მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინტერვიუ

პოეტი დავით მაღრაძე Pia.ge
1710766800
დავით მაღრაძე - ქრისტეს კი აღარ ეძებენ, ქრისტეს მტრებს­ ეძებენ, თუ მთელი ცხოვრება ქრისტეს მტერს ეძებ, ბოლოს იპოვი, ვინც რასაც ეძებს, იმას პოულობს

დენორმალიზაციას დიდი გასავალი აქვს დღეს სამყაროში, მით უმეტეს, პროექტის მოქალაქეებისთვის რელიგიაა დენორმალიზაცია. როგორ შეიძლება გამოიხატოს ეს გენდერული მორალური ქაოსი? - ადამიანმა არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, მოხუცია თუ ბავშვი, ცოცხალია თუ მკვდარი - ამბობს“კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.მისი თქმით, ეს ყველაფერი თუ არ იცი, სუპერევროპელი ხარ, ოღონდ ეგ სუპერევროპელი ქართველები მეორე უკიდურესობას­ იწვევენ, ქრისტიანობის რადიკალიზაციას, პერანგზე ფლომასტერით ჩოხის ქილებს­ რომ მიიხატავენ და სუპერქართველები­ ხდებიან.„იცით, ნიშანდობლივი რა არის? - ქრისტეს კი აღარ ეძებენ, ქრისტეს მტრებს­ ეძებენ. თუ მთელი ცხოვრება ქრისტეს მტერს ეძებ, ბოლოს იპოვი, ვინც რასაც ეძებს, იმას პოულობს. ამ (პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა) სუპერევროპელებსა და სუპერქართველებს შორის არსებობს კიდევ ქართველი საზოგადოება, რომელიც არც რელიგიური რადიკალიზმის მიმდევარია და არც დენორმალიზაციის, იმიტომ,­ რომ ისიც დენორმალიზაციის ნაყოფია, როდესაც ქრისტეს სახელით მთელი ცხოვრება ქრისტეს მტერს ეძებ. არ მინდა ცუდი ასოციაციების შექმნით დავიწყო, მაგრამ ინკვიზიციის დროს ხომ გახსოვთ, ქრისტეს სახელით ეძებდნენ ქრისტეს მტერს ხან სხვენში, ხან სარდაფში, ხან იქ, სადაც ის არ იყო... ორივე სახიფათო, საგანგაშო მიმართულებაა და ამიტომ დავარქვი დენორმალიზაცია. არსებობს საქართველოს მოსახლეობა, რომლისთვისაც ძვირფასია ზომიერება და კულტურა. უკულტურობას სიახლე არ ჰქვია. სიახლე ისეთი მნიშვნელოვანი რამაა, მის გარეშე სიცოცხლე აზრს კარგავს. სიახლის ძიების წყურვილი თუ ქრება, იქაურობა ჭაობდება. სიახლე ჟანგბადია, ოღონდ სიახლე არანორმალურობას არ ჰქვია. ეს არ ნიშნავს წარსულის ნგრევას. ლეონარდო და ვინჩის შედევრში, "მოგვთა თაყვანისცემაში", ვხედავთ ღვთისმშობელს, მოგვებს, კიდევ სხვა ბევრ ფიგურასაც, ზემოთ კი, ნახატის კიდეში, ტაძრის დასრულება ხდება - ანუ ეს არის ნიშანი იმისა, რომ მესია მოვიდა არა წარსულის დასანგრევად, არამედ აწმყოს სრულყოფისათვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რომელსაც გააზრება სჭირდება.გენიალურად­ თქვა გუსტავ მალერმა, რომ ტრადიცია ეს არის ცეცხლის გადაცემა­ და არა ფერფლის თაყვანისცემა. სიახლე ის იყო, როდესაც ფოტოგრაფიის გაჩენას საფრანგეთში მხატვრებმა იმპრესიონიზმით უპასუხეს...კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან - როდესაც ედუარდ მანემ ერთ-ერთ გამოფენაზე თავისი უმნიშვნელოვანესი­ ტილო, "ოლიმპია" გამოფინა, რომელსაც თითქმის ყველა­ იცნობდა, იმიტომ, რომ მაშინ ბორდელს ბევრი სტუმრობდა იქ დამსწრე დამთვალიერებლიდან, ოლიმპიას სახით ყველამ იცნო მეძავთა სახლის ერთ-ერთი თანამშრომელი და ამას სკანდალი მოჰყვა. მაშინ დეგამ ამ ტილოს გამოფენის სიმამაცის­ გამო მანე ჯუზეპე გარიბალდის შეადარა. ეს მართლა ასეთი სიმამაცის ტოლი იყო. მანეს კრიტიკის ღვარცოფი დაატეხეს თავზე, მაგრამ ის იყო სიახლე და იყო შედევრი, ის იყო მართლაც ხელოვანის სიმამაცე!“ - ამბობს დავით მაღრაძე.

