მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

სპორტი

გიორგი გოჩოლეიშვილი
1758396444
ორი გოლი გოჩოლეიშვილის აქტიურობით - „ჰამბურგმა“ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ დაამარცხა

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – 2:1.მე-4 ტურის დაპირისპირებაში გიორგი გოჩოლეიშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 86-ე წუთზე შეცვალეს და „ჰამბურგში“ ერთ-ერთი გამორჩეული იყო – გიორგიმ 7,2 შეფასება მიიღო. ბუდუ ზივზივაძეს კი დისკვალიფიკაციის გამო სამი თამაშის გამოტოვება მოუწევს და განაცხადში არ იყო.„ჰამბურგმა“ ანგარიში 42-ე წუთზე ქართველი მცველის აქტიურობის შემდეგ გახსნა. გოჩოლეიშვილის დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია, დამატებაზე კი ლუკა ვუსკოვიჩმა გაიტანა. 59-ე წუთზე კი ქართველის გამწვავებული იერიშის შემდეგ ფაბიო ვიეირამ კარის წინ რაიან ფილიპს გადააწოდა და ანგარიში 2:0 გახდა.მართალია, სტუმრებმა 90+3-ე წუთზე ადამ კოლეს გოლით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ „ჰამბურგმა“ სეზონში პირველად გაიმარჯვა და 4 ქულით მე-14 ადგილზე გადავიდა, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ უქულოდ ბოლო, მე-18 პოზიციაზეა.

გიორგი მიქაუტაძე
1758392270
გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ახალი გუნდის, „ვილიარეალის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.მიქაუტაძემ ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩში „ოსასუნას“ წინააღმდეგ 69-ე წუთზე გაიტანა და შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა – 1:1.მიქაუტაძე „ვილიარეალს“ „ლიონიდან“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, რაც ესპანური კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერია.

ხვიჩა კვარაცხელია
1758379030
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია – „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელი Whoscored-მა გამოარჩია.ხვიჩამ „ატალანტას“ ეფექტური გოლი გაუტანა, ანგარიში 2:0 გახადა და ფრანგებს გამარჯვებაში დაეხმარა – 4:0.„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ ლეგიონერს (რომელიც პსჟ-„ატალანტას“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა) Whoscored-მა 9,0 ქულა დაუწერა (შესაძლო 10 ქულიდან), რაც მეტად მაღალი შეფასებაა.

ხამზატ ჩიმაევი
1758213517
ხამზატ ჩიმაევი: მადლობა მთელ საქართველოს, თუ კავკასიის გული არსებობს, ეს საქართველოა!

UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.„მადლობა მთელ საქართველოს, თუ კავკასიის გული არსებობს, ეს საქართველოა“, - წერს ხამზატ ჩიმაევი. View this post on Instagram A post shared by Khamzat Chimaev (@khamzat_chimaev)

ხვიჩა კვარაცხელია
1758201196
„პსჟ“-ს შეტევის სასიკვდილო იარაღი, გოლი მარტომ შექმნა“ - მედია კვარაცხელიას თამაშზე

