„გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი, სადაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი სკრუპულოზურად განიხილავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ამჟამად დგას ორივე ქვეყნის წინაშე და რომელშიც მთავარი დამნაშავე - აქტორია „დიფ სთეითის“ მიერ მიზანმიმართულად მოქმედი, აწ უკვე ისტორიას ჩაბარებული ბაიდენის ხელისუფლება, რომელმაც თავისი ყოვლად უსამართლო ქმედებებით სამწუხაროდ, ნულზე დაიყვანა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და რომლის ნარჩენები ამჟამადაც, ხელს უშლიან საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების ცარიელი, სუფთა ფურცლიდან აღდგენას“, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, როდესაც დღეს მთლიან სამყაროში ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ამ ფონზე აუცილებელია და ამას თავად გეოპოლიტიკური ვითარება ითხოვს, მოხდეს ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების გააქტიურება საქართველოს მიმართ, რომლის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების ხელშეწყობისათვის.
„გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი, სადაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი სკრუპულოზურად განიხილავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ამჟამად დგას ორივე ქვეყნის წინაშე და რომელშიც მთავარი დამნაშავე - აქტორია „დიფ სთეითის“ მიერ მიზანმიმართულად მოქმედი, აწ უკვე ისტორიას ჩაბარებული ბაიდენის ხელისუფლება, რომელმაც თავისი ყოვლად უსამართლო ქმედებებით სამწუხაროდ, ნულზე დაიყვანა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და რომლის ნარჩენები ამჟამადაც, ხელს უშლიან საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების ცარიელი სუფთა ფურცლიდან აღდგენას.
არსებული მდგომარეობით ძალიან გახარებული არიან „დიფ სთეითის“ მიერ მართული, სხვადასხვა ჯურის კაცობრიობის მტრები, როგორც აშშ-ში, ისე ევროპასა და საქართველოში. მაშინ, როდესაც დღეს მთლიან სამყაროში ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ამ ფონზე აუცილებელია და ამას თავად გეოპოლიტიკური ვითარება ითხოვს, მოხდეს ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების გააქტიურება საქართველოს მიმართ, რომლის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების ხელშეწყობისათვის“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.