პოლიტიკა
„ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებებზე“ სერიოზულად საუბარი შეუძლებელია, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა, მოსახლეობის ინფორმირებისთვის, ვფიქრობ, რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ მათ მიერ „მოძიებული“ კადრის - ვინმე გიორგი მუხიგულაშვილის შესახებ, რომელიც, თურმე „წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრი იყო“, ოღონდ ისე, რომ არათუ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ნათესავთა წრემაც კი არაფერი იცის ამ ადამიანის შესახებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი აცხადებს. როგორც გიორგი გრძელიშვილი აღნიშნავს, გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის „უახლოესი წევრი“, გიორგი მუხიგულაშვილი, ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა ორი თვით, ამიტომაც მისი „ინსაიდერული ინფორმაცია“ რომ სრული ბოდვაა, მხოლოდ ამ გარემოებიდანაც ჩანს.გრძელიშვილი აბსურდს უწოდებს მუხიგულაშვილის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ უკვე კარგა ხანია, საზოგადოებამ იცის და ეს საჯაროდაც არაერთხელ გაჟღერებულა, რომ უცხოური ძალები ყველაზე აქტიურად სწორედ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი ადამიანების გადაბირებას ცდილობენ.„ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებებზე“ სერიოზულად საუბარი შეუძლებელია, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა, მოსახლეობის ინფორმირებისთვის, ვფიქრობ, რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ მათ მიერ „მოძიებული“ კადრის - ვინმე გიორგი მუხიგულაშვილის შესახებ, რომელიც, თურმე „წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრი იყო“, ოღონდ ისე, რომ არათუ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ნათესავთა წრემაც კი არაფერი იცის ამ ადამიანის შესახებ. როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის „უახლოესი წევრი“ გიორგი მუხიგულაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა, ორი თვით...ამიტომაც მისი „ინსაიდერული ინფორმაცია“ რომ სრული ბოდვაა, მხოლოდ ამ გარემოებიდანაც ჩანს. მუხიგულაშვილის გარემოცვის უახლოესი წევრობაც ისეთივე აბსურდია, როგორც ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე „ნათესავების გაჭირვების ყურებით ტკბება“ და ეს მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად, არათუ მეგობრებსა და ნათესავებს ეხმარება ფინანსურად, თანაც სისტემატურად, არამედ საკუთარ სოფელში 400 ახალი სახლი აუშენა მოსახლეობას, საჩხერის 12 ათას მოსახლეს კი სახლი გადაუხურა.უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქველმოქმედების ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნის წინაშე აქვთ დამსახურება, ხოლო მეგობრებს და ნათესავებს, ჯამში ასეულობით ადამიანს, ყოველთვიურად, როგორც ხელფასს და პენსიას, ისე უხდის თანხას და ეხმარება ფინანსურად. ამას ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო აქტივობებთან კავშირი არ აქვს.ესეც რომ არა, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილს სურს საქართველოში ვინმეს დააჯეროს, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი საკუთარ მეგობრებს და ნათესავებს არ ეხმარება.თუმცა, ამაზე ღიმილისმომგვრელი ის გახლავთ, რასაც სიუჟეტში მუხიგულაშვილი დიდ საიდუმლოდ ასაღებს. რეალურად, უკვე კარგა ხანია საზოგადოებამ იცის და ეს საჯაროდაც არაერთხელ გაჟღერებულა, რომ უცხოური ძალები ყველაზე აქტიურად სწორედ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი ადამიანების გადაბირებას ცდილობენ.ასე რომ, თუკი ვინმეს ამერიკის შეერთებული შტატების 10 წლიანი ვიზის მიღება უნდა, ჯერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში უნდა აღმოჩნდეს, ამის შემდეგ კი ვიზას უპრობლემოდ მიიღებს.პ.ს. გიორგი მუხიგულაშვილმაც, როგორც „ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრმა“, ანუ ორი თვით ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარად ყოფილმა, შესაძლოა სწორედ ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილებით მიიღო ვიზა“, - აცხადებს გიორგი გრძელიშვილი.