ხვიჩა კვარაცხელიამ და პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყეს. პარიზელებმა 4:0 მოიგეს, ხოლო ქართველმა გოლი გაიტანა და მატჩის MVP გახდა.ფრანგულ-იტალიურ მედიაში კვარაცხელიას თამაშს შემდეგნაირად გამოეხმაურნენ:Eurosport 7.5 ქულა: „ის ჯიმსიტის და ჰიენს იცილებს და კარგად მიზანმიმართული დარტყმით კარნეზეკის სჯობნის. შემდეგ ჩვეული ფინტები და პასები იყო. „ნაპოლის“ ექსფეხბურთელი მოედანზე უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო“.Calciomercato 7.5 ქულა: „გოლის ეპიზოდში ყველაფერი მარტომ გააკეთა. სანახაობა, რომელიც სერია A-ს აკლია“.Tuttomercato 7 ქულა: „საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, აერთიანებს კაშკაშა დრიბლინგებს და შეტევის ზუსტ დასრულებას, რათა „ატალანტას“ დაცვა აწამოს. გოლი გაიტანა შეუჩერებელი სირბილით, რომელიც მარჯვენა ფეხით კუთხეში ძლიერი დარტყმით დაასრულა და კარნეზეკის შანსი არ დაუტოვა. მისი არაპროგნოზირებადობა და მეტოქის მოტყუების უნარი პარიზელთა შეტევის სასიკვდილო იარაღია“.Footmercato 7 ქულა: „დღეს უკეთესად ითამაშა, თუნდაც მარჯვენა ფლანგიდან, რომელიც როგორც ჩანს, მისთვის ნაკლებად შესაფერისია. „ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელს ყველაფერი არ გამოუვიდა, მაგრამ სეზონის სტარტზე საუკეთესო თამაში ჩაატარა“.Paris fans 8 ქულა: „სწორ დროს დაბრუნდა - ჩემპიონთა ლიგაზე. პირველ ტაიმში ყველაფერი გამოსდიოდა და დაჯილდოვდა გოლით, რომელიც თავად შექმნა“.შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 1 ოქტომბერს, „ბარსელონს“ ესტუმრება.

ხვიჩა კვარაცხელია
1758179545
უეფამ კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ გამარჯვებისა (4:0) და გოლის შემდეგ უეფასგან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.ქართველი უეფას ტექნიკურმა ჯგუფმა გამოარჩია და მის შესახებ უეფას საიტზე წერია:„მან შესანიშნავი თამაში ჩაატარა, ბრწყინვალე იყო ერთი ერთზე დუელებში და შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი გაიტანა. უამრავი შანსი შექმნა და თავისი დრიბლინგის უნარით მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა“, - აღნიშნულია უეფას ტექნიკური დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ.

ხვიჩა კვარაცხელია
1758107875
ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩის განაცხადშია

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს. რამდენიმე წუთის წინ პარიზული კლუბის გვერდმა დღევანდელი მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა.გუშინ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებდა და როგორც ჩანს, ხვიჩა მწყობრშია და „ატალანტასთან“ ითამაშებს.„არ ვიცით, იქნება თუ არა კვარა ხელმისაწვდომი. წვივის არეში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო ბოლო მატჩში, ეს ფეხბურთია, კონტაქტური სპორტი და შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ გვიყვარს ფეხბურთელებთნ დაკავშირებით გარისკვა, ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ფეხბურთელების ჯანმრთელობასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ“. - განაცხადა ენრიკემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორგი მიქაუტაძე
1757968364
მიქაუტაძე: დაბრუნება? თუ რაღაც ორჯერ მოხდა, დიდი შანსია, მესამედაც მოხდეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვილიარეალის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ გამოცემა Canal+ს ინტერვიუ მისცა, სადაც მიქაუტაძემ „ლიონიდან“ წასვლის პერიოდი გაიხსენა.მიქაუტაძის განცხადებით, მან თავი გაწირა კლუბისთვის, რომელიც უყვარს.„როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა დარწმუნებული ვიყავი, რომ „ლიონში“ დავრჩებოდი, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ბოლო 4-5 დღით ადრე უკვე ვიცოდი, რომ ჩემი გაყიდვა უკვე გარდაუვალი იყო.მქონდა „ვილიარეალის“ შესაძლებლობა და შემდეგ ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. ეს იყო კლუბისთვის მსხვერპლი? დიახ, შეიძლება ასეც ითქვას, თავი გავწირე იმ კლუბისთვის, რომელიც მიყვარს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთული იყო, რადგან ეჩვევი ყველაფერს, იქ მყოფ ადამიანებს. ასე, რომ ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო.წყენა? არა, არავის ვადანაშაულებ. ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. ერთ დღეს შეგიძლია აქ იყო, მეორე დღეს - სხვაგან. ბედნიერი ვარ, რომ ახლა „ვილიარეალში“ ვარ და მაქვს შესაძლებლობა ახალი ისტორიის დაწერის.დაბრუნება? ყველამ იცის, რომ „ლიონთან“ ჩემი კავშირი არსებობს. იქ ორჯერ უკვე ვითამაშე და როგორც ამბობენ, რაც ორჯერ ხდება, მესამედაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა მიქაუტაძემ. "Je me suis sacrifié pour sauver le club que j'aime" 🤕L'interview exclusive de Georges Mikautadze est à retrouver ce soir dans le CANAL Football Club dès 19h30 en clair sur CANAL+ 📺 pic.twitter.com/swaqjLtJlY — CANAL+ Foot (@CanalplusFoot) September 14, 2025

