მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ! პირობა დავდე, რომ ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და ასე ვაპირებ მომავალში“ - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე Pia.ge

„გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში. შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ღირსეული გამარჯვება“, – ასე მიმართა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მხარდამჭერებს.

მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ „იქნება ყველას მერი“.

„დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს, ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მირო არჩევნებში, გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან, აღმშენებლობასთან, განვითარებასთან, სიმშვიდესა და სტაბილურობასთან მიმართებით. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება თბილისს არის განვითარება, აღმშენებლობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს თქვენი დამსახურებაა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს. მზად ვარ, დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განუხრელად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. პირობა დავდე, რომ ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და და ასე ვაპირებ მომავალში ჩემი საქმიანობის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, დაველოდებით ცესკოს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყველას და მეორე დღიდანვე ვიწყებთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის ინფრასტრუქტურის, გამწვანების, სოციალური, ჯანდაცვის მიმართულებით. ეს არის ყველა ის სამუშაო, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ამ ქალაქს. გილოცავთ ყველას გამარჯვებას, მადლობა ახალგაზრდებს, ვინც ჩართული იყო პირველივე დღიდან, მხარს უჭერდა კახა კალაძეს, მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გამარჯვებას“, – განაცხადა კალაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს შორის, ასევე, ორ პოლიტიკურ ძალას შორის“ - ირაკლი კობახიძე

👉 არჩევნები 2021 (II ტური) - Live

👉 „არსად არ უნდა დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ - თეა წულუკიანი

👉 „როდესაც გვაიძულებენ ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, ხმას არცერთს არ მივცემ“ - გიორგი გახარია

👉 „ძალიან დიდი იმედი მაქვს გამარჯვების“ - კახა კალაძე

👉 „მჯერა, ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას“ - ირაკლი ღარიბაშვილი

👉 „დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა“ - ნიკა მელია

👉 „კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი, რომ არ ჩაიწეროს ისტორიაში, სააკაშვილის პატიმრობის საკითხი უნდა გადაიჭრას“ - გიორგი მარგველაშვილი