სამხედრო
6 თვის ვადით წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვეული სამხედროების უმრავლესობა სამხედრო კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურში გეგმავს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცებმა 6 თვის განმავლობაში აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ყოველდღიურად იმსახურეს. საბრძოლო ქვედანაყოფში ისინი გამოცდილმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოამზადეს.„წვევამდელების მონაწილეობით ვაზიანის სასროლეთზე ჩატარდა შემაჯამებელი, ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება, რომელსაც თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჯარისკაცებმა სწავლებაში ჩასაფრების, პოტენციური მოწინააღმდეგის განადგურებისა და სანგარ-სავალის წმენდის ოპერაციები ჩაატარეს. წვევამდელების მომზადების დონე დადებითად შეფასდა.2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. უწყება მათ სთავაზობს ახალ პირობებს, გაწვევის მათზე მორგებულ ვადებს, სახელფასო დანამატებსა და გაუმჯობესებულ სოციალურ პირობებს, რამაც ახალგაზრდების ნებაყოფლობით დარეგისტრირების რიცხვი გაზარდა. მზარდი დინამიკით ხასიათდება წვევამდელთა შორის თავდაცვის ძალებში სამსახურის მსურველთა რიცხვიც.წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნისთავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 12 წლის იუბილესადმი მიძღვნილი და რეკრუტების ფიცის დადების ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ რეკრუტებს სამხედრო ფიცის დადება, ხოლო პირად შემადგენლობას ცენტრის იუბილე მიულოცა. მან სამხედროებს ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა და საწყისი საბრძოლო მომზადების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.სამხედროებს, ასევე მიმართა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ.იუბილესთან დაკავშირებით ცენტრის პირადი შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით, სამახსოვრო საჩუქრებით, სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს. ისინი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ჩატარდა.საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა.ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით მიმართვისას ავიაციის მნიშვნელობასა და მფრინავების როლზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ მფრინავების თავდაუზოგავი შრომა და პროფესიონალიზმი თავდაცვისძალებს კიდევ უფრო აძლიერებს. ქართული სამხედრო ავიაციის დღე სამხედროებს, ასევე მიულოცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და მათ წარმატება უსურვა.ქართული ავიაციის დაარსებიდან 33 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები - „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“, ასევე ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი ტექნიკა დაათვალიერეს.1992 წლის 19 სექტემბერს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება,როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.
ვაზიანის სასროლეთზე 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეული წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან. სწავლების მიზანს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება წარმოადგენდა. წვევამდელების მთავარი ამოცანა პოტენციური მოწინააღმდეგის ბლოკირების, შეყოვნებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის კომპონენტების შესრულება იყო.43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს მხარს უჭერდნენ სატანკო, საინჟინრო, ჰაერსაწინააღმდეგო და საარტილერიო ქვედანაყოფები.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების შეფასებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლების მიზნით სამედიცინო სწავლება ჩაატარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლება ვაზიანის სასწავლო ტერიტორიაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი. შეფასების პროცესს ხელმძღვანელობდნენ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრის სერტიფიცირებული ექსპერტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და ნიდერლანდებიდან.სწავლება, ასევე, ფოკუსირებული იყო საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში ქართული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების მონაწილეობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება 2021 წლიდან მიმდინარეობს და მას ქართველ ექსპერტებთან ერთად, ხელმძღვანელობენ გერმანია და ნიდერლანდები.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რეგულარული სამხედრო სამედიცინო წვრთნების ჩატარებით, მიზნად ისახავს ეროვნული მდგრადობისა და სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ. წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი ასზე მეტი აბიტურიენტი გახდა.აკადემიის წარმომადგენლებმა პირველკურსელ იუნკერებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებული უსაფრთხოების წესები და სამართლებრივი საკითხები გააცნეს.იუნკერებმა სასწავლო აუდიტორიები დაათვალიერეს და ყაზარმებში გადანაწილდნენ. მათ დაურიგდათ სამხედრო ფორმა, რომლის მორგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.სამხედრო ცხოვრების დაწყებამდე, ახალგაზრდებმა გაიარეს შიდა შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავდა ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიურ შერჩევასა და სამედიცინო შემოწმებას.პირველკურსელი იუნკერები გაივლიან 5-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს (BCT). საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სწავლას საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: თავდაცვა და უსაფრთხოება, სამართალი, მენეჯმენტი, ინფორმატიკა, მექანიკის ინჟინერია და საავიაციო ინჟინერია.საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს მიენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის წოდება – ლეიტენანტი. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერის სწავლა და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. მათთვის გათვალისწინებულია მზარდი სტიპენდია.იუნკერები აკადემიაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით, კვებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მატერიალური და საკანცელარიო ნივთებით, სამხედრო ფორმითა და აღჭურვილობით. აკადემიის ინფრასტრუქტურული გარემო სრულად პასუხობს სამხედრო ტიპის სასწავლებლის უმაღლეს სტანდარტებს.ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულების შემდეგ, იუნკერებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში დასაქმების 100%-იანი პერსპექტივა ექნებათ.
ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლებლის 15 წლის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიმართეს. უწყების ხელმძღვანელებმა ლიცეუმის წარმომადგენლებს, კადეტებსა და მათი ოჯახის წევრებს სასწავლებლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალი სამხედროების განათლების მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტია. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ლიცეუმის მხარდაჭერას და კადეტების საუკეთესო საცხოვრებელი, ასევე სასწავლო პირობებით უზრუნველყოფას. ამ მიზნით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე ახალი ყაზარმის მშენებლობა მიმდინარეობს.თავდაცვის ძალების მეთაურმა კადეტთა სასწავლებლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება; ლიცეუმის დირექტორმა კი ისაუბრა უწყების წარმატებულ საქმიანობაზე, რაც მის მიმართ მზარდ ინტერესს განაპირობებს.პირველკურსელმა კადეტებმა წაიკითხეს „კადეტთა მრწამსი“. ღონისძიების დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.ლიცეუმის მასწავლებლები და სამხედრო მოსამსახურეები მედლებით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სკულპტურით, მადლობის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე კადეტთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეები კონკურსის წესით მიიღებიან. მოსწავლეებმა, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ ცხრა კლასს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და ჩააბარონ გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში.
ლისის ტბაზე, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად, საქველმოქმედო მარათონი გაიმართა.გარბენში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პირებმა, დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსისა და მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.მარათონს, ასევე შეუერთდნენ სამხედროების ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები.მარათონის სტარტის აღებამდე, თავდაცვის ძალების ბენდმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა და დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.საქველმოქმედო გარბენის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის 3, 5 და 13 კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს. მარათონის გამარჯვებულებს ჯილდოები და სერტიფიკატები გადაეცათ. სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ გარბენში მონაწილე დაჭრილ-დაშავებული სამხედროები.საქველმოქმედო მარათონის პარალელურად, ლისის ტბის ტერიტორიაზე თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციებს შორის შიდა შეჯიბრება ჩატარდა. გარდამავალი თასი „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს.საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო ატაშეთა ასოციაციისა და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება.საქველმოქმედო მარათონის შედეგად შეგროვებული თანხა სრულად გადაირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის ბაზაზე, ასევეცხრაწყაროსა და ტაბაწყურის საგუშაგოებზე იმყოფებოდა.მინისტრის მოადგილემ ბაზის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური აღჭურვილობა, საცხოვრებელი კოტეჯები, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერა.შალვა თადუმაძე ადგილზე გაეცნო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) ნატოს „სწავლების დაგეგმარების კურსი“ (NATO Exercise Planning Course 2025) გაიხსნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საერთაშორისო კურსი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას, მათ კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. ერთკვირიან კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 34 მსმენელიდან 16 ქართველი, ხოლო 18 უცხოელი სტუდენტია. ისინი ნატოს დოქტრინის მიხედვით ნატოს სწავლების დაგეგმვის პროცესს გაეცნობიან. სწავლების დასრულების შემდეგ კი, მათ ნატოს სერტიფიკატები გადაეცემათ. სწავლება საპილოტე რეჟიმში JTEC-ში გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა. წელს კი, „სწავლების დაგეგმარების კურსი“, ნატოს მიერ აკრედიტებული სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მსგავსად, JTEC-ში ტარდება. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი ინიციატივაა.
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ ორგანიზებით ჩატარებული საპილოტე პროგრამა - „თავდაცვის მოხალისის კურსი“ დასრულდა, რომელიც მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.პროგრამის ფარგლებში, მოხალისეებმა გაიარეს მრავალფეროვანი სამხედრო დისციპლინები, მათ შორის: სამხედრო ეთიკა და სუბორდინაცია, საცეცხლე მომზადება ,საინჟინრო მომზადება, საბრძოლო სროლის სავარჯიშოები, საინფორმაციო ოპერაციები, კავშირგაბმულობის საშუალებები, არასტანდარტული ლოგისტიკა, სამხედრო ტოპოგრაფია, ტაქტიკური მომზადება.კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, 25 მონაწილეს პირველად მიენიჭა „თავდაცვის მოხალისის“ სტატუსი და გადაეცათ სერტიფიკატები.სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ,საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორს მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი არაბულმა. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, მიულოცეს პროგრამის დასრულება და წარმატებები უსურვეს მომავალ მოხალისეობრივ საქმიანობაში.ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, „საქართველოს გენერალთა კლუბის“ აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, თავდაცვის ძალების, „თავდაცვის მოხალისის” და ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლები.
სსიპ თავდაცვის მოხალისის ორგანიზებით, გომბორში „თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების“ პირველი კურსი დასრულდა.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სსიპ თავდაცვის მოხალისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.რვადღიანი თეორიული და პრაქტიკული მომზადება ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ 25-მა მოხალისემ დაასრულა. მათ გაიარეს საცეცხლე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება, შეისწავლეს კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენება, გაეცნენ საინფორმაციო ოპერაციებს, სამხედრო ტოპოგრაფიას და ლოგისტიკის მართვას. სწავლებას თავდაცვის ძალების კვალიფიციური ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ.ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. სსიპ თავდაცვის მოხალისის მომზადების პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ძირითად, საბაზისო და სამეთაურო მომზადებას. მისი მიზანია მოხალისეთა შესაძლებლობების გაძლიერება, თავდაცვის მოხალისეობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი თავდაცვის ძალებთან თავსებადობის გაზრდა.