გერმანიის ნაკრები
1757880868
გერმანიის კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

გერმანიის კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. 2025 წლის ევრობასკეტის ფინალში გერმანელებმა თურქეთის ნაკრები 88:83 დაამარცხეს.ფინალი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, პირველი ტაიმი თურქებმა 6 ქულით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან – მეორე.მეოთხე მეოთხედის მიწურულს ათამაშდა გერმანიის ნაკრების ლიდერი დენის შროდერი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში 6 ქულა მოიპოვა. ბოლო შეტავა თურქების მხრიდან თავის თავზე ალპერენ შენგუნმა აიღო, თუმცა სამქულიანი ვერ გამოიყენა.

საბერძნეთის ნაკრები
1757869872
საბერძნეთის ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა და ევრობასკეტზე მესამე ადგილი დაიკავა

ევრობასკეტზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებმა ფინეთი 92:89 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა მნიშვნელოვანი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვა. ფინელები ბევრს ეცადნენ და მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე, როცა 3 ქულას აგებდნენ, გათანაბრების შანსი მიიღეს, თუმცა ვალტონენმა 3-დან მხოლოდ 2 საჯარიმო გამოიყენა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.ბერძენთა რიგებში საუკეთესო 30 ქულით, 16 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით იანის ანტეტოკუნმპო იყო, 20 ქულა ჰქონდა ტაილერ დორსის, ხოლო 15 – ვასილეიოს ტოლიოპოლუსს. ფინელთა ლიდერმა, ლაური მარკანენმა მატჩი 19 ქულით დაასრულა.საბერძნეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს ისტორიაში მესამედ დაეუფლა, აქამდე ამ გუნდმა ამის გაკეთება 1949 და 2009 წლებში შეძლო. 2005 და 1987 წელს ბერძნები კონტინენტის ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 1989 წელს მეორე ადგილზე გავიდნენ.22:00 საათზე 2025 წლის ევრობასკეტის ფინალური მატჩი დაიწყება თურქეთსა და გერმანიას შორის. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ხვიჩა კვარაცხელია
1757866352
ხვიჩა კვარაცხელია „ლანსთან“ შეხვედრაში დაშავდა და ნაადრევად შეცვალეს

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლიგა 1-ის შეხვედრაში „ლანსთან“, თუმცა ნაადრევად შეცვალეს.საქართველოს ნაკრების ლიდერი 13 აგვისტოს გამართული ევროპის სუპერთასის შემდეგ პირველად გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 29 წუთი გაატარა.კვარაცხელიას მე-3 წუთზე „ლანსის“ ფეხბურთელი ოდსონ ედუარდი ეუხეშა. მართალია, ამის შემდეგ კვარაცხელია თამაშს აგრძელებდა, თუმცა ტკივილის გამო შეცვალეს.ამ დროისთვის „პარი სენ-ჟერმენი“ 1:0-ს იგებდა – ანგარიში მე-15 წუთზე ბრედლი ბარკოლამ გახსნა.ქართველის ტრავმის ამბავში დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ მოედნის დატოვებისას დახმარება არ დასჭირვებია. დაზიანების სიმძიმე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ევრობასკეტი
1757855379
„ევრობასკეტის“ გამარჯვებული დღეს გამოვლინდება

დღეს რიგაში კალათბურთში ევროპის ჩემპიონის ვინაობა გამოვლინდება.ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თურქეთისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი ბოლო შეხვედრამდე დაუმარცხებლად მივიდა.შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ნახევარფინალებში დამარცხებული საბერძნეთი და ფინეთი შეებრძოლებიან.მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

••• იტვირთება