თბილისის მერი მედიასთან პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე მისი სიტყვით გამოსვლა კარგი შანსია მსოფლიოსთვის სიმართლის გასაცნობად.„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე. მესიჯები, რასაც ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან ვისმენთ, გაჯერებულია ტყუილით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, გავაღრმაოთ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, პარტნიორობა ორმხრივია და არავის მიეცემა საქართველოს უსაფუძვლოდ კრიტიკის შესაძლებლობა.„ვერ მოიყვანთ მაგალითს, ჩვენ რომ ანტიდასავლური გზავნილები გაგვეკეთებინოს. ჩვენ გვიწევს თავის, ქვეყნის, სახელმწიფოს დაცვა, როდესაც ვისმენთ ცრუ მესიჯებს, მუქარას. ვინც არ უნდა იყოს, ამერიკიდან, ევროპიდან, თუ რუსეთიდან, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ჩვენი ქვეყანა, 80 000-ად გაყიდული კონგრესმენების მესიჯებით. პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი. ჩემი ქვეყანა გაწიროს ვიღაცამ თავისი ინტერესებისთვის, ამას ვერ დავუშვებთ. წინა ადმინისტრაციის პირობებში რაც იყო, ტყუილი, მუქარებზე დაფუძნებული განცხადებები, კატეგორიულად მიუღებელია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, არაბული ინვესტიციები, რომელიც თბილისსა და აჭარის რეგიონში ხორციელდება, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.„შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველოში მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრები. იცით, რომ საუბარია 6-მილიარდიან ინვესტიციაზე ჩვენს ქვეყანაში - თბილისსა და აჭარის რეგიონში. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი ინვესტიცია, რაც საქართველოში აქამდე განხორციელებულა და ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აისახება ჩვენზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს.როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ერთადერთი კონკურენტი, რომელიც მმართველ გუნდს შეიძლება ჰყავდეს, დედაქალაქში არსებული გამოწვევები და პრობლემებია.„ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რადგან მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, თანადგომა. დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მყავდეს მე და „ქართულ ოცნებას“, ეს არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელთაც სჭირდება ღირსეული პასუხი. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება - ღირსეული პასუხი გასცეს აღნიშნულ პრობლემებს, გამოწვევებს და მოაგვაროს ეს ყველაფერი, სწორედ „ქართული ოცნებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 21-26 სექტემბერს ეწვევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.თბილისობასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელის წოდება სხვადასხვა პროფესიის 30 ადამიანს მიანიჭა.საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
„საქართველოს არასდროს უთქვამს უარი დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებაზე, პირიქით, გამოგვისწორებია და ყოველი არჩევნები გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა იყო“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა.მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს გზას, რომ ყველა შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი.„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა რეკომენდაციული ხასიათისაა. ეს არ არის ისეთი რამე, რომ გინდა თუ არა, აუცილებლად უნდა შეასრულო. ის აფასებს არჩევნებს და გაძლევს რეკომენდაციებს, რომ აი, ეს არის გამოსასწორებელი, ეს და ეს. საქართველოს არასდროს უთქვამს უარი დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებაზე. პირიქით, გამოგვისწორებია და ყოველი არჩევნები გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა იყო - ესეც ეწერა, სხვათა შორის, დასკვნებში. ჩვენ ჩვენს გზას გავაგრძელებთ, რომ ყველა შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი.არასდროს დამავიწყდება ამერიკის წინა ელჩმა რა წინსწრებით განაცხადა, რომ ელექტრონული არჩევნებიც არ არის გარანტია იმის, რომ საქართველოში არჩევნები პატიოსნად ჩატარდებაო. მახსოვს, ექვსი თვით ადრე განაცხადა და წასვლამდე გაიმეორა, რომ ელექტრონული არჩევნები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 100 პროცენტით სამართლიანი იქნებაო. რა საჭიროა ამის თქმა არჩევნების წინ? მაშინ, საფუძველი უნდა დაასახელო, რა ეჭვი გაქვს იმის, რომ არჩევნები არ ჩატარდება ობიექტურად. ხომ უნდა თქვა ერთი სიტყვა მაინც“, - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.
