ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში უცნობმა პირმა ავტომობილი რუსეთის გენერალური საკონსულოს ჭიშკარი შეანგრია. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
პოლიციამ საეჭვო ავტომობილი საკონსულოს შენობასთან ინციდენტამდე შეამჩნია. სამართალდამცველებმა მანქანის მძღოლთან გასაუბრება სცადეს, მაგრამ მან ავტომობილი დაძრა, რუსეთის საკონსულოს ჭიშკარი შეანგრია და საკონსულოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
39 წლის კაცი პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც ავსტრალიის ფედერალური პოლიცია აწარმოებს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.