საზოგადოება
„ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს... არცერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ... მით უმეტეს, იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსეს“, - იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე.როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას აღნიშნა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოვლინება მოწმობს იმას, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს, რომელიც დაემთხვა კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს ხარობს ცა, ხარობს მიწაც და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც დღესასწაულის ტროპარში: „შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“. ეს სიხარული მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა ამქვეყნად მოავლინა ყოვლადწმინდა დედა და დედოფალი ჩვენი - ღვთისმშობელი.მისი მოვლინება მოწმობს იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად; როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „ძე კაცისა მოვიდა საცხონებლად წარწყმედილისა“ (ლკ. 19, 10). უნდა მოსულიყო ძე კაცისა, უფალი იესო ქრისტე, მზე სიმართლისა ამ დედამიწაზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა, რომ გამხდარიყო დაუტევნელის დამტევნელი და ამ სამყაროში უდიდესი სიწმინდის კიდობანი. იგი აღასრულებს ყოვლადწმინდა სამების განგებულებას და ამიტომაც უგალობს მას ეკლესია ასეთი სიხარულით და უწოდებს „ქრისტე ღმერთის დედას“, „ცისა და მიწის დედოფალს“, ადარებს განთიადს, რომელიც წინასწარ გვამცნობს მზის ამოსვლას, სიმართლის მზის ამობრწყინებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წმინდა ეკლესია დიდი მოწიწებით უწოდებს ასევე ცოდვილი კაცობრიობის შემწესა და მეოხს.არ არის ადვილი საქმე დაცემულთა და უღირსთა შეწევნა. არც ღვთისმშობლისთვის არის ეს იოლი მისია, ჩვენ ხომ ასე განვსხვავდებით ჩვენი დაცემებით, ჩვენი ცოდვებით, თავად ვიქმნით სირთულეებს, რადგან აღვმართავთ კედლებს, წინაღობას, რაც გვაშორებს ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული.მრავალ ჩვენგანს უჭირს სინანული, ზოგს ახალგაზრდობის გამო, ზოგიერთს - ამქვეყნიური, მიწიური მიჯაჭვულობის და სხვადასხვა მიზეზის გამო. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე. იმათ შორისაც კი, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, ან სხვა მიწიური სიკეთე, ბევრს ავიწყდება ღმერთი და ღვთისმშობელი. საერთოდ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება უფალი და ღვთისმშობლის სიყვარული და დედობრივი მზრუნველობა.მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი მაინც ღვთისმშობლის შვილია, ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს. ამიტომ შეუძლებელია, უფალმა იესო ქრისტემ არ შეისმინოს მისი თხოვნა. არცერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ, ძვირფასო ძმებო და დებო, მით უმეტეს, იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსეს.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გული შესტკივა ჩვენთვის, ის ტირის ჩვენ გამო, ჩვენთან ერთად და ჩვენთვის; განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა. უფალი იესო ქრისტეც მისი ლოცვით გვაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ამქვეყნიური, თუ მარადიული ცხოვრებისთვის. სწორედ ამიტომ მას ყოველთვის მივმართავთ და ვევედრებით: - შეგვიწყალენ ყველანი, ყოვლადწმინდაო დედაო და დედოფალო ჩვენო, მარადის ქალწულო ღვთისმშობელო! მოგვმადლე ყოველივე, რაც საჭიროა ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის. დალოცე, გააძლიერე, გაამთლიანე, გადაარჩინე შენი წილხვედრი საქართველო. გააძლიერე დიდი მეუფე და მამა ჩვენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. დაიფარე ჩვენი ეკლესია, ჩვენი სამშობლო ხილული და უხილავი მტრებისგან. შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ, რამეთუ შენ ხარ მფარველი და მეოხი მონათა და მხევალთა შენთა. ამინ.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენ და სრულიად საქართველოს. ამინ“, - იქადაგა მეუფე შიომ.
