მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

სარფის მებაჟე ოფიცრებმა 16 665 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

არადეკლარირებული საქონელი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტშისარფიკანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა

„კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 16 665 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები და დისტანციური მართვის საფრენი აპარატი - დრონი გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.