პოეტი დავით მაღრაძე Pia.ge
1710764934
დავით მაღრაძე კეზერაშვილზე და ადეიშვილზე - ესენი არ არიან არც საქართველოს, არც უკრაინის მოქალაქეები, ესენი პროექტის მოქალაქეები არიან - არსებობენ ძალები, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათვე ამოიღეს ცირკულარიდან

„ესენი არ არიან არც საქართველოს, არც უკრაინის მოქალაქეები, ესენი პროექტის მოქალაქეები არიან - ასე პასუხობს პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში კითხვას“, - რატომ ვერ მოხერხდა კეზერაშვილის და ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიცია?როგორც მაღრაძე აღნიშნავს, ეს ხალხი უკრაინის ხელისუფლებაშიც და საქართველოს ხელისუფლებაშიც ერთი პროექტის მოქალაქეები იყვნენ.„უკრაინის ხელისუფლებაც და საქართველოს ხელისუფლებაც "ნაციონალების" დროს დაკომპლექტდა ერთი პროექტის მოქალაქეებით. ეს დადასტურდა,­ როცა არჩევნებში დამარცხდა მაშინდელი­ საქართველოს ხელისუფლება, თითქმის სრული შემადგენლობით თუ არა, ძალიან დიდი ნაწილი გადაიყვანეს უკრაინის ხელისუფლებაში. რამდენიმე დღესაც იქ მუშაობს. ესენი არ არიან არც საქართველოს, არც უკრაინის მოქალაქეები, ესენი პროექტის მოქალაქეები არიან“ - აცხადებს დავით მაღრაძე.კითხვაზე - პროექტი რომელ ქვეყანაში შემუშავდა? მაღრაძე პასუხობს, რომ „ვერავისკენ ხელს ვერ გაიშვერს, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათვე ამოიღეს ცირკულარიდან“.არ ვიცი, „მაგრამ მათი ხელმძღვანელი, ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილე­ ქალბატონი ვიქტორია ნულანდი, რომელიც­ ახლა პოსტის გარეშე დარჩა“. როგორც ჩანს, პროექტი გრძელვადიანი არ გამოდგა და აქტუალურობა­ დაკარგა. ცოტა ხნის წინ ამერიკის მედიაში ნატალი და კლეიტონ მორისის პოდკასტში, ამ ძალიან პოპულარულ გადაცემაში, რომელსაც ჰქვია "REDACTE" "ჰარი პოტერის" პერსონაჟად მონათლეს - ლორდი­ ვოლდემორი, ეს ჯადოსანი პერსონაჟი უწოდეს ქალბატონ­ ნულანდს. ე.ი. როდესაც ასეთი ხელმძღვანელები და მხარდამჭერები ჰყავდათ, ბუნებრივია, ვიღაცას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ქართულ ხელისუფლებას, საერთაშორისო ინტერპოლზეც მეტად მიუწვდება ხელი... ვერავისკენ ხელს ვერ გავიშვერ, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათვე ამოიღეს ცირკულარიდან. თუმცა,­ მგონი, დღეს მეტი სიმტკიცით მოქმედებს ქართული ხელისუფლება, რაც კარგია, ეს მოსახლეობასაც სახელმწიფოებრივი სიმყარის განცდას უჩენს“, - აცხადებს დავით მაღრაძე.

