მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უცხოეთი

ავღანელი ჯარისკაცები
1758460464
„თალიბანმა“ კვლავ გამორიცხა ავღანეთის სამხედრო ბაზის აშშ-ისთვის დაბრუნება

ავღანეთში „თალიბანის“ თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსმა ფასიჰუდინ ფიტრატმა გამორიცხა აშშ-ისთვის ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს ჯარების გაყვანის დროს მიატოვა.ფიტრატმა ადგილობრივ ტელევიზიაში განაცხადა, რომ „ზოგიერთ ადამიანს“ ბაგრამის ბაზის „პოლიტიკური შეთანხმების“ გზით დაბრუნება სურს.„ავღანეთის მიწის ერთ სანტიმეტრზეც კი შეთანხმება შეუძლებელია. ჩვენ ეს არ გვჭირდება“, - დასძინა მან.მოგვიანებით, ცალკე განცხადებაში „თალიბანის“ მთავრობამ განაცხადა, რომ „ავღანეთის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია“.ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ავღანეთი ბაგრამის საჰაერო ბაზას აშშ-ს არ დაუბრუნებს, ცუდი რამ მოხდება.აღსანიშნავია, რომ ბაგრამი ავღანეთში ყველაზე დიდი ავიაბაზაა, რომელიც ქაბულის ჩრდილოეთით მდებარეობს. ის აშშ-ის ოპერაციების ცენტრი იყო „თალიბანის“ წინააღმდეგ 20-წლიანი ომის დროს 2021 წლამდე, სანამ ამერიკელი ჯარები ქვეყნიდან არ გავიდნენ.

პუტინი და ტრამპი
1758457099
ტრამპი: მეგონა, რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მან იმედი გამიცრუა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის პოზიციით, რადგან ფიქრობდა, რომ მასთან კარგი ურთიერთობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სწრაფად დასრულებას ხელს შეუწყობდა.ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მა გაზარდა ნავთობის წარმოება და ამცირებს ფასებს იმ იმედით, რომ უკრაინაში ომის დასრულებას დააჩქარებს. მან ასევე მოუწოდა ევროპას, მიჰყვნენ აშშ-ის მაგალითს და ასევე შეამცირონ რუსული ნავთობის ფასები.„ეს ავტომატურად შეაჩერებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ფასების კიდევ ცოტათი შემცირება და ეს ომს შეაჩერებს. პუტინით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ისინი აგებენ, ყოველ კვირას 5000 ადამიანი იღუპება. ყოველ კვირას 5000-დან 7000-მდე ადამიანი იღუპება უმიზეზოდ“, - განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან „შვიდი ომი შეაჩერა“ და ფიქრობდა, რომ უკრაინაში ომის შეჩერება ადვილი იქნებოდა.„მითხრეს: „შეაჩერე რუსეთი და უკრაინა და შენ მოიგებ ნობელის პრემიას...“ სინამდვილეში, მეგონა, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მან იმედი გამიცრუა“, - აღნიშნა ტრამპმა.ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ ასე თუ ისე გავუმკლავდებით“.

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი
1758454002
ლატვიის პრეზიდენტი: რაც უფრო მეტად გააღიზიანებს რუსეთი ნატოს, მით უფრო მაღალია სერიოზული კონფლიქტის რისკი

რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის კომენტირებისას ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა ხაზი გაუსვა მოკავშირეებს შორის გადამწყვეტი რეაგირებისა და სოლიდარობის აუცილებლობას. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.როგორც რინკევიჩმა აღნიშნა, ბალტიის რეგიონში რუსეთის პროვოკაციები ადასტურებს ნატოს და ევროპული სანქციების გამკაცრების არჩეული კურსის სისწორეს.მისი თქმით, გასულ კვირას რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა და რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ჰიბრიდული ომის ახალი ფორმაა.რინკევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი პროვოკაციებით რუსეთი „ნატოს პოლიტიკური და სამხედრო პასუხის გამოცდას“ ცდილობს.რუსეთის პროვოკაციებზე პოტენციური რეაგირების კონტექსტში, მან ისაუბრა იმ დილემაზე, რომ „არავის სურს კიდევ ერთი ომის პროვოცირება, მაგრამ რუსეთის ქმედებები არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს“.„ამიტომ ზუსტი პასუხების პოვნა და განხორციელება ძალიან რთულია, მაგრამ პროცესი გრძელდება. რაც უფრო მეტ გააღიზიანებს რუსეთი ნატოს, მით უფრო მაღალია სერიოზული კონფლიქტის რისკი. ამჟამად რუსეთი საკმარისს აკეთებს იმისათვის, რომ ისე ჩანდეს, თითქოს ძალიან შორს არ მიდის. თუმცა, რუსული აზროვნების ლოგიკისა და სხვადასხვა დონეზე ხშირი არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით, ეს შეიძლება მოხდეს და პასუხისმგებლობა კრემლს დაეკისრება“, - ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.მან დასძინა, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როდესაც წინააღმდეგობას წააწყდება - „სწორედ ამის ახსნას და შეხსენებას ვცდილობთ ჩვენი მოკავშირეებისთვის“.„ახლა რთული დროა, ნერვული დაძაბულობისა და ძალის გამოცდის დრო. უსაფრთხოება მუდმივად ცვალებადი პროცესია, სავსე ყოველდღიური გამოწვევებით, მაგრამ სწორედ ეს არის ჩვენი თაობის პასუხისმგებლობა და ამოცანა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად აქ - ლატვიასა და დასავლურ სამყაროში - ჩვენ ამას გადავლახავთ“, - დაასკვნა რინკევიჩმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი
1758452538
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 2027 წელს გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 2027 წელს გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას Politico ციტირებს.ფონ დერ ლაიენი, რომელიც გასულ წელს ხელახლა აირჩიეს ევროკომისიის პრეზიდენტად, ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.ამ ზაფხულს გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შესაძლოა, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო თავისი ვადის ამოწურვამდე - 2029 წელს - დატოვოს, რათა გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს.კერძოდ, გამოცემა Spiegel-მა დაწერა, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი განიხილავს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატად წარდგენას 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.„კომისიის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულების სრულად ერთგული ვარ და არ შემიძლია სხვა თანამდებობების დაკავება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.გერმანიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თანამდებობას მეორე ვადით იკავებს. ის პირველად პარლამენტმა 2017 წლის თებერვალში აირჩია, ხოლო მეორე ვადით - 2022 წლის თებერვალში. გერმანიის პრეზიდენტის უფლებამოსილებები წარმომადგენლობითი და სიმბოლურია: ის წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, ელჩებს უფლებამოსილებას ანიჭებს და აქვს შეწყალების უფლებამოსილება.

პალესტინის დროშა
1758451362
ავსტრალია დღეს გაეროში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გამოაცხადებს - აშშ-ის ოფიციალური პირი

ავსტრალია დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გამოაცხადებს, - ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა The Times of Israel-ს განუცხადა.კანბერა იქნება მესამე დასავლური ქვეყანა, რომელიც დღეს ასეთ ნაბიჯს გადადგამს, გაერთიანებული სამეფოსა და პორტუგალიის შემდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, გაეროს სესიამდე, ან მის დროს გამოაცხადებენ აღიარებას.ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, ავსტრალია ამ ნაბიჯის გადადგმას გეგმავს. „ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ეს სასარგებლო არ არის“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ავსტრალიამ ეს ნაბიჯი „გამჭვირვალე შიდა მოსაზრებებით“ გაამართლა.აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასავლური ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გეგმებს ეწინააღმდეგება, ხოლო სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ისინი გააფრთხილა, რომ ისრაელმა შესაძლოა, ამ ნაბიჯს დასავლეთ სანაპიროს ანექსიით უპასუხოს.როდესაც ოფიციალურ პირს ჰკითხეს, თუ რა რეაგირება ექნება ვაშინგტონს ქვეყნების მიერ პალესტინის აღიარების გამოცხადებაზე, მან უპასუხა: „დაგეგმილი ზომები განიხილება“.

ერდოღანი და ტრამპი
1758449561
ერდოღანი: მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ომებისა და კონფლიქტების დასრულებას

