მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ზაზა შათირიშვილი: ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც „დიფ სთეითის“ ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან აშშ-ს გაწმენდა ჰქვია, ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან, ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი Pia.ge

„რაც შეეხება „დიფ სთეითის“ რებრენდინგს და ამ ფარულ პროცესში ტრამპის მართლაც შესაშურ სამსახიობო ოსტატობას - მისი ხელით ოლიგარქიულმა ოჯახებმა, თითქმის, დაასრულეს ევროპის ძარცვა აშშ-ს სასარგებლოდ“, - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

ზაზა შათირიშვილის განცხადებით, ტრამპი, რუბიო და ვენსი მონაწილეობენ „დიფ სთეითის“ მიერ წამოწყებულ დიდ გადალაგებაში, ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და ახალი მეთოდებით ასრულებენ მათ დავალებებს.

„რუსეთ-უკრაინის ომი მთლიანად ევროპას ჩამოჰკიდეს „კისერზე“, ამერიკული იარაღის ყიდვა ევროპის ვალდებულება გახადეს, ცალმხრივი, 15%-იანი სავაჭრო ტარიფები დაუწესეს, 600 მილიარდის ნავთობის შეძენასა და 750 მილიარდი დოლარის ინვესტიციებზე მათივე აგენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და საბოლოოდ, დააყენეს ევროკავშირი მუხლებზე.

ახლა ლოგიკური კვანძი გავხსნათ - აშშ-ს ოფიციალური პირების მიერ აღიარებულია, რომ ევროკავშირს, უნგრეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით სწორედ „დიფ სთეითი“ მართავს, რასაც დიდი მიხვედრა და მტკიცება არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა ევროპამ იმ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გააკეთა ყველაფერი, რომელიც თითქოს „დიფ სთეითს“ ებრძვის? როგორ ფიქრობთ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ტრამპს გამარჯვების ქულები ჩაუწერეს? არა, ცხადია. ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც ამ დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც „დიფ სთეითის“ ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან აშშ-ს გაწმენდა ჰქვია. ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან, ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს“, - წერს ზაზა შათირიშვილი.

შათირიშვილის თქმით, „ახლა, როდესაც ყველაფერი სათავისოდ დაალაგეს, ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე „დიფ სთეითს“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შელახული რეპუტაციის აღდგენა და იმ მეთოდების ცვლილება სჭირდება, რაც ხალხმა უკვე იცის და საყოველთაოდ გაუვრცელდათ“.

„აშშ-ში „დიფ სთეითის“ რებრენდინგსაც აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროპაში საკუთარი გეგმები 110%-ით შეასრულეს. დაანგრიეს ევროპის ეკონომიკა, დაასუსტეს რუსეთი, ჩაუჭრეს მას შუა აზია, ცხვირწინ ააცალეს სომხეთი და აზერბაიჯანი, აზიური ტვირთებისთვის გააკეთეს ალტერნატიული დერეფანი ზანგეზურზე და ეს დერეფანი 100 წლით იყიდეს... ახლა, როდესაც ყველაფერი სათავისოდ დაალაგეს, ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე „დიფ სთეითს“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შელახული რეპუტაციის აღდგენა და იმ მეთოდების ცვლილება სჭირდება, რაც ხალხმა უკვე იცის და საყოველთაოდ გაუვრცელდათ. სწორედ, ამას ვგულისხმობ „დიფ სთეითის“ რებრენდინგში“, - ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.