელესში გადაუღებელმა წვიმამ ღვარცოფული პროცესები გამოიწვია.ლოს ანჯელესი, აშშ 📸 Marcio José Sánchezისლანდიში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, გრინდავიკის მთავარ გზაზე გადმოსული ლავა. გრინდავიკი, ისლანდია 📸 Marco Di Marcoრუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონსთან ინტერვიუს ჩაწერისას, კრემლში.მოსკოვი, რუსეთი 📸 Gavriil Grigorovმგლოვიარეები მიაცილებენ აშშ-ის საჰაერო თავდასხმის დროს მოკლული კათაიბ ჰეზბოლას ლიდერის, აბუ ბაქირ ალ-საადის კუბოს.ნაჯაფი, ერაყი 📸 Alaa Al-Marjaniინდუიზმის მიმდევრები დაბანაკებული არიან მდინარეების, განგისა და იამუნას შესართავთან იკრიბებიან Mauni Amavasya-ის დღესასწაულზე.პრაიაგრაჯი, ინდოეთი 📸 Rajesh Kumar Singhმოკრივეების, ჯემაინ ორტიზის და ტეოფიმო ლოპესის ორთაბრძოლა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.ლას-ვეგასი, აშშ 📸 Steve Marcusკადრი საბალეტო დადგმიდან „მძინარე მზეთუნახავი“.საუთჰემპტონი, დიდი ბრიტანეთი 📸 Tristram Kentonასანთის ღერებისგან ყველაზე დიდი ეიფელის კოშკის შემქმნელი რიჩარდ პლაუდი გინესის მსოფლიო რეკორდის მიღწევას აღნიშნავს.Saujon, საფრანგეთი 📸 Richard Plaudდიდთოვლობის დროს ავტობუსიდან გადმოსული სკოლის მოსწავლეები.შეფილდი, დიდი ბრიტანეთი 📸 Chris Mannეგვიპტის საზღვარზე მდებარე ბანაკში ბავშვი ფრანით თამაშობს.რაფა, ღაზას სექტორი 📸 Ibraheem Abu Mustafaქალი ღამის პონისთან ერთად მისეირნობს ქუჩაში.ოდესა, უკრაინა 📸 Thomas Peterხანძრის შედეგად განადგურებული სახლებიდან გამოტანილი გადარჩენილი ნივთები.ვინა დელ მარი, ჩილე 📸 Adriana Thomasaმუშა ლეგოლენდში ლეგოს ყველაზე მაღალ ფიგურას ამოწმებს.ვინდსორი, დიდი ბრიტანეთი 📸 Jonathan Brady

დღის ფოტოები მსოფლიოდან - Newshub.ge
1707164700
ტეილორ სვიფტი Grammy-ის სცენაზე, ინსტალაცია 325 მეტრის სიმაღლეზე და ნაჭრების გროვა - 5 თებერვლის ფოტოები

Newshub.ge წარმოგიდგენთ 5 თებერვალს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.პალესტინელი ბავშვები უფასო სასადილოს რიგში ელოდებიან საკვებს.რაფა, ღაზა 📸 Ibraheem Abu Mustafaსტოკჰოლმის სამხრეთით, ბინაში მომხდარი აფეთქების შემდეგ ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული. ჰანდენი, შვედეთი 📸 Henrik Montgomeryრესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატობის მოსაპოვებელ რბოლაში ჩართული ნიკი ჰეილი მხარდამჭერებს ავტოგრაფებს ურიგებს სამხრეთ კაროლინაში, კამპანიის ფაგლებში მოწყობილ ღონისძიებაზე.ჩარლსტონი, აშშ 📸 Sean Rayfordსამაშველო სამსახურის წარმომადგენელი ასუფთავებს ტერიტორიას, სადაც ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად წაქცეული ხე სახლს დაეცა.სან ხოსე, აშშ 📸 Noah Bergerჯო ბაიდენი აუდიტორიას მიმართავს ლას-ვეგასში საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.ლას-ვეგასი, აშშ 📸 Stephanie Scarbrough25 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ადგილობრივები აპროტესტებენ.დაკარი, სენეგალი 📸 Zohra Bensemraპრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და მისი მეუღლე გაბრიელა როდრიგესი მხარდამჭერებს საპრეზიდენტო სასახლის აივნიდან ესალმებიან მას შემდეგ, რაც ნაიბ ბუკელე ხელახალი - ხუთწლიანი ვადით აირჩიეს.სან სალვადორი, ელ სალვადორი 📸 Moisés Castilloცხოველთა უფლებების აქტივისტები აპროტესტებენ Plaza México-ში ხარების შერკინების დაბრუნებას.ქალაქი მეხიკო, მექსიკა 📸 Marco Ugarteაქტივისტებმა ბერლინის მოდის კვირეულის პირველ დღეს, ბრანდენბურგის კარიბჭის წინ განას მეორადი ბაზრიდან ჩამოტანილი ტექსტილის ნარჩენების გროვა გააკეთეს. ბერლინი, გერმანია 📸 Annegret Hilseჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრი მიშელ ო’ნილი და მისი მოადგილე ემა ლიტლ-პენჯელი ესალმებიან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს და ჩრდილოეთ ირლანდიის მდივანს, კრის ჰიტონ-ჰარისს.ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია 📸 Charles McQuillanPalestine Action-ის აქტივისტებმა IT კომპანია CDW-ის ოფისის კარებსა და ფანჯრებს წითელი საღებავი შეასხეს.პიტერბორო, ინგლისი 📸 Martin Popeტეილორ სვიფტი წლის ალბომის ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ, გრემის 66-ე დაჯილდოების სცენაზე.ლოს-ანჯელესი, აშშ 📸 Valérie Maconჰანა მილერი ამერიკის ახალგაზრდული გრან-პრის საბალეტო სტიპენდიის მოსაპოვებლად ილინოისში სცენაზე გამოდის. რივერ ფორესტი, აშშ 📸 Nam Y Huhარტისტების კარნავალში მონაწილეობენ მას შემდეგ, რაც ქალაქის მთავრობამ დეკლარაცია გამოსცა კარნავალების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადების შესახებ.ქალაქი მეხიკო, მექსიკა 📸 Isaac Esquivelვიზიტორი იმყოფება გამოფენაზე, რომელიც Azabudai Hills-ის ცათამბჯენში, 325 მეტრის სიმაღლეზე გაიხსნა.ტოკიო, იაპონია 📸 Richard A Brooks

••• იტვირთება