გერმანიის კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. 2025 წლის ევრობასკეტის ფინალში გერმანელებმა თურქეთის ნაკრები 88:83 დაამარცხეს.
ფინალი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, პირველი ტაიმი თურქებმა 6 ქულით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან – მეორე.
მეოთხე მეოთხედის მიწურულს ათამაშდა გერმანიის ნაკრების ლიდერი დენის შროდერი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში 6 ქულა მოიპოვა. ბოლო შეტავა თურქების მხრიდან თავის თავზე ალპერენ შენგუნმა აიღო, თუმცა სამქულიანი ვერ გამოიყენა.