სოციალური მედია
2025 წლის აგვისტოში კავკასიის კვლევის რესურსცენტრის #CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად (ამ ორგანიზაციას ენდობა ოპოზიცია!), ირკვევა, რომ მიუხედავად მოსახლეობაში ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებლისა (78%, ანუ 7%-იანი ვარდნა ადრინდელი 85%-დან), ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოსახლეობის დრამატულად მცირე ნაწილის ფუფუნებაა, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისივე შეფასებით, თუ გამოკითხვის შედეგებს დავუჯერებთ, მოსახლეობის 78%, რომელიც ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზის (მათ შორის ფინანსურის) გამო ევროკავშირში მოგზაურობას, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი იქნება, თუ სავიზო.„ოპოზიციის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაკარგვაა, რასაც ისინი ხელისუფლებას აბრალებენ. ზოგიერთი „ექსპერტისგან“ განსხვავებით, არა ემოციების და აღქმების, არამედ დოკუმენტების ენაზე ვესაუბრები საზოგადოებას. 2025 წლის აგვისტოში კავკასიის კვლევის რესურსცენტრის #CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად (ამ ორგანიზაციას ენდობა ოპოზიცია!), ირკვევა, რომ მიუხედავად მოსახლეობაში ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებლისა (78%, ანუ 7%-იანი ვარდნა ადრინდელი 85%-დან), ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოსახლეობის დრამატულად მცირე ნაწილის ფუფუნებაა. ჩემთვის ეს მიგნება არ ყოფილა სიურპრიზი კითხვაზე, „2017 წლის 28 მარტის შემდეგ, როცა ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღო, წასულხართ თუ არა ევროკავშირის ქვეყანაში უვიზოდ?“ რესპონდენტთა 22% ამბობს „დიახ,“ ხოლო 78% ამბობს „არა.“ გაითვალისწინეთ, რომ ამ 22%-ში შედიან ისინი, ვინც ერთხელ მაინც ისარგებლა უვიზო რეჟიმით და ისინიც, ვინც - რამდენჯერმე. ჩემი დაკვირვებით, ამ 22%-ში უნდა სჭარბობდნენ სწორედ ისინი, ვისაც აქვს ფინანსური საშუალება, მრავალჯერ იმოგზაუროს ევროკავშირში. თუ გამოკითხვის შედეგებს დავუჯერებთ, მოსახლეობის 78%, რომელიც ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზის (მათ შორის ფინანსურის) გამო ევროკავშირში მოგზაურობას, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ევროკავაშირთან უვიზო რეჟიმი იქნება, თუ სავიზო. შესაბამისად, უცნაურად და მანიპულაციურად გამოიყურება კვლევის დასკვნა, რომ მოსახლეობის 78% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუკი უვიზო რეჟიმით არ/ვერ სარგებლობ, რა ზიანი უნდა მოგიტანოს მისმა შეჩერებამ? ის, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით მეტწილად ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მცირე პროცენტი სარგებლობს, დასტურდება სხვა მონაცემებითაც. დიახ, არის საქართველოში მოქალაქეთა ასეთი მცირე სეგმენტი, რომელსაც შეუძლია წელიწადში რამდენჯერმე იმოგზაუროს ევროპაში, საკუთარი ბიუჯეტისთვის ზარალის მიუყენებლად. ვფიქრობ, ამ სეგმენტზეა გათვლილი 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაც“, - წერს ანჯაფარიძე.
„საოცარი აბასთუმანი. რამდენიმე დღეა აბასთუმანში ვიმყოფები, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში. ბევრი მქონდა გაგებული იმ ცვლილებებზე, რომელიც ბოლო წლებში აბასთუმანში მიმდინარეობდა, მაგრამ ნანახმა და აქაურების მონათხრობმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რაც თვალით ჩანს (ახალი მშენებლობების ტემპი, ახალი გზები, ტერიტორიების კეთილმოწყობა და სიცოცხლით სავსე გარემო), იმაზე არაფერს ვიტყვი, მინდა გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებები, რომელიც აქ მცხოვრებლებთან ურთიერთობისას მივიღე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე.კაკაბაძის თქმით, ამ ადგილისთვის ოდითგანვე იყო დამახასიათებელი უნიკალური ჰაერი და სხვა უამრავი პოტენციალი, რომელსაც ვერავინ თუ არავინ იყენებდა. მოვიდა ბიძინა და ამ სიკეთეს მისცა გასაქანი და მარტო თვითონ კი არ ისარგებლა აქ არსებული სიკეთეებით, არამედ ყველა აქ მცხოვრები ახეირა.მისივე თქმით, პროექტები რომელიც აბასთუმანში განხორციელდა და დღესაც ხორციელდება, არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება, ხალხისთვის გაწეული სიკეთეც რომელიც იძლევა ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარების რეალურ შედეგს და რომელსაც მოქალაქე გრძნობს თავის ჯიბეზე და არა მშრალად ამოკითხულ ციფრებში. ეს არის დაპირებული კეთილდღეობაც.„ვესაუბრები აქაურებს, წელში გამართულ, მიწაზე მტკიცედ მდგარ ქალებს და კაცებს, ახალგაზრდებსა და მოხუცებს და სიამაყით ვივსები, როდესაც ვხედავ მომავლის რწმენით და იმედით აღვსილ თავდაჯერებულ ადამიანებს, რომელთა ცხოვრება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ.ამ წერილის ფორმატი ბევრის მოთხრობის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ შევეცდები მცირედით გადმოგცეთ ის, რაც მე აქ განვიცადე.დავიწყებ პირველივე შემხვედრით, რომელმაც მითხრა რომ, „სულ რამდენიმე წლის წინ, 400 ლარად ღირებული მიწის ფასი, დღეს უკვე 100 000 დოლარიაო“.მეორენი ამბობენ, „აქედან წასული ბევრი აქაური დაუბრუნდა მამაპაპისეულ კერას. ათწლეულების მანძილზე მათგან მიტოვებული, წვიმისგან გაუბედურებული ქოხები სასტუმროებად აქციეს და წელში გაიმართნენო“.ბიძინა ივანიშვილის მიერ, აქ ინვესტიციების ჩადების და დიდი პროექტების განხორციელების დაწყების შემდეგ, ბევრი გლეხი, წლების წინ ღატაკად რომ თვლიდა თავს, მის საკუთრებაში მყოფი იგივე ქონებით გახდა მდიდარი და რაც მთავარია, ეს შეეხო არა ერთეულებს, არამედ ადგილობრივების დიდ უმრავლესობას, თითქმის ყველას.როგორც აქაურები ამბობენ, აბასთუმანში სრულად არის გადაჭრილი უმუშევრობის პრობლემა, რადგან აქ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მასშტაბური მშენებლობები დიდი ოდენობის მუშახელს მოითხოვს.სასტუმროს ერთი თანამშრომელი მეუბნება, მე სოფელ აბასთუმანში ვცხოვრობ, ადრე აქ კურორტზე, თავისუფლად შემეძლო მიწების აღება, მაგრამ არც მიფიქრია, ვამბობდი, სოფელში მაქვს და იქ რად მინდაო. ახლა კი, ვნანობ ვინაიდან კურორტის მიწებს სოფლის მიწებზე ბევრად ძვირი ფასი დაედოთო.გამაოცა სოფელში მცხოვრები უსახლკარო ოჯახის ისტორიამაც. სოფელ აბასთუმანში ერთი უსახლკარო ოჯახი ცხოვრობდაო, წლების მანძილზე სამადლოდ შეკედლებულებს ლუკმა პური უჭირდათო, გავიგე კურორტის ერთ-ერთ კორპუსში 2-ოთახიან ბინას ყიდდნენ 500 დოლარად, ვუთხარი ამ უსახლკაროებს, იყიდეთ ღამის გასათევი მაინც გექნებათ თქვენი-თქო. ის 500 დოლარიც არ ჰქონდათ, მე ვასესხეო. ჩამოვიდა ბიძინა, დაიწყო ამ ადგილების რეაბილიტაცია და შეხედეთ ახლა ამ კორპუსს, ულამაზესად არის მოპირკეთებული, აქ ცხოვრობენ ახლა ისინი, არც თუ შორეულ წარსულში უსახლკარო ოჯახი, აქირავებენ სეზონურად 500$-ად შეძენილ ამ 2-ოთახიან ბინას და ცხოვრობენ მშვენივრადო.ამ ადგილისთვის ოდითგანვე იყო დამახასიათებელი უნიკალური ჰაერი და სხვა უამრავი პოტენციალი, რომელსაც ვერავინ თუ არავინ იყენებდა. მოვიდა ბიძინა და ამ სიკეთეს მისცა გასაქანი, მიტოვებული, მიგდებული და ყველასგან უარყოფილი (ტუბერკულოზის ჩხირებით დაინფიცირებული) ადგილი ედემად აქცია და მარტო თვითონ კი არ ისარგებლა აქ არსებული სიკეთეებით, არამედ ყველა აქ მცხოვრები ახეირა. ახეირა ისინიც, ვისაც მიტოვებული და მიგდებული ჰქონდა აქაურობა. დაუბრუნდნენ ჩამონგრევის პირას მისულ სახლებს, ხელი შეავლეს, ადგილზე დაკავდნენ, აღარ ეძებენ ქვეყნის გარეთ გასაქცევს. ამათი შრომაც ალამაზებს მშობლიურ კუთხეს და თან შემოსავალს აძლევს თითოეულს.გარდა ვიზუალური ეფექტისა და მშენებლობისა, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში დეზინფექცია ჩაუტარდა მთელ ტერიტორიას, რომელიც ტუბერკულოზის ჩხირებით იყო დაბინძურებული. ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კურორტია, რამაც ერთი ასად გაზარდა დამსვენებელთა რაოდენობა. აბასთუმანში დღეს შიდა და უცხოელ დამსვენებელთა ბუმია, რაც დამატებითი შემოსავალია ქვეყნისთვისაც და აქაური ოჯახებისთვისაც.ბევრი ახალი სასტუმრო თუ დასასვენებელი ცენტრი გაჩნდა, მათ შორის ფილტვების ცენტრად წოდებული სარეაბილიტაციო სანატორიუმი, სადაც 5 კატეგორიის მოქალაქეებს, ომის ვეტერანებს, სოციალურად დაუცველებს, მავნე სამუშაოზე დასაქმებულებს, ინვალიდობის ჯგუფის მქონეებს და ლტოლვილებს სრულიად უფასოდ და დიდი რუდუნებით ემსახურებიან. აქვთ უფასო დასვენება და სამჯერადი კვება.ეს არის სამაგალითო ბიზნესმენობა და მეცენატობა, ქვეყანაზე ზრუნვაც და პატრიოტიზმიც.მერე უკვირთ ზოგიერთ პოლიტიკანებს, ხალხის უმრავლესობა ბიძინას გუნდს რატომ ირჩევს და არა ჩვენო. მათ გასაგონად ვიტყვი, აბა გაიხსენეთ და დაწერეთ, თუნდაც ერთი მაგალითი, რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახების კეთილდღეობის გარდა ჩვენს ქვეყანას და თუნდაც ერთ ქართულ ოჯახს რაიმეში გამოსდგომია.პროექტები რომელიც აბასთუმანში განხორციელდა და დღესაც ხორციელდება, არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება, ხალხისთვის გაწეული სიკეთეც რომელიც იძლევა ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარების რეალურ შედეგს და რომელსაც მოქალაქე გრძნობს თავის ჯებეზე და არა მშრალად ამოკითხულ ციფრებში. ეს არის დაპირებული კეთილდღეობაც...სადაც ფეხი დადგა, ამ კაცმა ყველგან ხალხს მოუტანა ხვავი და დოვლათი, ხოლო ქვეყანას - ეკონომიკური წინსვლა.ეს გააკეთა გურიაშიც, სადაც „ბლექ სი არენა“ და დენდროლოგიური პარკი გააშენა, იმერეთში, კერძოდ საჩხერეში და სხვა ადგილებში, სადაც ხალხი დღეს სხვა მაღალი სტანდარტით ცხოვრობს.და ბოლოს, ისევ აბასთუმანს რომ დავუბრუნდეთ, ბიძინას ჩამოსვლის პერიოდში აშენდა ჯიჯის წყაროსთან ახალი ულამაზესი ტაძარი. ხალხი ვარაუდობს, რომ ესეც ბიძინას აშენებულია, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცის ასეა თუ არა. წარმოიდგინეთ ზოგი პოლიტიკოსი, რომელიც ლამის თბილისის სამების ტაძრის აშენებას რომ იჩემებს, ან სხვის დაფინანსებულ პოლიციის რეფორმას თავისად რომ აცხადებს, აბასთუმანში ინკოგნიტო დამფინანსებლის მიერ ზემოთ ნახსენები ტაძრის აშენებას ხომ მაშინვე თავის სახელს დაუკავშირებდა?!მოდით გავიხსენოთ ისიც, რა პირზე დუჟმორეული ლანძღვა-გინება ჰქონდა გამართული მთელ ოპოზიციას და მათ უმადურ მიმდევრებს, როდესაც გაცოფებულები ამტკიცებდნენ, დენდროლოგიური პარკი, აბასთუმანი თუ სხვა ადგილებზე განხორციელებული მშენებლობები ბიძინას მხოლოდ თავისთვის უნდა და ხალხს ატყუებსო. მივიდნენ ახლა ეს „პატრიოტები” და ელაპარაკონ აბასთუმნის გამდიდრებულ მოსახლეობას ან დენდროლოგიურ პარკში თუ სხვა ინფრასტრუქტურულ მშენებლობებზე დასაქმებულ მოქალაქეებს, მართლა გადაჭრა ბიძინამ აბასთუმანში მთა და მოწამლა იქაური სუფთა ჰაერი, მართლა „გაძარცვა” უნიკალური ჯიშის ხეების მეპატრონეები, მართლა მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი ბუნებას და სახელმწიფოს თუ პირიქით?დაუნახავი და უმადური ხალხი ამ ყველაფერზე იტყვის, განა არ იცი, პენსიონერებს რომ 350-400 ლარი წამლებისთვის და საკვებისთვის არ ჰყოფნისო? ყველაფერი ვიცი, მაგრამ ყველაფერს განვითარებულ დასავლეთ ევროპულ ან ამერიკულ ცხოვრების დონეს კი არ ვადარებ (სადაც უსახლკაროები და ღარიბ-ღატაკებიც მრავლად არიან), არამედ ვადარებ 15 და 20 წლის წინანდელ ჩემი ქვეყნის განვითარების დონეს და იმ ეკონომიკური წინსვლის ტენდენციებს, რომლებიც თანდათან ნამდვილად გვაახლოებს აღმოსავლეთ ევროპის ცხოვრების დონესთან.ეს ყველაფერი რამდენიმე დღის ნანახმა და განცდილმა დამაწერინა, თორემ არასდროს ვყოფილვარ და არც დღეს ვარ ვინმეს გაიდეალების მომხრე.კიდევ რამდენიმე დღე ვაპირებ აბასთუმანში დარჩენას და იმედია, აქაური საოცარი აურისა და განწყობების წყალობით კიდევ უფრო გამდიდრებული შთაბეჭდილებებით დავბრუნდები თბილისში“, - წერს კაკაბაძე.
„აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძემ ურთულეს პერიოდში ჩაიბარა სამსახური, აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან მოკლე დროში უმნიშვნელოვანესი შედეგებიც აჩვენა. ყველანი ვხედავთ, რომ მან სხვა მიმართულებებთან ერთად, შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა თუ სხვა გარემოებებისა“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, მდინარაძის წინააღმდეგ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” და მათი მედიების მხრიდან წარმოებული კამპანია, სუსის მუშაობის ეფექტიანობის შესაფასებლად კარგი ინდიკატორია. შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის და სუსის გამართული მუშაობის პირობებში, ოპოზიციის აგენტურულ და მტრულ გეგმებს განხორციელება არ უწერია, ამიტომ სუსის ხელმძღვანელსა და მთლიანად ძალოვან სტრუქტურებზე თავდასხმებს კვლავ უნდა ველოდოთ. „ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, საკვანძო როლი აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა და მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობს იმისათვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ. აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძემ ურთულეს პერიოდში ჩაიბარა სამსახური, აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან მოკლე დროში უმნიშვნელოვანესი შედეგებიც აჩვენა. ყველანი ვხედავთ, რომ მან სხვა მიმართულებებთან ერთად, შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა თუ სხვა გარემოებებისა. უდავოა, რომ როდესაც ასეთ ნაბიჯებზე მიდიხარ, პირველ რიგში, საკუთარი სუფთა ბიოგრაფია გაძლევს ამის საშუალებას და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც არის და იქნება მამუკა მდინარაძის საქმიანობა წარმატებული. მის წინააღმდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი მედიების მხრიდან წარმოებული კამპანია კი, სუსის მუშაობის ეფექტიანობის შესაფასებლად კარგი ინდიკატორია. იციან, რომ მდინარაძის ხელმძღვანელობის და სუსის გამართული მუშაობის პირობებში, მათ აგენტურულ, ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ გეგმებს განხორციელება არ უწერია! საქართველოს გარედანაც უნდა ველოდოთ, როგორც პერსონალურ თავდასხმებს მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ, ასევე მთლიანად ძალოვან სტრუქტურებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ ეს ადამიანები მოქმედებენ ქართველი ხალხის სახელით და მხარდაჭერით!”, - წერს ვატო შაქარიშვილი.
„საქართველოში რომ ნამდვილი ოპოზიციური, კრიტიკული, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა არ არსებობს, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ე.წ. ოპოზიციურ, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის ტელევიზიებში ხანდაზმული თაღლითებისა და ქართული ჯარის გამძარცველ კეზერას მიერ შიგნიდან, თუ უცხოეთიდან დაფინანსებული ავაზაკები ჩასაფრებული არიან, რათა ჩირქი მოსცხონ სახელმწიფო თანამდებობის პირებს. ტყუილების და ცილისწამებების კორიანტელი დააყენონ მათ მიმართ, ვინც განსაკუთრებით თავდადებით იბრძვის სამშობლოსათვის, უსამშობლო მოღალატეთა წინააღმდეგ“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციური მედიის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის შესახებ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას.მისივე თქმით, ოპოზიციური ტელევიზიების მიზანია ტყუილების და ცილისწამებების კორიანტელის შექმნა მათ მიმართ, ვინც განსაკუთრებულად თავდადებით იცავს სამშობლოსა და ქვეყნის ინტერესებს უსამშობლო მოღალატეების წინააღმდეგ.„საქართველოში რომ ნამდვილი ოპოზიციური, კრიტიკული, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა არ არსებობს, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ე.წ. ოპოზიციურ, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის ტელევიზიებში ხანდაზმული თაღლითებისა და ქართული ჯარის გამძარცველ კეზერას მიერ შიგნიდან, თუ უცხოეთიდან დაფინანსებული ავაზაკები ჩასაფრებული არიან, რათა ჩირქი მოსცხონ სახელმწიფო თანამდებობის პირებს. ტყუილების და ცილისწამებების კორიანტელი დააყენონ მათ მიმართ, ვინც განსაკუთრებით თავდადებით იბრძვის სამშობლოსათვის, უსამშობლო მოღალატეთა წინააღმდეგ. ნახეს რა, რომ სუსის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას, უცხოეთიდან მათთვისვე შემოტანილი ფულების გათეთრებას, ტერორიზმს. ამ გაცვეთილმა, გაჯონჯოლიელებულმა უსამშობლოებმა მიმართეს მათივე არაერთხელ დამუშავებულ, მაგრამ იმავდროულად უსაგნო, უსარგებლო თემას, რაც იმით გამოიხატა, რომ „ტვ 1“-მა, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ სცადეს მამუკა მდინარაძის ირგვლივ თითქოსდა შავი პიარის აგორება. ამ მიზნით, ისედაც უზნეოებმა გარედან დაკვეთით დაიწყეს ყოველგვარ ზღვარს გაცდენილი უზნეობების და ტყუილების ტირაჟირება. აქვე ხაზგასასმელია ის, რომ ამ ტელეავაზაკების მიერ ეს ატეხილი, ეს უკბილო წკავწკავი და ვაკხანალია დასტურია იმისა, რომ ქართული სახელმწიფოს სამართალდამცავი ინსტიტუტები და მათ შორის მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით ქვეყნის მსახური სუსი აბსოლუტურად სწორად, მიზანმიმართულად მუშაობს. გამოავლენს საქართველოს მტრებს, მოღალატეებს, ომში ჩაბმის, არეულობის, დესტაბილიზაციის მსურველებს და ერთგულად, თავდადებით ემსახურება ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას. ასე რომ, ვაჟასეული - „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“ - კლასიკა იყო, არის და სანამ კაცობრიობა იარსებებს, კლასიკად დარჩება“, - წერს გვენეტაძე.
