მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

გურიის პოლიციამ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 1 პირი დააკავა

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაბა ურეკში მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1998 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ მოწმის სახით გამოკითხვისას ცრუ ჩვენება მისცა მძიმე დანაშაულზე - „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის საქმეზე. გ.თ-ს ჩვენება სრულად განსხვავდებოდა მისი წინა ჩვენებებისგან.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.თ. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.