დედაქალაქში „თბილისობის“ ტრადიციული სახალხო დღესასწაული გრძელდება. თბილისის მერი კახა კალაძე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და „თბილისობის“ მონაწილეებსა და სტუმრებს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული მიულოცა.კახა კალაძემ „თბილისობა 2025“-ის ფარგლებში გამართული აქტივობები შვილებთან ერთად დაათვალიერა.„ვულოცავ „თბილისობას“ ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ვისაც უხარია დედაქალაქის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. „თბილისობა“ განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. ჩვენი ქალაქია თვითონ განსაკუთრებული თავისი კულტურით, მრავალფეროვნებით, წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ხალხით. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული და ყველა განსაკუთრებით ელოდება თბილისისადმი მიძღვნილი დღეების აღნიშვნას. აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა, ყველა თაობის ადამიანისთვის შექმნილია ყველანაირი პირობა დასვენებისა და გართობისთვის.მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კომპანიას თანამშრომლობისთვის, ყველას, ვინც დღეს ესწრება თბილისობის დღესასწაულს.საღამოს ასევე გელოდებით ევროპის მოედანზე, სადაც გალა-კონცერტი გაიმართება, გეპატიჟებით ყველას - დიდსა, თუ პატარას“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერთან ერთად ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.„თბილისობისადმი“ მიძღვნილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები გრძელდება როგორც ორბელიანის მოედანზე, ასევე რიყის პარკში. საღამოს კი, 20.00 საათზე, ევროპის მოედანზე საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“ გაიმართება.
დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. შესაბამისად, სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს, ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის პარალელურად, მინიმუმადე იქნას დაყვანილი გარემოზე ზიანი. შექმნილია საერთაშორისო სტანდარტის კანონმდებლობა, მოქმედებს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები და რეგულაციები, ასევე, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით კვლევებს, მეორე მხრივ, პოტენციური დამაბინძურებლების მუდმივ კონტროლს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.სამინისტროს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით 15 ავტომატური და 3 მობილური სადგურის მეშვეობით ხორციელდება, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო-დანადგარებით და 24 საათის განმავლობაში სრულყოფილი მონაცემების მიღების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს მონიტორინგის სისტემა ეფუძნება ევროკავშირის დირექტივებს, ინტეგრირებულია საქართველოს კანონმდებლობაში და იყენებს ე.წ. „ოქროს სტანდარტის“ ტექნოლოგიებს.„ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება სხვადასხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები: გოგირდის დიოქსიდი (SO2), მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5), აზოტის დიოქსიდი (NO2), ოზონი (O3) და ნახშირბადის მონოქსიდი (CO). ამასთანავე, ხდება სინჯების აღება მათში შემდეგი მძიმე მეტალების: ნიკელი (Ni), კადმიუმი (Cd), ტყვია (Pb), დარიშხანი (As) და ასევე ბენზ(ა)პირენის შემცველობის დასადგენად.საქართველოს 32 ქალაქში, მათ შორის რუსთავში, წელიწადში ოთხჯერ (მარტი, ივნისი, სექტემბერი, ნოემბერი) ტარდება ჰაერის ხარისხის ინდიკატორული გაზომვები ბენზოლის (C6H6), აზოტის დიოქსიდისა (NO2) და ოზონის (O3) კონცენტრაციების განსასაზღვრად.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემები შესაძლებელია იხილოთ ჰაერის ხარისხის პორტალზე http://air.gov.ge.გარდა ამისა, მიმდინარეობს დასახლებული ადგილების ნიადაგის ჰიგიენური მდგომარეობის შეფასება. ქ.რუსთავში 2024–2025 წლებში ჩატარებული ნიადაგის მონიტორინგის შედეგები, ევროპული სტანდარტით განსაზღვრულ ზღვრულ ნორმებთან მიმართებით, თითქმის ყველა შემთხვევაში ნორმის ფარგლებშია.სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მუდმივად კონტროლდება ყველა ტიპის სურსათი. სააგენტოს მიერ ნიმუშების აღების სქემა და კვლევის მეთოდოლოგია შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის კანონმდებლობასთან.განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მსხვილი და განსაკუთრებით სახიფათო საწარმოებისთვის სავალდებულო გახდა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემების გამართვა. დღეისთვის რუსთავის 16 საწარმოდან, რომლებსაც ეკუთვნოდათ უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის წარმოება, 15 საწარმო ასრულებს ამ მოთხოვნას.მნიშვნელოვნად გამკაცრდა სანქციები ქვეყანაში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისთვის.გამკაცრდა სანქციები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევისთვის.ჩეხეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის „არნიკა“ მიერ ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების შესახებ კვლევის შედეგების შეფასებასთან დაკავშირებით, ვრცლად იხილეთ:chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/55485“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა.კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს, დამსწრე საზოგადოებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს უცხოელ სტუმრებს, მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მივესალმები ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებსთბილისობის“ დღესასწაულს გილოცავთ ყველას. თბილისი თავად არის სასწაული - ქალაქი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გაუძლო უამრავ განსაცდელს, ფერფლიდანაც ბევრჯერ აღდგა და მუდამ სიცოცხლით სავსე, მუდამ ახალგაზრდული სულით აგრძელებს სვლას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის გულში, ზემოდან გადმოგვყურებს ნარიყალა, ბუმბერაზი ქართველების სამყოფელი - მთაწმინდა, ქვემოთ სოლოლაკი და ხმაურიანი აბანოთუბანია, აქვეა მეტეხი, ავლაბარი, ჩუღურეთი. აქ ყველა ადგილი, ყველა ქუჩა უდიდეს ისტორიას ინახავს, თუმცა, თბილისი მხოლოდ ღირსშესანიშნავი ადგილები და უძველესი არქიტექტურა არ არის. ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზია, როდესაც ქმნის, ფეხს უწყობს თანამედროვეობას, ყოველდღიურად ვითარდება, ინარჩუნებს თავის ისტორიას და საფუძველს უყრის მომავალს.ყველაფერი, რაც ღირებულია თბილისისთვის, რასაკვირველია, შექმნილია ამ ქალაქის მცხოვრებთა შრომით, მათი პროფესიონალიზმით, ზრუნვით, სიყვარულით და ერთგულებით დედაქალაქის მიმართ. თბილისს ქმნით თქვენ, თბილისელები და იგი ზუსტად ისეთია, როგორიც არის ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ. სწორედ აქ და ახლა ჩვენ ვქმნით თბილისის დღევანდელობას და მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან თბილისს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კვალი დაატყვეს ქალაქს.საპატიოა ყველა მოქალაქე, ვინც ზრუნავს ქალაქზე, დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებაში მყოფებს, ვინც კეთილსინდისიერი შრომით ემსახურება ქალაქს და ქვეყანას. მინდა, თითოეულ მათგანს, მთელი გულით, მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთვის. ტრადიციას არც წელს დავარღვევთ და თბილისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მხოლოდ წოდება არ არის, ეს, პირველ რიგში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.ცნობისთვის, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 30 ადამიანს მიენიჭა.
„ვიდრე გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალზე.„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი. არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის. გპირდებით, შემდეგი ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვინც დღეს ეს ჯილდო მიიღო და გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, რადგან თქვენ კიდევ სჭირდებით ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.ცნობისთვის, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 30 ადამიანს მიენიჭა.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა.კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს, დამსწრე საზოგადოებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს უცხოელ სტუმრებს, მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მივესალმები ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს, „თბილისობის“ დღესასწაულს გილოცავთ ყველას.თბილისი თავად არის სასწაული - ქალაქი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გაუძლო უამრავ განსაცდელს, ფერფლიდანაც ბევრჯერ აღდგა და მუდამ სიცოცხლით სავსე, მუდამ ახალგაზრდული სულით აგრძელებს სვლას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის გულში, ზემოდან გადმოგვყურებს ნარიყალა, ბუმბერაზი ქართველების სამყოფელი - მთაწმინდა, ქვემოთ სოლოლაკი და ხმაურიანი აბანოთუბანია, აქვეა მეტეხი, ავლაბარი, ჩუღურეთი. აქ ყველა ადგილი, ყველა ქუჩა უდიდეს ისტორიას ინახავს, თუმცა, თბილისი მხოლოდ ღირსშესანიშნავი ადგილები და უძველესი არქიტექტურა არ არის. ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზია, როდესაც ქმნის, ფეხს უწყობს თანამედროვეობას, ყოველდღიურად ვითარდება, ინარჩუნებს თავის ისტორიას და საფუძველს უყრის მომავალს.ყველაფერი, რაც ღირებულია თბილისისთვის, რასაკვირველია, შექმნილია ამ ქალაქის მცხოვრებთა შრომით, მათი პროფესიონალიზმით, ზრუნვით, სიყვარულით და ერთგულებით დედაქალაქის მიმართ. თბილისს ქმნით თქვენ,თბილისელები და იგი ზუსტად ისეთია, როგორიც არის ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ. სწორედ აქ და ახლა ჩვენ ვქმნით თბილისის დღევანდელობას და მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან თბილისს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კვალიდაატყვეს ქალაქს.