პოეტი დავით მაღრაძე Pia.ge
1710764235
დავით მაღრაძე - ვინც კეთილ დაპირებებს იძლევა, იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს მათი ნათქვამი სარწმუნო, თუ ისინი ხელისუფლებაში არასოდეს გვინახავს, მაგრამ, როდესაც ნანახი გვყავს, რაღა მნიშვნელობა აქვს რას იტყვიან?!

„ჩვენ ხშირად ვუხსნით ხოლმე ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რომ მათ დროს იყო სისტემური წამება პენიტენციარულ სისტემაში, ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა, ისე ხელაღებით შეეძლოთ გამეტება.­ ეს წაქეზებული, ტელევიზიით ხელშეწყობილი იყო, როგორ სასტიკად ექცეოდნენ ადამიანებს, როგორ ხოცავდნენ­ ქუჩაში... განა არ სჯერათ, რომ იყო? ზუსტად იციან, რომ იყო და ის მცირერიცხოვანი მხარდამჭერიც იმიტომ უჭერს მხარს, რომ მათ ვნებებს ემთხვევა ეს სისასტიკე“, - აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.მისი თქმით, ვინც კეთილ დაპირებებს იძლევა, იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს მათი ნათქვამი სარწმუნო, თუ ისინი ხელისუფლებაში არასოდეს გვინახავს, მაგრამ, როდესაც ნანახი გვყავს ხელისუფლებაში, რაღა მნიშვნელობა აქვს რას იტყვიან?!„მე ვერ ვიქნები ნეიტრალური ამომრჩეველი ჩემი ბიოგრაფიისა და თავგადასავლის გამო, ყველა ქარტეხილი, რასაც მოვესწარი, გულგრილად არც ერთი არ ჩამიტარებია. არ ვეკუთვნი იმ ხელოვანთა­ რიცხვს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ როდესაც უსამართლობა ხდება, ის უნდა დაიმალოს, თავის დამალვას კი საქმის კეთება დაარქვას. ასეთ ნეიტრალურ ამომრჩეველს ათენიდან აძევებდნენ ხოლმე. სულ არ მაწუხებს, რომ არა ვარ ნეიტრალური ამომრჩეველი. ჩართული ვარ ჩემი სამშობლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვსუნთქავ ჩემი სამშობლოს ჰაერით. ამდენად, ძალიან დიდი ნდობა არა მაქვს ნეიტრალური ხალხის, ვინც ამას ნეიტრალობას არქმევს; სახელს არ ვუწოდებ, არც შეურაცხმყოფელს, არც დამაკნინებელს, უბრალოდ, ნეიტრალური ამომრჩეველი ასეთი ქარტეხილების დროს ჩემთვის არ არის მისაბაძი...ვინც ამბობს, ამას და იმას ვიზამთო და კეთილ დაპირებებს იძლევიან, იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს მათი ნათქვამი სარწმუნო, თუ ისინი ხელისუფლებაში არასოდეს გვინახავს, მაგრამ, როდესაც ნანახი გვყავს ხელისუფლებაში, რაღა მნიშვნელობა აქვს რას იტყვიან?! ჩალის ფასი აქვს ყველა სიტყვას, ყველამ ზედმიწევნით იცის, ვისი რეკონსტრუირება მოხდება. პროგნოზი არ სჭირდებათ, ზუსტად შეუძლიათ წარმოიდგინონ, რა განმეორდება. რა თქმა უნდა, მათ ძალიან მცირერიცხოვანი ერთგული ნაწილი ჰყავთ, მაგრამ ეს არ არის ის გავლენის არეალი, რომელმაც შეიძლება საარჩევნო გარდატეხა ან რყევა გამოიწვიოს.აქვე მინდა ერთი რამ დავძინო - ჩვენ ხშირად ვუხსნით ხოლმე ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რომ მათ დროს იყო სისტემური წამება პენიტენციარულ სისტემაში, ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა, ისე ხელაღებით შეეძლოთ გამეტება.