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციურ მედიაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ტვ ფორმულას“, რომელიც მთელ ნარატივს მამუკა მდინარაძის გაშავებაზე აგებდა, საკუთარ სიუჟეტშივე მოუწია აღიარება, რომ შენობა-ნაგებობა, რომელიც 2021 წელს მამუკა მდინარაძის საკუთრება იყო, წლებია, მას აღარ ეკუთვნის და სხვა პირის საკუთრებაა.მისივე თქმით, ოპოზიციის შიში მამუკა მდინარაძის მიმართ დაუფარავია, ის უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე სიტყვები! ამ სიუჟეტით მათ კიდევ ერთხელ გაისროლეს ვაზნები, რომლებიც მიზანს ასცდა.„ონლაინ ტელევიზია ad hoc - „ედ ჰოკი“ მოაზროვნე გუნდს აერთიანებს, რომელიც აქტუალურ თემებზე საინტერესოდ მსჯელობს. ოპოზიციის მიერ მართულმა მედია საშუალებებმა ამ გუნდის მიერ გაკეთებულ ვიდეო რგოლებში თემატური ნაკლი ვერ იპოვა და მათთვის ონლაინ ტელევიზიის ადგილმდებარეობა გახდა პრობლემური. დაკვეთილი ნარატივით მოქმედმა ჟურნალისტმა თავი სასაცილოდ გაიხადა, როცა ლოკაციაზე მისულმა ბაჩოსა და გურის დაახლოებით ასეთი უსუსური კითხვა დაუსვა - ვინ მოგცათ უფლება, რომ ხართ აქ, სადაც ხართო?! კიდევ უფრო სასაცილო იყო ის, რომ „ტვ ფორმულას“, რომელიც მთელ ნარატივს მამუკა მდინარაძის გაშავებაზე აგებდა, საკუთარ სიუჟეტშივე მოუწია აღიარება, რომ შენობა-ნაგებობა, რომელიც 2021 წელს მამუკა მდინარაძის საკუთრება იყო, წლებია, მას აღარ ეკუთვნის და სხვა პირის საკუთრებაა. მოკლედ ოპოზიციის შიში მამუკა მდინარაძის მიმართ დუფარავია, ის უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე სიტყვები! ამ სიუჟეტით მათ კიდევ ერთხელ გაისროლეს ვაზნები, რომლებიც მიზანს ასცდა. ის, რაც გუშინ ვნახეთ, იყო ჟურნალისტიკის ფსკერი: ადამიანის წინააღმდეგ არგუმენტისა და ფაქტის გარეშე შეკვეთილი შინაარსის გავრცელების მძიმე მაგალითი. მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ქვეყნის შიდა და გარე მტრების კოორდინირებული მოქმედება ხაზგასმაა იმაზე, რომ მამუკა მდინარაძე მათთვის კანონის დაცვის და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია და აქედან გამომდინარე, ქართულ სახელმწიფოსთან ერთად ის, როგორც პერსონა, არის მათი დარტყმის პირველადი სამიზნე“, - წერს მეგრელიშვილი.
კორუფციის, ნარკოტრაფიკის და კრიმინალთან ეფექტური ბრძოლის ავტორი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაა. განსაკუთრებული როლი ამ საქმეში ეკუთვნის უსაფრთხოების სამსახურს და მის ახალ ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძეს. მართალია, დიდი ხანი არ გასულა, რაც ეს ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ხელმძღვანელობს უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ ძალიან მოკლე პერიოდში მან წარმატებით დაასრულა ყველა ოპერაცია, რაც სამსახურს გარკვეული დროის განმავლობაში ჰქონდა მომზადებული, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, საქართველოს წარმატება აზარალებს კრიმინალურ სამყაროს, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურ მხარდაჭერას იღებს უცხოეთიდან და საქართველოში მოქმედი პარტიული, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.გიორგობიანის განმარტებით, ამ კრიმინალური დუეტის ყველაზე ეფექტური იარაღი დღეისათვის რამდენიმე საინფორმაციო საშუალებაა, რომლებმაც მიზანში მამუკა მდინარაძე ამოიღეს, რომლის მიმართ ბევრი დაუსაბუთებელი ბრალდება მოგვისმენია. „საქართველოში კორუფციის და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მართლაც სამაგალითოა. გაბედულად შეგვიძლია ვთქვათ, აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი სსრკ ქვეყნების ფონზე საქართველო წესრიგის, კორუფციასთან ბრძოლის და ეკონომიკური ზრდის ტემპით ყველა საერთაშორისო რეიტინგით მოწინავე და სამაგალითოა. საქართველოს ასეთ წარმატებას ჰყავს საკუთარი შემოქმედი, ბენეფიციარი და, რა თქმა უნდა, არიან, დაზარალებული კრიმინალური კარტელებიც. კორუფციის, ნარკოტრაფიკის და კრიმინალთან ეფექტური ბრძოლის ავტორი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაა. განსაკუთრებული როლი ამ საქმეში ეკუთვნის უსაფრთხოების სამსახურს და მის ახალ ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძეს. მართალია, დიდი ხანი არ გასულა, რაც ეს ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ხელმძღვანელობს უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ ძალიან მოკლე პერიოდში მან წარმატებით დაასრულა ყველა ოპერაცია, რაც