საპატიოა ყველა მოქალაქე, ვინც ზრუნავს ქალაქზე, დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებაში მყოფებს, ვინც კეთილსინდისიერი შრომით ემსახურება ქალაქს და ქვეყანას. მინდა, თითოეულ მათგანს, მთელი გულით, მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთვის. ტრადიციას არც წელს დავარღვევთ და თბილისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მხოლოდ წოდება არ არის, ეს, პირველ რიგში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ თურმანიძე - ექიმი, ქირურგი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, მხატვარი;ჯენარო ქრისტესაშვილი - ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;ნოდარ ჩხარტიშვილი - ბიოლოგი, მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;ბაკურ კიღურაძე - არქიტექტორი, მეცნიერი;ოთარ გაბელაშვილი - ინჟინერი, სამთო გეოლოგი;გივი ჭიჭინაძე - ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი;თენგიზ გუგეშაშვილი - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;გოგა პიპინაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი;თომზირ ცომაია - სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე;თინა მგალობლიშვილი - დიქტორი, მსახიობი;დავით ევგენიძე - კომპოზიტორი, პიანისტი;ზურაბ აბაშიძე - დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი;არჩილ გოგელია - მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი;თეიმურაზ ჩიგოგიძე - ექიმი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე - გამომცემელი, მეცენატი;გიორგი ბურჯანაძე - ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი - ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი;ნუგზარ კვაშალი - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი;რომან (რომა) რცხილაძე - მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი;თინათინ ბუკია - ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი;ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი;ნანული აბესაძე - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;მანანა თოდაძე - მომღერალი, მსახიობი;ნანული სარაჯიშვილი - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;ლეილა მუმლაძე - მუსიკოსი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი;თამაზ მოლაშვილი - მუსიკოსი;ნიკოლოზ შენგელაია - მხატვარი, ფილმ „სოფიკოს“ დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი;მალხაზ დოლიძე - პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;ჯიმი ყიფიანი - იურისტი.„ვიდრე გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი. მინდა, მადლობაგადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი. არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის. გპირდებით, შემდეგი ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. კიდევერთხელ გილოცავთ ყველას, ვინც დღეს ეს ჯილდო მიიღო და გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, რადგან თქვენ კიდევ სჭირდებით ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.
თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ამ ეტაპისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.როგორც Newshub.ge - ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა.კერძოდ, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში დაფიქსირდა ხის წაქცევის, ასევე ხის ტოტების მტვრევის ფაქტები.თბილისის რაიონების გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.უამინდობის გამო შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და მეცხოველეობისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის სპეციალისტი გიორგი ბეჟანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და FAO Georgia-ს წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო ტურით პორტუგალიაში იმყოფებოდნენ.სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სასწავლო ტური მეცხოველეობის სერტიფიცირების სისტემის, ცხოველთა მიკვლევადობის, გენეტიკური რესურსების კრიოკონსერვაციის, სანაშენე პროგრამებისა და იშვიათი ადგილობრივი ჯიშების კონსერვაციის მიმართულებით პორტუგალიის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა In-vivo და Ex-situ კონსერვაციის პრაქტიკაზე, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებას ემსახურება.ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს პორტუგალიის სურსათისა და ვეტერინარიის გენერალურ დირექტორატში (DGAV), ასევე, სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის ეროვნული კვლევის ინსტიტუტში; დაათვალიერეს სანაშენე ფერმები და ასოციაციები; ადგილზე გაეცნენ ლაბორატორიების მუშაობას.„სასწავლო ტურის ფარგლებში მიღებული გამოცდილება პორტუგალიის პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მეცხოველეობის მართვის პრაქტიკული მიდგომების გაცნობის კუთხით განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა. აქცენტი გაკეთდა ცხოველთა სერტიფიცირების, მიკვლევადობისა და სანაშენე საქმიანობის თანამედროვე სისტემებზე. მიღებული ცოდნა საქართველოში ცხოველთა სერტიფიცირების სისტემის ეტაპობრივ დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც ადგილობრივი ჯიშების დაცვას, სანაშენე საქმიანობის ეფექტურ მართვასა და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა.ვიზიტი განხორციელდა პროექტის „ფერმის მართვის სისტემების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ცხოველთა სერტიფიცირების სისტემის განვითარებას, სანაშენე საქმიანობის ეფექტურ მართვასა და ადგილობრივი გენეტიკური რესურსების დაცვას საქართველოში.
ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე 50 სასულიერო პირს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.მინისტრმა სასულიერო პირებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და სკოლებში ღირებულებითი განათლების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.ღირებულებითი განათლების პროგრამა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით შემუშავდა და ის საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების გახსნას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, ღირებულებითი განათლების კლუბი გახსნილია 50 საჯარო სკოლაში.მსურველი მოსწავლეებისთვის კვირაში ერთხელ ტარდება საკლუბო შეხვედრები, რომლებსაც სპეციალურად გადამზადებული სასულიერო პირები სკოლის მასწავლებლებთან ერთად უძღვებიან. ისინი სხვადასხვა სკოლასთან დაარსებულ არაფორმალური განათლების კლუბებში მოზარდებს დამატებით, არაფორმალური სწავლების მეთოდით, ესაუბრებიან ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: რწმენა, ოჯახი, სამშობლო, ადამიანი და სხვა.ღირებულებითი განათლების პროგრამა მიზნად ისახავს, მოზარდებში საკუთარი თავის, სამყაროს, სხვა ადამიანებისა და მის ირგვლივ მომხდარი მოვლენების შესახებ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, ასევე, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების მომზადებას.ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ნინუების ხუთსულიანი ოჯახი „თბილისობას“ ახალ სახლში შეხვდება - თეიმურაზ ნინუას ოჯახს, რომელსაც მერიის უწყებათაშორისმა კომისიამ უსახლკაროს სტატუსი მიანიჭა, სოციალური საცხოვრისი გადაეცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.ნინუების ოჯახს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად ესტუმრა, ახალმოსახლეობა მიულოცა და აღუთქვა, რომ მუნიციპალიტეტი მათ ოჯახს, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას მომავალშიც გაუწევს. „გილოცავთ. ვუერთდები თქვენს სიხარულს. ვიცი, რომ ბინას დიდი ხანია ელოდებოდით. ჩვენ, რაც შეგვიძლია, ყველანაირად გვერდით დაგიდგებით. 400-მდე უსახლკარო ოჯახი გვყავდა, რომელიც წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართებით სრულად დაკმაყოფილდება. წარმატებები და ყოველივე საუკეთესო მინდა, ვუსურვო თქვენს ოჯახს. ჩვენც ძალიან გვიხარია, როდესაც გახარებულ და ბედნიერ ადამიანებს ვხედავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გაკეთებული საქმეებით სხვებიც გავაბედნიეროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ნინუების ოჯახში, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ასევე, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდა. „უსახლკარო პირთა რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ვალდებულებას წარმოადგენს. ბოლო რვა წლის განმავლობაში, ამ ოჯახების აღრიცხვა და მათთვის საცხოვრისების გადაცემა დაიწყო. ამჯერად, სრულად კეთილმოწყობილი და აღჭურვილი ბინა გადავეცით ნინუების ხუთსულიან ოჯახს“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა. 23-წლიანი ქირით ცხოვრების შემდეგ, ნინუების ოჯახს სამგორის რაიონში, ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამოთახიანი ბინა თბილისის მერიის „უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში გადაეცა.იმ ოჯახებს, რომელთაც თბილისის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის მიერ მინიჭებული აქვთ უსახლკაროს სტატუსი, საცხოვრებელი ფართები სარგებლობის უფლებით, მუნიციპალიტეტის მერიის რესურსის შესაბამისად, რიგითობის მიხედვით, ეტაპობრივად გადაეცემათ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ 400 ოჯახის სრულად დაკმაყოფილების პროცესი, რომელთაც სტატუსი 2022 წლამდე მიენიჭათ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სტაჟიორების მიღებას იწყებენ.უწყების ინფორმაციით, შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან. პროგრამა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით მიმდინარეობს, განკუთვნილია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილების მიღება სახელმწიფო უწყებაში სურთ.„სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში გამოცხადებულ 339 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 2469 ახალგაზრდამ შემოიტანა. დაცული ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე 27 სტაჟიორს მიიღებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოცხადებულია 15 ვაკანტური პოზიცია, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით 105 სტაჟიორს მიიღებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. ღვინის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირების შესაძლებლობა 2 კანდიდატს ექნება.გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 4 პოზიციაზე სთავაზობს ახალგაზრდებს, ხოლო ველური ბუნების ეროვნული სააგენტო - 2-ზე. ეროვნულ სატყეო სააგენტოში გამოცხადებულია 94 პოზიცია, ძირითადად მეტყევეობის მიმართულებით. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში სტაჟირების კონკურსი 7 პოზიციაზეა გამოცხადებული, ხოლო გარემოს ეროვნულ სააგენტოში - 26, მათ შორის უმეტესად ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში.სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ანაზღაურებად სტაჟირებას 14 სტაჟიორს ცენტრალურ და რეგიონულ ლაბორატორიებში სთავაზობს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 3 სტაჟიორის მიღებას გეგმავს. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში - 5, ხოლო მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტში 3 ვაკანტური ადგილი არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება შპს „საქართველოს მელიორაციას“, ის ანაზღაურებად სტაჟირებას 8 ახალგაზრდას სთავაზობს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გასულ წელს ანალოგიური პროგრამის ფარგლებში სამინისტროში სტაჟირება 69 ახალგაზრდამ გაიარა, რომელთაგან 19 უკვე სამინისტროს სისტემაში მუშაობს.