ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ჯგუფურად, უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის, ჯგუფურად რეალიზაციის ხელშეწყობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2 პირი - 2004 წელს დაბადებული თ.თ. და წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ სხვადასხვა ადგილას განთავსებული 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 15 ძირი „მცენარე კანაფი“, 2 პისტოლეტი, მჭიდი და 14 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ: წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტროსასწორი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ქალები, რომლებიც მას და ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ვაშინგტონის ერთ-ერთ რესტორანში საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ, საფრთხეს წარმოადგენენ და ისინი ციხეში უნდა ისხდნენ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა იყვნენ თუ არა პროტესტის მონაწილეები დაპატიმრებული, ტრამპმა უპასუხა: „არ ვიცი ისინი როგორ მოხვდნენ იქ, თუმცა რა თქმა უნდა. მათი საქციელი ძალიან შეუფერებელი იყო. დიახ, ვფიქრობ, ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ“. საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც გასულ კვირას, თეთრი სახლის მახლობლად მდებარე ზღვის პროდუქტების რესტორანში მოხდა, სადაც დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, სავახშმოდ იმყოფებოდა. რესტორანში შეკრებილი რამდენიმე ქალი, ტრამპს დახვდა შეძახილებით: „თავისუფლება პალესტინას, თავისუფლება ვაშინგტონს“, „ტრამპი ჩვენი დროის ჰიტლერია“. BREAKING: Trump, when asked whether women who protested him at a Washington, D.C. restaurant should face jail time:"Certainly. Very inappropriate. I think they were a threat."pic.twitter.com/YX2qamJZLC — Republican Fighter (@Rep_Fighter) September 19, 2025
ამერიკელი კონგრესმენი რენდი ფაინი X-ზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია გაწვრთნილი ძაღლის როლში მყოფი ახალგაზრდა, რომლის მიერ ბრძანების შესრულებას დამსწრეები ტაშით ხვდებიან. როგორც კონგრესმენი წერს, თუ ამ ფსიქიკურ დაავადებას არ გაუმკლავდებიან, მსგავსი ადამიანები მთელი ამერიკის მასშტაბით იხეტიალებენ ქუჩებში.„თუ ამ ფსიქიკურ დაავადებას არ გავუმკლავდებით, ეს არის ის, რაც მთელი ამერიკის მასშტაბით, ქუჩებში დაიწყებს ხეტიალს. მემარცხენეობა უნდა განადგურდეს“, - წერს რენდი ფაინი X-ზე. If we don’t tackle this mental illness, this is what will be roaming our streets all across America.Leftism must be crushed. pic.twitter.com/hzoj6mc7DW — Congressman Randy Fine (@RepFine) September 17, 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს და ერთი არასრულწლოვანი ამხილეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2001 წელს დაბადებული ჩ.ა., 2003 წელს დაბადებული დ.შ., წარსულში ნასამართლევი პირები: 2002 წელს დაბადებული ნ.ც., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული ო.ა. 2000 წელს დაბადებული ე.ბ., 2003 წელს დაბადებული კ.ე., ხოლო მხილებულია 2008 წელს დაბადებული დ.კ.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“ და „სუბოტექსი“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.„ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შედეგად, დაკავებულია უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე. მათ შორის არიან - ინდოეთისა და ნეპალის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რა ხდება მაშინ, როდესაც მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯი გაქვს დარჩენილი? რა გაძლევს ძალას, გადალახო დაბრკოლება? რა არის ის, რაც გეხმარება, იპოვო სიჯიუტე, არ შეუშინდე სირთულეებს?ეს ჟინია.ჟინი ხელოვნებაშია. ჟინი სპორტშია. ჟინი ბიზნესშია, ჟინი განათლებაშია. ჟინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშია.ჟინი მეორე სუნთქვაა - ის გაძლევს შესაძლებლობას, აღმოაჩინო შენს თავში ენერგია.ჟინი ძალაა - რომელიც გეხმარება, იპოვო გამძლეობა და დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ მიზნის მისაღწევად, ყველა დაბრკოლებას გადალახავ.ჟინი რწმენაა - რომ, შესაძლებლობები უსაზღვროა.ჟინი მუდმივი სვლაა.ჟინი არ გაჩერებაა.ჟინი შენშია.თითოეულ ადამიანს, რომელსაც მიზნად დაუსახავს მუდმივი მოძრაობა, საქართველოს ბანკი ახალი კამპანიით მოუწოდებს, აღმოაჩინონ ჟინი საკუთარ თავში. ჟინი ძალაა, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ჟინი ცეცხლია, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად იზრდება, უფრო ძლიერდება და გაძლიერებს შენც, მაღალ სიმაღლეებს გაპყრობინებს.„როდესაც შევხედავთ ამბებს სადაც დიდი მიღწევები მოხდა, ამ ამბების მონაწილე ადამიანებში დავინახავთ ერთ საერთო მახასიათებელს - ჟინს. ჟინი საოცარი სიტყვაა. მასში ერთდროულად თავს იყრის სურვილი, წყურვილი, წადილი, სწრაფვა, ბრძოლისუნარიანობა შეუპოვრობა. ის იმდენად ქართულია რომ მისი ზუსტი თარგმანი არ არსებობს. მიუხედავად ჟინის უდიდესი ძალისა - თითქოს მასზე საკმაოდ ხშირად არ ვსაუბრობთ”, - აღნიშნავს ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.“საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა - ხელი შეუწყოს ადამიანებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ინდივიდებს, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, ძალა და ჟინი, რომელიც დაეხმარება მათ, მიაღწიონ დასახულ მიზანს და არ გაჩერდნენ. ჩვენი ახალი კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, შეახსენოს და მოუწოდოს ადამიანებს, რომ - ჟინი ყოველთვის იგებს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ცანავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, დ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „მსჯავრდებულმა, თბილისში, 2019 წლის 26 აპრილს, 1993 წელს დაბადებულ მ.თ.-ს. გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.მ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ.მ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.„სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად, თხევადი საპნის შეფუთვაში შენიღბულად მოთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ნივთიერება ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგის აქცია მიმდინარეობს.სკრინინგის მიმდინარეობას ჩაქვსა და მუხაესტატეში, მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბათუმის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნინო გუგუშვილი გაეცნენ.„ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო აქცია მიმდინარეობს ქობულეთში. საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს, B , C ჰეპატიტის და აივ ინფექციის დიაგნოსტიკა. ვინაიდან, შედეგიანი მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სწორედ დაავადებების ადრეული გამოვლენაა“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას.სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება.კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით იმართება.სკრინინგი 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ზაზა ავალიანთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველადი ჯანდაცვის ქსელის ექიმებისთვის გამართულ მორიგ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ტუბერკულოზური ინფექციის აქტიურ გამოვლენას, რეფერალის გაუმჯობესებასა და დროულ მკურნალობას ეხებოდა.„მადლობა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციას მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომლის ფარგლებში აჭარის რეგიონში მოქმედი 107 სოფლის ექიმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო ტრენინგი იმართება. პროექტი ხელს შეუწყობს არაფთიზიატრ ექიმებს, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა ტუბერკულოზური ინფექციის მართვის საკითხებში, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სახელმწიფო პროგრამების უწყვეტად, მაღალი ხარისხითა და სამიზნე მოსახლეობის მაღალი მოცვით განხორციელების კუთხით“, - აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.„ტუბერკულოზური ინფექციის მართვა“ - ოჯახის ექიმებისთვის ტრენინგების პირველი ეტაპი აგვისტოს თვეში ჩატარდა. შეხვედრების ციკლს უძღვებიან ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის მართვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსი - მარინა ჯანჯღავა და მოადგილე - მაია ყიფიანი.შეხვედრებზე პირველადი ჯანდაცვის ქსელის ექიმები გაეცნობიან ტუბერკულოზური ინფექციის დაავადებაში პროგრესირების რისკის, პრიორიტეტულ ჯგუფებში სკრინინგის ჩატარების და აქტიური ტუბერკულოზის გამორიცხვის შემთხვევაში, მკურნალობის მართვის საკითხებს. ხოლო ტრენინგების დასრულების შემდეგ, აკრედიტებული მოკლევადიანი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიხედვით, მსმენელები 18 უპგ ქულას მიიღებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში გერმანიაში არსებულ ქაოსზე წერს და ვიდეოს აზიარებს.ვოლსკის თქმით, მაშინ როცა გერმანიაში ისმის მუქარა და იმატა მძიმე დანაშაულებმა, ისინი ამ დროს, საქართველოს და მის ხელისუფლებას ებრძვიან.„ეს გერმანიაა - მუქარა ისმის, რადიკალური მოთხოვნები, იმატა მძიმე დანაშაულებმა… ისინი კი, ჩვენ გვებრძვიან გამჭვირვალობის კანონის მიღება როგორ შეიძლება, პრორუსულობაზე მეტყველებსო”, - წერს ვოლსკი.
„ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება 25 აგვისტოს, რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, რომელზეც საყოველთაო მობილიზება ჰქონდათ გამოცხადებული და აღნიშნული აქციის ამსახველ ვიდეო კადრებს აქვეყნებს.სამხარაძე, აქციაზე მყოფ ხალხს „დაშლილებსა“ და „დაქსაქსულებს” უწოდებს და მათ „მთელი ქვეყნის ნაცელიტად” მოიხსენიებს.„ასე დაქსაქსულები, ასე დაშლილები, ასე ჩამორჩენილები, ასე გათითოკაცებულები… მთელი ქვეყნის ნაცელიტა”, - წერს დიმიტრი სამხარაძე.