­ ეს წაქეზებული, ტელევიზიით ხელშეწყობილი იყო, როგორ სასტიკად ექცეოდნენ ადამიანებს, როგორ ხოცავდნენ­ ქუჩაში... განა არ სჯერათ, რომ იყო? ზუსტად იციან, რომ იყო და ის მცირერიცხოვანი მხარდამჭერიც იმიტომ უჭერს მხარს, რომ მათ ვნებებს ემთხვევა ეს სისასტიკე. რომ ამბობთ, ყველას გვინდა მშვიდობიანი არჩევნებიო, არ გვინდა ყველას! ეს პოლიტიკოსების ფრაზებია, „დღეს როგორც არასდროს“, სრული სიყალბეა­ ასეთი ფრაზა. "ყველა ერთად დავდგებით" - ესეც სიყალბეა. „ყველას ერთად გვაწუხებს“ - არ გვაწუხებს ყველას ერთად! არის ხალხი, რომელთაც შენ რაც გაწუხებს,­ ის ახარებს“, - აცხადებს დავით მაღრაძე.

პოეტი დავით მაღრაძე Pia.ge
1710764138
დავით მაღრაძე - ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების­ იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომ­რჩევლის,­ რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე

„ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების­ იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომ­რჩევლის,­ რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე“, - აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.როგორც მაღრაძე აღნიშნავს, როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არა გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ, თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლათ უცხოეთში,­ სრულ სიმშვიდეში ჩაივლის არჩევნები.„იმედია, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივ­ლის.­ ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების­ იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომ­რჩევლის,­ რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე. თუ ოპოზიციას ჩვენი პარტნიორების ელჩები ეტყვიან, ჩვენი იმედი ნუ გექნებათ, თქვენ მხოლოდ ამომრჩევლის იმედი­ უნდა გქონდეთ, ის არის ერთადერთი წყარო თქვენი გამარჯვებისო, მაშინ უშფოთველად ჩაივლის­ არჩევნები. თუ მათი იმედი ექნებათ,­ შესაძლოა დათესონ შფოთი,­ რათა იქნებ­ აირიოს ქვეყანა - როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არა გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ. თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლათ უცხოეთში,­ სრულ სიმშვიდეში ჩაივლის არჩევნები­. სხვა შემთხვევაშიც მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას­ შესწევს ძალა, სიმტკიცე,­ მშვიდობიან ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები და აღკვეთოს ყველა მცდელ­ობა, გამიზნული არეულ­ობისა­თვის. მოსახლეობა რევოლუციურ სცენარს არ დაუჭერს მხარს. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს, ზედაპირზე­ დევს. ამომრჩეველს უდგას არჩევანი­ სუვერენიტეტსა და ვასალობას შორის, მე, დათო მაღრაძე, ხმას ვაძლევ საქართველოს სუვერენიტეტს“, - აცხადებს დავით მაღრაძე.