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ვაჭრობას, ინვესტიციებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას Anadolu ციტირებს. ერდოღანმა ხაზი გაუსვა „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ ურთიერთობებს“, რომელიც თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის განვითარდა.„თეთრ სახლში ჩემს პატივცემულ კოლეგასთან და მეგობართან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განვიხილავთ საკითხთა ფართო სპექტრს ჩვენს მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც განვავითარეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული ურთიერთობა, მათ შორის ვაჭრობა, ინვესტიციები და თავდაცვის ინდუსტრია“, - აღნიშნა მან.გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპთან მის მოლაპარაკებებს უფრო ფართო გეოპოლიტიკური გავლენა ექნება.„მე მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ომებისა და კონფლიქტების დასრულებას, გლობალური მშვიდობის ჩვენი საერთო ხედვის ფარგლებში და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას“, - დასძინა მან.ცნობისთვის, ტრამპმა განაცხადა, რომ 25 სექტემბერს თეთრ სახლში თურქ კოლეგას უმასპინძლებს. 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
1758447442
ორბანი: ჩვენ გვჭირდება გამბედაობა, რათა ვაღიაროთ, რომ დასავლეთი აღარ არის მისაბაძი მაგალითი და ვაჩვენოთ, რომ არსებობს უკეთესი გზა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საჭიროა გამბედაობა იმის აღიარებისთვის, რომ დასავლეთი აღარ არის მისაბაძი მაგალითი და რომ არსებობს უკეთესი გზა.„ევროკავშირი გაკოტრების პირასაა, ყველგან ვალი, მიგრაცია, ძალადობა და წარუმატებელი პოლიტიკაა. უნგრეთი მტკიცედ დგას: მიგრანტებისგან თავისუფალი, ოჯახის მომხრე, შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, ვისაც მუშაობა სურს. ჩვენ გვჭირდება გამბედაობა - ინტელექტუალური, პოლიტიკური და პირადი - რათა ვაღიაროთ, რომ დასავლეთი აღარ არის მისაბაძი მაგალითი და ვაჩვენოთ, რომ არსებობს უკეთესი გზა“, - განაცხადა ორბანმა. The European Union is teetering on the brink, with debt, migration, violence, and failing policies everywhere. Hungary stands firm: migrant-free, pro-family, providing opportunities to those willing to work. We need courage - intellectual, political, and personal - to recognise… pic.twitter.com/pfxHzAvjdc — Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) September 21, 2025

Typhoons
1758442482
ბრიტანულმა „ტაიფუნებმა“ პოლონეთის ცაზე პირველი პატრულირება განახორციელეს - Reuters

ბრიტანულმა გამანადგურებელმა Typhoon-მა, ნატოს „აღმოსავლეთ მცველის“ მისიის ფარგლებში, პოლონეთის თავზე პირველი საჰაერო პატრულირება განახორციელა, რომლის მიზანია აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გაძლიერება. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 19 სექტემბრის საღამოს ინგლისის აღმოსავლეთით მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზიდან სამეფო საჰაერო ძალების ორი გამანადგურებელი „ტაიფუნი“ აფრინდა პოლონეთის ცაზე პატრულირებისთვის, რუსული საჰაერო საფრთხეების, მათ შორის დრონების, შესაკავებლად და მათგან თავის დასაცავად.ისინი 20 სექტემბრის დილას დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი რუსეთის მიერ ნატოს საჰაერო სივრცის „ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევაზე“ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ.როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ აღნიშნა, მისია „მკაფიო სიგნალს“ აგზავნის: „ნატოს საჰაერო სივრცე დაცული იქნება“.შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს დაახლოებით ორმა ათეულმა რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ნამსხვრევები მთელი ქვეყნის მასშტაბით იპოვეს, ზოგიერთი დრონი აღმოსავლეთ საზღვრიდან თითქმის 300 კილომეტრის დაშორებით დაფრინავდა.

კირ სტარმერი
1758440683
პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან ერთად, კირ სტარმერი „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს - The Telegraph

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს იმ დროს, როდესაც იგი დიდი ბრიტანეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გამოაცხადებს, იტყობინება The Telegraph-ი.20 სექტემბერს ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტარმერი კვირას, 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე გამოაქვეყნებს განცხადებას, რომლითაც დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის მიერ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებას. ეს ხდება მაშინ, როდესაც საფრანგეთის ხელმძღვანელობით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობას რამდენიმე ქვეყანა კოორდინირებულად აღიარებს. როგორც The Telegraph-ი წერს, პარალელურად „ჰამასისთვის“ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ნაწილობრივ აშშ-ის დამშვიდების მცდელობაა, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება სტარმერის გადაწყვეტილების მიმართ, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. სტარმერმა ივლისში განაცხადა, რომ აღიარებდა პალესტინის სახელმწიფოს, თუ ისრაელი არ გაითვალისწინებდა საერთაშორისო მოწოდებებს და არ გადადგამდა ნაბიჯებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაშვებასთან ერთად. 