სამსახურს გარკვეული დროის განმავლობაში ჰქონდა მომზადებული. შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სავარაუდო ტერაქტი და სახელმწიფო ხაზინის არნახული ზარალი. როგორც ითქვა, ასეთი გაბედულ ქმედებას ჰყავს საკუთარი ბენეფიციარი, ეს სახელმწიფო ინტერესებია, რომელიც პირნათლად დაიცვა იმ ორგანიზაციამ, რომელსაც ეს კონსტიტუციურად ევალება კიდეც, მაგრამ არსებობს „დაზარალებულიც“, ესაა კრიმინალური სამყარო, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურ მხარდაჭერას იღებს უცხოეთიდან და საქართველოში მოქმედი პარტიული, თუ NGO ორგანიზაციების მხრიდან. ყოველი ცალკეული შემთხვევა უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტჯგუფების და მათი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან განიხილება, როგორც „რეჟიმის ზეწოლა“. უკვე არ აქვს მნიშვნელობა, ეს დამნაშავე ნარკოგამსაღებელია, თუ წვრილმანი ხულიგანი. საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული კრიმინალი აქტიურად მოქმედებდა პოლიტიკური საფარის ქვეშ. ამის მაგალითები უახლესი ისტორიიდან უამრავია. დღეისათვის მათი ურთიერთკავშირი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ამ კრიმინალური დუეტის ყველაზე ეფექტური იარაღი დღეისათვის რამდენიმე საინფორმაციო საშუალებაა, რომლებიც რევოლუციის პარალელურად ჩვეულებრივ კრიმინალებს პოლიტპატიმრებად და „რეჟიმის ტყვეებად“ ასაღებენ საკუთარ, დაზომბებულ მრევლში. ამ საინფორმაციო საშუალებების განსაკუთრებული აგრესიის ობიექტებად პერიოდულად იქცევიან ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც კი, რომლებიც საქართველოს ინტერესების დასაცავად ეფექტურად ებრძვიან კრიმინალს. ბოლო ხანებში ასეთად ამოარჩიეს მამუკა მდინარაძე. მის წინააღმდეგ უამრავი დაუსაბუთებელი ბრალდება მოგვისმენია, მახსოვს მის მიმართ ეგზალტირებული „მწერლის“ ბუღაძის ღვარძლიანი დახასიათება, როდესაც რევოლუციის მორიგი მცდელობისას „ტექნიკური მთავრობის“ ოპერაცია ჩაუვარდათ NGO აქტივისტებს. მაშინაც დიდი იყო მამუკა მდინარაძის წვლილი და დღესაც ასეა. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, დღეს, 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პირველად, მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაღალ პროფესიულ დონეზე იცავს საქართველოს ინტერესებს და აღარ ხუჭავს თვალს დანაშაულზე, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის. მინდა, წარმატება ვუსურვო და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ახალი თაობის ნიჭიერ პოლიტიკოსებს, ასევე, ყველა პროფესიონალს საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ამ ძნელ გზაზე“, - წერს ბიძინა გიორგობიანი.
დესტრუქციულ, გამარგინალებულ ოპოზიციას და გარედან მართულ ტელევიზიებს მამუკა მდინარაძე ყელზე რომ დაადგათ, ეს მისი უშიშროების სამსახურში დანიშვნიდან პირველივე დღეს გამოჩნდა. როგორც დაიწყო მდინარაძემ ახალი თანამდებობიდან ბრძოლა ქვეყნის დასაცავად, ასეთივე შემართებით გააგრძელებს, ტყუილად ნუ იღლიან თავს, მათი აღარავის სჯერა, - ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას.მისივე თქმით, მდარე, იაფფასიანი, არა თუ სიმართლესთან ახლოს, სიმართლესთან ახლოსაც რომ არ გაუვლია, ისეთი ტყუილებით დაიწყეს მისი ბულინგი. ნუთუ ამდენ ხანს ვერ მიხვდნენ, მამუკა მდინარაძეს ვერ შეაშინებ ამით, მარტო მამუკას არა, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს და ყველა მათ მხარდამჭერს. ყველა ათვითცნობიერებს, რა ზეწოლაშია ჩვენი სამშობლო, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე. „დესტრუქციულ, გამარგინალებულ ოპოზიციას და გარედან მართულ ტელევიზიებს მამუკა მდინარაძე ყელზე რომ დაადგათ, ეს მისი უშიშროების სამსახურში დანიშვნიდან პირველივე დღეს გამოჩნდა. როგორც დაიწყო მდინარაძემ ახალი თანამდებობიდან ბრძოლა ქვეყნის დასაცავად, ასეთივე შემართებით გააგრძელებს, ტყუილად ნუ იღლიან თავს, მათი აღარავის სჯერა. მდარე, იაფფასიანი, არა თუ სიმართლესთან ახლოს, სიმართლესთან ახლოსაც რომ არ გაუვლია, ისეთი ტყუილებით დაიწყეს მისი ბულინგი. ნუთუ ამდენ ხანს ვერ მიხვდნენ, მამუკა მდინარაძეს ვერ შეაშინებ ამით, მარტო მამუკას არა, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს და ყველა მათ მხარდამჭერს. ყველა ათვითცნობიერებს, რა ზეწოლაშია ჩვენი სამშობლო, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე. სააკაშვილის და მისი ნარჩენების „გამარჯვება“ გამორიცხულია!!!“, - წერს ფოჩხუა.
