მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც - შეთავაზება, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენის ფაზა, მეტყველებს ჩვენი მხრიდან გულწრფელობაზე, ამერიკელებთან ხანგრძლივი და ღირსეული მეგობრობის სურვილზე

ლევან ნიკოლეიშვილი

ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც. სამწუხაროდ, მიუხედავად ტრამპის მიერ გაცხადებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ღირებულებითი თანხვედრისა, კვლავ პასიურ მდგომარეობაშია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილის თქმით, სუფთა ფურცლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენა ქართული სახელმწიფოს გულწრფელობისა და ღირსეული მეგობრობის სურვილის ნიშანია.

„ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც. სამწუხაროდ, მიუხედავად ტრამპის მიერ გაცხადებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ღირებულებითი თანხვედრისა, კვლავ პასიურ მდგომარეობაშია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ყოველივე ეს კი, ერთი მხრივ, სრულიად სამართლიან გაკვირვებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი „დიფ სთეითს“ აძლევს საშუალებას, თავისი საცეცებისა და მხარდამჭერების საშუალებით არათუ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას მიაყენოს ზარალი. საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის შეთავაზება, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენის ახალი ფაზა, მეტყველებს ჩვენი მხრიდან გულწრფელობაზე და ამერიკელებთან ხანგრძლივი, პარტნიორული და ღირსეული მეგობრობის კეთილშობილურ სურვილზე“, - წერს ნიკოლეიშვილი.