პეტრ პაველი
1758439012
ჩეხეთის პრეზიდენტი: ნატომ რუსეთის დარღვევებს სამხედრო გზით უნდა უპასუხოს

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი დარწმუნებულია, რომ ნატომ რუსეთის დარღვევებზე სამხედრო რეაგირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ Radio Prague International-ი იუწყება. მისი განცხადება 19 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რომლის დროსაც სამი რუსული „MiG-31“ გამანადგურებელი ნებართვის გარეშე შეიჭრა ესტონეთის საჰაერო სივრცეში, ფინეთის ყურის თავზე და იქ სულ 12 წუთის განმავლობაში დარჩა.„ახლა იმავეს მოწმენი ვართ: რუსეთი არა მხოლოდ აგრესიულ ომს აწარმოებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ უპრეცედენტო გზით პროვოცირებას ახდენს ნატოს ქვეყნებზე, ცდილობს არა მხოლოდ ისეთი პასუხის პროვოცირებას, რომლის გამოყენებაც შემდეგ საკუთარი ინტერესებისთვის შეუძლია, არამედ გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე და უნარი, დავიცვათ თავი ასეთი პროვოკაციებისგან“, - აღნიშნა პეტრ პაველმა. ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთის საქციელს „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ უწოდა, რადგან, როგორც მან აღნიშნა, „საჰაერო სივრცის დარღვევა თავდაცვითი მექანიზმების გააქტიურების, კერძოდ, ასეთი თვითმფრინავის ჩამოგდების საბაბია“.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი და მისი ლიდერი ვლადიმერ პუტინი „ისე მოიქცევიან, როგორც მათ ამის საშუალებას მივცემთ“.„თუ ჩვენ მათ სიტყვიერად დავგმობთ, რუსეთის ქცევას დავაკნინებთ, ან გავამარტივებთ, ეს პროვოკაციები გაგრძელდება“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.ამიტომ, პაველი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ და „დარღვევების შემთხვევაში, ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ, კერძოდ, სამხედრო გზით“.„რუსეთი ძალიან სწრაფად მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და საზღვრებს გადააჭარბა. სამწუხაროდ, ეს კონფლიქტის ზღვარზე დაბალანსებაა, მაგრამ ბოროტების წინაშე დანებება უბრალოდ შეუძლებელია“, - დასძინა მან.

აშშ-ის პრეზიდენტი
1758437096
ტრამპი: თუ ავღანეთი ბაგრამის საჰაერო ბაზას აშშ-ს არ დაუბრუნებს, ცუდი რამ მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთს ბაგრამის საჰაერო ბაზის გამო დაემუქრა. შესაბამისი განცხადება მან Truth Social-ის გვერდზე გამოაქვეყნა.ამერიკელი ლიდერის თქმით, თუ ავღანეთი მის პირობებს არ მიიღებს, ის სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება.„თუ ავღანეთი ბაგრამის საჰაერო ბაზას არ დაუბრუნებს მას, ვინც ის ააშენა - ამერიკის შეერთებულ შტატებს - ცუდი რამ მოხდება“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.აღსანიშნავია, რომ ბაგრამის საჰაერო ბაზა, 2020 წლის მონაცემებით, ავღანეთში ყველაზე დიდი ამერიკული ბაზა იყო. მას აშშ-ის საჰაერო ძალები და არმია მართავდნენ.

დონალდ ტრამპი
1758435271
ტრამპმა ევროპაზე ზეწოლა განაახლა, რათა მან რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტოს - Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, შეწყვიტონ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა. მან განცხადება ვირჯინიის შტატში, მაუნტ-ვერნონში ვახშმის დროს გააკეთა, იტყობინება Bloomberg-ი.„ევროპელები ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ - ეს არ უნდა ხდებოდეს, არა?“ - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.აღსანიშნავია, რომ მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ მზად იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაემკაცრებინა, „მაგრამ არა მაშინ, როდესაც ის ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს“.„მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს, უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპული ქვეყნების უმეტესობამ რუსული ნავთობის პირდაპირი შესყიდვები შეწყვიტა, მცირე მოცულობები კვლავ მიედინება უნგრეთსა და აღმოსავლეთით მდებარე სხვა ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებში. ევროპული ქვეყნები ასევე დიზელის საწვავის იმპორტს ახორციელებენ ინდოეთიდან და თურქეთიდ, სადაც რუსული ნავთობი საწვავად გადამუშავდება“, - განმარტა Bloomberg-მა.ამიტომ ტრამპმა ნატოში აშშ-ის ელჩს მეთიუ უიტეკერს ევროპაზე ზეწოლის გაძლიერება შესთავაზა.„მათ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ, მეთ. მეთი არ დაუშვებს, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპმა ასევე კიდევ ერთხელ გამოხატა იმედგაცრუება რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის მიმართ და თქვა, რომ უკრაინაში ომი დასრულდება, თუ ნავთობის ფასები „ცოტათი კიდევ“ შემცირდება.

••• იტვირთება