მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა - The Guardian

აქცია ჰააგაში

ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ The Guardian წერს. 

ჰააგის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა უფრო მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის მოთხოვნითა და თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკის გამკაცრებით.

როგორც მედია იუწყება, აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით, ძალადობრივი ფორმა მიიღო.

მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლეს, ასევე, პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.