მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელი სამხედროები

უკრაინის დამცველებმა დონეცკის ოლქში პანკივკას დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

„225-ე თავდასხმის პოლკის მიერ პირველი თავდასხმის ბატალიონის „შავი გედის“ ძალებთან ერთად ჩატარებული შეტევითი ოპერაციების დროს დონეცკის ოლქში მდებარე პანკივკას დასახლება გათავისუფლდა“, - ნათქვამია ანგარიშში.