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში ეხმაურება გადაცემა „შაბათის ფორმულას“ სიუჟეტს, სადაც აცხადებენ, რომ სუსის უფროსის მამუკა მდინარაძის სახლში პროპაგანდის ბუნაგს მიაგნეს.ბაჩო ოდიშარია „შაბათის ფორმულას“ აღნიშნულ სიუჟეტს ბოდვას უწოდებს და აცხადებს, რომ, როდესაც არ არსებობს არანაირი ჩირქის მოსაცხები ფაქტი მამუკა მდინარაძის მსგავსი პროფესიონალი ადამიანის წინააღმდეგ, ამიტომ „უნდა მოიგონო ფანტასმაგორიული ისტორია ათასჯერ გადაღეჭილი უნიჭო სცენარით“.„როგორ (ვერ) მუშაობს ნაცპროპაგანდა მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი გახდა და დროის ამ მცირე მონაკვეთში ძალიან ეფექტური და შედეგიანი სამუშაოები გასწია, ინსტიტუციის მეტად გაძლიერება და განვითარება დაიწყო, გადაწყვიტეს, მისი „გაშავება“ ყველა შესაძლო მეთოდით სცადონ. მიზეზი მარტივია - ადამიანმა დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამას აკეთებს მაღალი შედეგიანობით. რა უნდა ქნა, როდესაც არანაირი ჩირქის მოსაცხობი ფაქტი ასეთი ადამიანის წინააღმდეგ არ არსებობს? უნდა მოიგონო ფანტასმაგორიული ისტორია ათასჯერ გადაღეჭილი უნიჭო სცენარით. ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ქურდის, კეზერაშვილის (მისტერ ოფშორი) კანტორა მოგვადგა ინტერნეტტელევიზია „ედ ჰოკის“ ოფისში და გვიმტკიცებდა, მამუკა მდინარაძის „ტროლების ქარხანააო“, იმ ოფისზე, რომლის მფლობელსაც თავადვე ესაუბრნენ და სინქრონიც ჩასვეს, მაგრამ მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, გინდა თუ არა მდინარაძის სახლია, მერე რა, რომ რეესტრში სხვა მფლობელი ჰყავსო (სხვათა შორის, გული დამწყვიტეს ჩემი კომენტარები, რომ ჯარის და პენსიონერების დამყაჩაღებლის ტელევიზია სხვაგან როგორ ეძებს „პროპაგანდის“ ბუდეს და სხვა პასაჟები, ამომიჭრეს). ეს ბოდვა გუშინ ეთერში გაუშვეს, მისტიკური მუსიკით და მოყანყალე კადრებით, შემდეგ თავის ყველაფერზე ხელის მომწერი „ექსპერტები“ აამუშავეს, დააქცია ქვეყანა მდინარაძემ, მის ყოფილ სახლში ინტერნეტტელევიზია მუშაობსო. სხვათა შორის, მაგ ოფისში მეორე წელია, რაც ვართ, ეგეც მოიტყუეს, 2021 წლიდანო, 2021 წლიდან 2024 წლამდე ჩვენი ოფისი იმ მისამართზე იყო, სადაც ახლა „ცეხი“ ფუნქციონირებს გიგი უგულავას დაფინანსებით. ჰოდა, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, როგორც ჩანს, კეზერამ ნაძარცვ მაყუთს მოუჭირა და მისი გოშია „ჟურნალისტები“ და დაქირავებული ტიტუშკა/ექსპერტებიც საერთოდ ვეღარ უდებენ გულს ცოტათი უკეთესი „ფეიკების“ დამზადებას და ასეთ მდარე პროდუქტს ქმნიან - ნოდარა მელაძეც რომ დაიწუნებდა, ფუ, ეს რა გოიმობააო“, - წერს ბაჩო ოდიშარია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძეს ცილს სწამებენ.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ყოველმხრივ მახინჯი ნაცსექტის ხელწერა - მდაბიოდ უტევენ პროფესიონალებსა და მმართველი გუნდის ერთგულებს, მათ შორის სუსის უმაგრეს ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს. „ყოველმხრივ მახინჯი ნაცსექტის ხელწერა - მდაბიოდ უტევენ პროფესიონალებსა და მმართველი გუნდის ერთგულებს, მათ შორის სუსის უმაგრეს ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს. დავცინით ამ უბადრუკ მარგინალებს, რომლებიც მდარე ჭორებს უგონებენ ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერებს და ვრჩები ამ პოზიციაზე - ძალიან ბევრი რადიკალი საჭიროებს ფსიქიატრიულ დახმარებას! შეუძლებელია, რომ მტრობის რეჟიმში მყოფ ამ აუტსაიდერებს რაიმეზე სერიოზულად ელაპარაკო. არაადეკვატურებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ხოლო კრიმინალებს - „ალერსიანი“ ციხე!“, - წერს აბაშიძე.