მწერალი დავით მაღრაძე
1710764067
დავით მაღრაძე - ხელისუფლებას უსაფუძვლო ამბიცია არ აქვს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობს

„ხელისუფლებას უსაფუძვლო ამბიცია არ აქვს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობს, ეს ხელისუფლების რეალობასთან ძალიან ახლომდგომი განზრა­ხვაა“, - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.მისი თქმით, ახლო იყო საფრთხეები, მაგრამ ხელისუფლებამ გააზრებული რისკის ფასად ჩვენს სამშობლოს დიდი ქარტეხილები აარიდა, დღეს უკვე მოახლოებული მშვიდობიანი არჩევნებისკენ მიდის მოსახლეობა„ვფიქრობ, ხელისუფლებას უსაფუძვლო ამბიცია არა აქვს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობს. ეს ხელისუფლების რეალობასთან ძალიან ახლომდგომი განზრა­ხვაა. ახლო იყო საფრთხეები, მაგრამ ამ ხელისუფლების პატივად უნდა ითქვას, რომ გააზრებული რისკის ფასად ჩვენს სამშობლოს აარიდა დიდი ქარტეხილები, რაც ჩვენ გარშემო თითქმის ყველგან დატრიალდა. არაერთი მოწოდება გაისმა, როგორც საერთაშორისო ძალიან გავლენიანი სტრუქტურების, ასევე ბრძოლაში­ ჩართული უკრაინის ხელისუფლების... არ ვიცი, რამდენად ბოლომდეა განეიტრალებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე მოახლოებული მშვიდობიანი არჩევნებისკენ მიდის ჩვენი მოსახლეობა - ანუ ერთი რომ ქარტეხილები აგვარიდა ხელისუფ­ლებამ, და მეორე - მშვიდობიანი დრო მიეცა ჩვენს მოქალაქეს, რათა არჩევნებზე გააზრებული გადაწყვეტილებით წავიდეს და არა ფორიაქით, არა კარს მომდგარი განსაცდელის შიშით, არამედ გააზრებული გადაწყვეტილებით. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი­ გამოცდილებიდან გამომდინარე ხშირად არჩევნებზე მივდიოდით „ოღონდ ეს არა“ განზრახვით. ახლა მიეცა საშუალება მოსახლეობას, მშვიდად გაიაზროს თავისი გადაწყვეტილება. სწორედ ეს აძლევს­ ხელისუფლებას საფუძვლიან იმედს იმისა, რასაც აცხადებს“, - აცხადებს დავით მაღრაძე.

მამუკა არეშიძე
1709304890
იულია ნავალნაია იმ დონის ფიგურა არაა, რუსეთში რევოლუციური პროცესები გამოიწვიოს - ვინ დაამხობს პუტინს არეშიძის აზრით?

ციმბირის კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთში რევოლუციურ პროცესებს ვერ გამოიწვევს, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი უკვე საზღვარგარეთაა გასული და ქვეყნის შიგნით დარჩენილები საპროტესტო ამინდს ვერ შექმნიან. მით უმეტეს, ამას ვერ შეძლებს ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია, თუმცა რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ხელისუფლებას ძირი იმ შემთხვევაში გამოეთხრება, თუკი უკრაინასთან ომში დამარცხდება და მისიანებივე დაამხობენ - ასე ფიქრობს ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი "სიკვდილამდე მიიყვანეს" . როგორც ცნობილია, რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში, "ბორისოვის სასაფლაოზე" დღეს დაკრძალეს. აღსანიშნავია, რომ ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც ნავალნი დასვენებული იყო, შემდეგ კი უკვე "ბორისოვის სასაფლაოზე" ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. რუს სამართალდამცველებს კი მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებით ჰქონდათ გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები. Newshub.ge-მ რუსი ოპოზიციონერის დაკრძალვის დღისა და ზოგადად, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთში არსებული განწყობების შესაფასებლად მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. -ალექსანდრე ნავალნის დაკრძალვის დღეს, მოსკოვში ასობით ადამიანმა მოიყარა თავი. კადრების ხილვა, თუ როგორ აცილებენ მოქალაქეები რუს ოპოზიციონერს უკანასკნელ გზაზე, ხომ არ აჩენს მოლოდინს, რომ რუსეთში შეიძლება რაიმე სახის საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს?მამუკა არეშიძე: სამწუხაროდ, ამის არავითარი შანსი არ არის. დღეს, რუსული ოპოზიციური სპექტრი კონსოლიდირებული არ არის და გარდა ამისა, არ არიან ისეთი ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ ამ კონსოლიდირების მოხდენა. თუ ვინმე ლიდერი არსებობს, ის წასულია უკვე რუსეთიდან. ხოლო ადგილზე ვინც არიან, ისინი ამინდს ვერც შექმნიან კონსოლიდაციის თვალსაზრისით.თორემ ისე, უარყოფითი განწყობები საკმაოდ მასიურად არსებობს ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ორგანიზებულობის თვალსაზრისით, ძირითადად მოცულია დიდი ქალაქები, როგორიც არის: მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინბურგი და ზოგიერთი სხვა... მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის საწინააღმდეგოდ, საკმაოდ სერიოზულად არის ნამუშევარი ხელისუფლების მხრიდან და მათაც ჰყავთ ძალიან სერიოზული საყრდენი ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით. -როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხალხში ოპოზიციური განწყობები შეიმჩნევა. თუ ხელისუფლება არჩევნების გზით არ თმობს ძალაუფლებას, ხოლო ოპოზიციური ლიდერები ქვეყანაში არ არსებობენ, რაშია გამოსავალი?-ვიდრე სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, გამორიცხულია, რამე შეიცვალოს. თუ ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდა, მით უმეტეს, არ შეიცვლება. ხოლო თუ რუსეთის მარცხით ან დასუსტებით დასრულდა, მაშინ არის რაღაც შანსი. დანარჩენ შემთხვევაში, არც ერთი ვერსია არ შეიძლება არსებობდეს, რადგან აქ ძალიან ბევრი ფაქტორი მუშაობს.თვითონ საზოგადოებაში მოახერხა ხელისუფლებამ ისეთი ნაპრალის გაჩენა, რომ საზოგადოების ორი მხარე ერთმანეთს სასტიკად არის დაპირისპირებული. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ არ არის საკუთარი აზრის გამოთქმის არანაირი შანსი - მედია იქნება ეს, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი -  რუსეთში ახლა არ არსებობს.-რას იტყვით ალექსანდრე ნავალნის ქვრივზე, იულია ნავალნაიაზე, რომელმაც განაცხადა, რომ ქმრის პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს?-როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არ არის ნავალნის ცოლი იმ დონის ფიგურა, რომ შეძლოს ამ საქმის მოგვარება. -რაც შეეხება ნავალნის ბუნებრივი სიკვდილის ვერსიას, რომელიც ასევე გაამყარა უკრაინულმა მხარემ, როდესაც უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, ნავალნის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა?-საერთოდ, ბუდანოვს სჯობდა, რომ არაფერი ეთქვა. არ იყო საჭირო ამ ტიპის განცხადების გაკეთება. რა შედეგი უნდა მოეტანა ამას? რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს, მე ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ მოკლულია. უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის, მაგალითად, ნავალნი სიკვდილამდეა მიყვანილი. ციხეში ჯდომა, თავისთავად, სასიამოვნო ფაქტი ნამდვილად არ არის, მაგრამ მანამდე ის ხომ მოწამლული იყო? ძლივს გადაარჩიეს ექიმებმა. გერმანიაში კარგა ხანი მკურნალობდა და იქიდან დაბრუნდა. რა გარანტიაა იმისა, რომ ვთქვათ, ორგანიზმი არ იყო დასუსტებული, ან  ნარჩენი მოვლენების გააქტიურება არ მოხდა, ან რაიმე ამდაგვარი? ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია, რეჟიმმა მის მიმართ მიდგომით სიკვდილამდე მიიყვანა და მორჩა.-როგორც აღნიშნეთ, რუსეთში ცვლილებების ერთადერთი ვარიანტი ომში მათი დამარცხებაა. დაახლოებით როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები შემდეგ, თუ ამ ვარიანტს მივყვებით?