მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

Forbes: რუსეთი პოკროვსკზე გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება

პოკროვსკი

დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი პოკროვსკი ციხესიმაგრედ იქცა და უკრაინელი დამცველები ყველაფერს აკეთებენ მისი დაცემის თავიდან ასაცილებლად. ამასობაში, რუსეთი პოკროვსკზე გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება, - წერს Forbes.

სექტემბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აცნობა დონბასის „ორ-სამ, მაქსიმუმ ოთხ თვეში“ აღების განზრახვის შესახებ.

„რუსეთი იმედოვნებს, რომ პოკროვსკის აღება დონეცკის ოლქის დანარჩენი ნაწილის ხელში ჩაგდების შესაძლებლობას მისცემს. უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსები ახლა პოკროვსკში „გადამწყვეტი გარღვევისკენ“ ისწრაფვიან და ამ ტერიტორიაზე გამოცდილი საზღვაო ქვეითების დანაყოფებს გადაჰყავთ“, - ნათქვამია სტატიაში.

უკრაინული მედიის ცნობით, პოკროვსკის გარშემო, მათ შორის თავად ქალაქში, მრავალი თავდაცვითი ხაზი აშენდა. 

„მე არ მჯერა, რომ პოკროვსკი წელს დაეცემა. თუ ეს მოხდება, ეს სწრაფად არ მოხდება და ქალაქიდან თითქმის არაფერი დარჩება“, - აცხადებს შონ პინერი, ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი, რომელიც 2022 წელს მარიუპოლში იბრძოდა.