გუშინ ოპოზიციურმა მედიამ ცხადად აჩვენა, თუ რა მიზანს ემსახურება მათი საინფორმაციო დღის წესრიგი: არა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათ მიერ გაშვებული სიუჟეტები მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ნათელი მაგალითია მიზანმიმართული შავი კამპანიის, რომელიც ემთხვევა ქვეყნის მტრული ძალების ინტერესებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ოპოზიციური მედიის „სიუჟეტები“ არ შეიცავს არც ფაქტს და არც არგუმენტს, ხოლო მდინარაძე და მისი გუნდი არიან ის ბარიერი, რომელიც ქვეყნის მტრებს მიზნების განხორციელების საშუალებას არ აძლევს. ჩიხელიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მდინარაძე ბრძოლის პირველ ხაზზე დგას - ებრძვის კორუფციას, რადიკალურ ძალებს და იცავს მშვიდობას, ეს კი აშინებს საქართველოს მტრებს, „როგორც ვამპირს ჯვრის დანახვა“.„გუშინ ოპოზიციურმა მედიამ ცხადად აჩვენა, თუ რა მიზანს ემსახურება მათი საინფორმაციო დღის წესრიგი: არა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათ მიერ გაშვებული სიუჟეტები მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ნათელი მაგალითია მიზანმიმართული შავი კამპანიის, რომელიც ემთხვევა ქვეყნის მტრული ძალების ინტერესებს. ფაქტია, რომ მამუკა მდინარაძე არაფერს უკანონოს არ აკეთებს. მისი საქმიანობის მთავარი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვა. ეს არ არის სიტყვები — ამის ერთ-ერთი მკაფიო მტკიცებულება უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენაა, რაც სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგია. ამგვარი შემთხვევები ადასტურებს, რომ საფრთხეები რეალურია და სწორედ ამიტომ მდინარაძე, როგორც უწყების ხელმძღვანელი, მტრული გეგმების მთავარი შემაფერხებელია. საზოგადოებამ უნდა გაიგოს: როცა ოპოზიციური არხები უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებენ, ისინი არა უბრალოდ პოლიტიკურ ოპონირებას ეწევიან, არამედ რეალურად ემსახურებიან დესტრუქციულ მიზნებს — საზოგადოების ნდობის შერყევას და სახელმწიფოს დასუსტებას. მათი „სიუჟეტები“ არ შეიცავს არც არგუმენტს, არც ფაქტს; მდინარაძე და მისი გუნდი არიან იმ ბარიერის სიმბოლო, რომელიც ქვეყნის მტრებს მიზნების განხორციელების საშუალებას არ აძლევს. სწორედ ეს არის მასზე თავდასხმის რეალური მიზეზი, ადამიანი ბრძოლის პირველ ხაზზე დგას! ებრძვის კორუფციას, ებრძვის რადიკალურ ძალებს, იცავს მშვიდობას, რაც ქვეყნის მტრების ინტერესებში არ შედის, რადგან მათ ისევე აშინებთ საქართველოში მიღწეული მშვიდობა, როგორც ვამპირს ჯვრის დანახვა!“, - წერს ჩიხელიძე.
„ტვ პირველი“, „ფორმულა“ და სხვა ამ მანქურთების ტელევიზიები რომ ჭორბიუროს ყველაზე დაბალ დონედ იქცა, ეს არახალია. ახლა შეტევის ობიექტად მამუკა მდინარაძე ჰყავთ, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე. მისი განცხადებით, მდინარაძეზე შეტევა იმის ნიშანია, რომ მან „მწარედ დააბიჯა კუდზე ფეხი კორუმპირებულებს და „სანაცეთს“.„ტვ პირველი“, „ფორმულა“ და სხვა ამ მანქურთების ტელევიზიები რომ ჭორბიუროს ყველაზე დაბალ დონედ იქცა, ეს არახალია. ახლა შეტევის ობიექტად მამუკა მდინარაძე ჰყავთ. ეგ იმის ინდიკატორია, რომ მამუკამ აშკარად მწარედ დააბიჯა კუდზე ფეხი კორუმპირებულს და „სანაცეთს“ (ეს ორი რამე ერთი მცნებაა). კარგია ეს მათი ცრუ ფაქტებზე ჟივილ-ხივილი, ე.ი. სწორად აკეთებს ადამიანი, რასაც აკეთებს. თქვენთვის მოსაწონს მამუკა ვერ იზამს და არც უქნია. წარმატებები მამუკას და ფსევდოოპოზიციას კიდევ, შალიკოს ფანჩატური 4 რიცხვის მერე“, - წერს გამსახურდია.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ყველა მუნიციპალიტეტში პირწმინდად აქვთ წაგებული ფსევდოოპოზიციას. ძირითადი გათვლა ამ მანქურთების არის 4 რიცხვი“, - წერს X-ზე გიორგი გამსახურდია.გამსახურდია 4 ოქტომბრისთვის ოპოზიციის გეგმებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ „4 რიცხვში უნდათ ხალხის წაყვანა, მაგრამ არც ავტორიტეტი აქვთ, არც თანხა და ხალხი კიდევ ამათ არსად არ მიყვება“.„მოკლედ, ასეთი ამბებია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ყველა მუნიციპალიტეტში პირწმინდად აქვთ წაგებული ფსევდოოპოზიციას. ძირითადი გათვლა ამ მანქურთების არის 4 რიცხვი. 4 რიცხვში უნდათ ხალხის წაყვანა, მაგრამ არც ავტორიტეტი აქვთ, არც თანხა და ხალხი კიდევ ამათ არსად არ მიყვება. წაიყვანენ მაქსიმუმ რადიკალ სექტანტებს, რომელთა რაოდენობა 100 კაცამდეც არ იქნება. ძირითადი გათვლა აქვთ ამ თავიანთ კორუმპირებულ და უსამშობლო ყოფილ ძალოვნებზე, რომლებსაც ერთი ხმამაღლა რომ დაუყვირო, გრაკალის მკითხავიც ვერ იპოვის. მოკლედ, მეგობრებო, ძალიან კარგად მივდივართ და გვექნება მაგარი შედეგები. დანარჩენი კიდევ, უკანონობაზე ხელი წაუცდებათ და რუსული ბანი ნამდვილად ვერ უშველით. ვაგრძელებ ადგილზე ყოფნას და მაქსიმალურად ჩვენი ხალხის გვერდში დგომას, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია“, - წერს გამსახურდია.