უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საჭიროა გამბედაობა იმის აღიარებისთვის, რომ დასავლეთი აღარ არის მისაბაძი მაგალითი და რომ არსებობს უკეთესი გზა.
„ევროკავშირი გაკოტრების პირასაა, ყველგან ვალი, მიგრაცია, ძალადობა და წარუმატებელი პოლიტიკაა. უნგრეთი მტკიცედ დგას: მიგრანტებისგან თავისუფალი, ოჯახის მომხრე, შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, ვისაც მუშაობა სურს. ჩვენ გვჭირდება გამბედაობა - ინტელექტუალური, პოლიტიკური და პირადი - რათა ვაღიაროთ, რომ დასავლეთი აღარ არის მისაბაძი მაგალითი და ვაჩვენოთ, რომ არსებობს უკეთესი გზა“, - განაცხადა ორბანმა.
The European Union is teetering on the brink, with debt, migration, violence, and failing policies everywhere. Hungary stands firm: migrant-free, pro-family, providing opportunities to those willing to work. We need courage - intellectual, political, and personal - to recognise… pic.twitter.com/pfxHzAvjdc
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) September 21, 2025