„როგორც ეუთო, ისე ევროპარლამენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - ყველა არის იმ პროცესების გავლენის ქვეშ, რაც ახლა მსოფლიოში ხდება“, - განაცხადა დიპლომატმა, კონსტანტინე ჟღენტმა გადაცემაში „EURO ანატომია“, რითაც გამოეხმაურა დროის სიმცირის საბაბით ეუთო/ოდირის უარს, მიავლინოს მისია საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ეუთო/ოდირის არგუმენტი, რომ ერთი თვე სადამკვირვებლო მისიის მოსამზადებლად საკმარისი არ არის, რელევანტური არაა. კონსტანტინე ჟღენტი მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირის ეს პოზიცია ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია. „ეუთო/ოდირის არგუმენტი, რომ ერთი თვე სადამკვირვებლო მისიის მოსამზადებლად საკმარისი არაა, რელევანტური არ არის. ეუთო/ოდირის ეს პოზიცია არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ერთი თვე სავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ აქ მისია ჩამოვიდეს. თუ ეს არ არის საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები და არის ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისია, სავსებით საკმარისია ის ერთი თვე, რომ ჩამოვიდეს, დააკვირდეს და დასკვნა გამოიტანოს, ამიტომ ვამბობთ, რომ მათ ბულინგის შეეშინდათ“, - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა. ცნობისთვის, 4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, ოფიციალურმა პრაღამ კი 2 სექტემბერს. 9 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა. ჩეხეთში არჩევნები 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.
„ვიდრე ჩვენი ქალაქი გვიყვარს, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქის დაჯილდოებაზე განაცხადა.მისი თქმით, შემდეგი ოთხი წელი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.„ვიდრე ჩვენი ქალაქი გვიყვარს, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი. არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის ვემსახურო თბილისს, რამხელა პატივია ვემსახურო თითოეულ თბილისელს. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მადლობას ვუხდი ყველას, დღეს აქ შეკრებისთვის, მობრძანებისთვის. მე გპირდებით, რომ შემდეგი ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელი ჯილდო მიიღო, გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, რადგან თქვენ კიდევ სჭირდებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალაქს. გილოცავთ ყველას, მადლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.ცნობისთვის, წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 30 ადამიანს მიენიჭა.
„აქ და ახლა ჩვენ ვქმნით თბილისის დღევანდელობას და მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან თბილისს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კვალი დაატყვეს ქალაქს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა.კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში. „მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს, დამსწრე საზოგადოებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს უცხოელ სტუმრებს, მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მივესალმები ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს „თბილისობის“ დღესასწაულს გილოცავთ ყველას. თბილისი თავად არის სასწაული – ქალაქი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში გაუძლო უამრავ განსაცდელს, ფერფლიდანაც ბევრჯერ აღდგა და მუდამ სიცოცხლით სავსე, მუდამ ახალგაზრდული სულით აგრძელებს სვლას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის გულში, ზემოდან გადმოგვყურებს ნარიყალა, ბუმბერაზი ქართველების სამყოფელი – მთაწმინდა, ქვემოთ სოლოლაკი და ხმაურიანი აბანოთუბანია, აქვეა მეტეხი, ავლაბარი, ჩუღურეთი. აქ ყველა ადგილი, ყველა ქუჩა უდიდეს ისტორიას ინახავს, თუმცა, თბილისი მხოლოდ ღირსშესანიშნავი ადგილები და უძველესი არქიტექტურა არ არის. ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზია, როდესაც ქმნის, ფეხს უწყობს თანამედროვეობას, ყოველდღიურად ვითარდება, ინარჩუნებს თავის ისტორიას და საფუძველს უყრის მომავალს. ყველაფერი, რაც ღირებულია თბილისისთვის, რასაკვირველია, შექმნილია ამ ქალაქის მცხოვრებთა შრომით, მათი პროფესიონალიზმით, ზრუნვით, სიყვარულით და ერთგულებით დედაქალაქის მიმართ. თბილისს ქმნით თქვენ, თბილისელები და იგი ზუსტად ისეთია, როგორიც არის ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ. სწორედ აქ და ახლა ჩვენ ვქმნით თბილისის დღევანდელობას და მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან თბილისს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კვალი დაატყვეს ქალაქს“, – განაცხადა თბილისის მერმა.მერის თქმით, საპატიოა ყველა მოქალაქე, ვინც ზრუნავს ქალაქზე, დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებაში მყოფებს, ვინც კეთილსინდისიერი შრომით ემსახურება ქალაქს და ქვეყანას. „მინდა, თითოეულ მათგანს, მთელი გულით, მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთის. ტრადიციას არც წელს დავარღვევთ და თბილისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მხოლოდ წოდება არ არის, ეს, პირველ რიგში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ. მერის თქმით, მადლობას უხდის ყველა თბილისელს, ვინც ანდო ქალაქის ბედი. „ვიდრე გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი. არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის. გპირდებით, შემდეგი ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვინც დღეს ეს ჯილდო მიიღო და გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, რადგან თქვენ კიდევ სჭირდებით ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
„ვიზიტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ქვეყანაში ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო აქტიური წინსვლისთვის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის შეფასებისას.დიმიტრი ხუნდაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მაღალი დონის ვიზიტი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.„არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლობითი ვიზიტი საქართველოში დიდ მნიშვნელობას იძენს და მას აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი რეგიონში სტაბილურობის კუთხით. ვიზიტს ასევე აქვს უდიდესი მნიშვნელობა ქვეყანაში ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო აქტიური წინსვლისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონის განცხადებები, „ნაცსექტის“ წარმომადგენელთა წინ და უკან სირბილი, ყელის მოღერება იქ და სელფების გადაღება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.მისივე თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს ერთი ერთში ემთხვევა. „განსაკუთრებით, ჯეი დი ვენსის განცხადება - პირდაპირ პოლიტიკურ ტერორიზმში დაადანაშაულა ადამიანები, ორგანიზაციები, რომლებიც პოლიციელებზე ხელს აღმართავენ და სახელმწიფოს წინააღმდეგ ხალხს მოუწოდებენ. არის თუ არა იგივე სიტუაცია ჩვენთანაც, რით განსხვავდება? პოლიტიკური ტერორისტები არიან ესენიც, აბა ვინ არიან, როდესაც რუსთაველის გამზირზე ამდენ პიროტექნიკას დაასაწყობებენ, გამოიტანენ და ამხელა არეულობას აწყობენ, დედაქალაქის გადაწვა აქვთ განზრახული. პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს ასახიჩრებენ. ეს არის პოლიტიკური ტერორიზმი, სხვა ამას არაფერი ჰქვია. აშშ-ში რა განცხადებებიც კეთდება, ერთი ერთში ემთხვევა - ეს არის ერთი დიდი სენი. ცივილიზებული კაცობრიობისთვის „დიფ სთეითი“ ერთი ჭირია, როგორც საქართველოში ჩვენი საზოგადოებისთვის არის საფრთხის შემცველი, ისე აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ამიტომაც, ვფიქრობ, უნდა დასრულდნენ ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირდაპირ იქნება მათი საბოლოო წერტილი. ვერავითარი რევოლუციური სცენარი საქართველოში განხორციელებას ვერ პოვებს, ვინაიდან მოსახლეობა ძალიან კარად ხედავს რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა მან.