მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

საფრანგეთის პროფკავშირები პრემიერ-მინისტრისგან მოითხოვენ, სრულად თქვას უარი ბიუჯეტის შემცირებაზე

საფრანგეთის დროშა

საფრანგეთის პროფკავშირები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნიუსგან მოითხოვენ, სრულად თქვას უარი ბიუჯეტის შემცირებაზე, რომელსაც მისი წინამორბედი ფრანსუა ბაირუ გეგმავდა.

პროფკავშირებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 24 სექტემბრამდე მისცეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

პროფკავშირებში აცხადებენ,რომ თუ ლეკორნიუ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მაშინ ისინი საპროტესტო აქციის თარიღს დააანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 18 სექტემბერს მასშტაბური აქციები გაიმართა. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში 500 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. არეულობის დროს 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.