-თუ ქვეყანა წავიდა მარცხისკენ, ხელისუფლების ყველაზე ძლიერი ოპონენტი არის ხელისუფლებაშივე. პირველ რიგში, ისინი არიან ყველაზე დიდი მტერი, თუ არ ჩავთლით საზღვარგარეთ მყოფებს, ეს არის ის ხალხი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. თვითონ ხელისუფლების აგიტატორებზე რომ მკითხოთ, ესენი არიან ოლიგარქები და სახელმწიფოს ლიბერალურად განწყობილი წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. ასეთი ხალხი მართლაც არის და ისინი განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ეტაპზე, მაგრამ მერე ამუშავდა სპეცსამსახურების „მანქანა“ და მაქსიმალური გააკეთეს იმისთვის, რომ მსგავსი საუბრები შეწყვეტილიყო და შეზღუდულიყო. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დასუსტდა ან დამარცხდა, მაშინ ძალიან რთული იქნება ამ მასის კონტროლი. ამ დამარცხებას ხელზე დაიხვევს მავანი და იტყვის, რომ აი, თქვენი ბრალია, რომ დავმარცხდით. ასევე, არის ძალიან საინტერესო, ზომიერი ოპოზიცია - იქაური კონსერვატორები. ისინი მხარს უჭერენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ომში რუსეთის გამარჯვებას, მაგრამ მხარს არ უჭერენ დღევანდელ ხელისუფლებას, პუტინის გარდა ყველა დანარჩენს, რადგან თვლიან, რომ ეს არის ოლიგარქიულ-კორუფციული ხელისუფლება, რომელიც საბოლოო ჯამში, აუცილებლად დამარცხებამდე მიიყვანს რუსეთს არა მარტო ომში, არამედ საერთოდ, ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება, თუ მორალურით. ეს ოპოზიცია აუცილებლად ამოყოფს თავს რუსეთის დამარცხების შემთხვევაში. -როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსეთში ოპოზიციაც მხარს უჭერს უკრაინაში ომს. ვიცით, რომ არც ალექსეი ნავალნი გამოირჩეოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით. როგორც არ უნდა განვითარდეს რუსეთში პოლიტიკური პროცესები. რა შეიცვლება ამით საქართველოსთვის?-რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა პრინციპში არ გვაქვს. მაგრამ რუსეთის დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში, ახალი სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ჩანს, არ იგეგმება. მაგრამ ეს ხომ მუდმივად ძაფზე ჩამოკიდებულ მდგომარეობას ჰგავს?-მოახდინა თუ არა რუსეთის ასეთ განწყობაზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ, თუ ეს რუსეთის გადაწყვეტილებაა, რომელზეც ვერავინ მოახდენდა გავლენას?-არა, ეს მხოლოდ რუსეთის გადაწყვეტილება არ არის. ეს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაც არის - მაქსიმალურად თავშეკავებული მოქმედება რუსეთის მიმართ. მეზობელია, ბოლოს და ბოლოს, თან ცუდი მეზობელი. აქედან გამომდინარე, შენ იძულებული ხარ მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი აღარ მოქმედებს, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად რუსეთს ყველა საერთაშორისო დოკუმენტი ფეხებზე ჰკიდია და არც ერთის დარღვევა პრობლემად არ მიაჩნია, ამ დროს, მაქსიმალურად თავშეკავებულობაა საჭირო. ეს იმიტომ, რომ რაღაცნაირად ქვეყანამ შეძლოს ფეხზე დგომა. ამ ეტაპზე შედეგი ასეა, ხვალ და ზეგ რა მოხდება, არავინ იცის, რადგან რუსეთი რომ უკრაინაში შეიჭრებოდა, ამასაც არავინ ელოდა. -და ბოლოს, როგორ შეაფასებთ ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთის ქვეყნები ბირთვული ომის პროვოცირებას რისკავენ, თუ საკუთარ ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად გააგზავნიან?-ბირთვულ თემაზე განცხადებები სჭირდება, რომ ზემოქმედება მოახდინონ არა იმდენად ხელისუფლებებზე, არამედ დასავლურ საზოგადოებებზე. მათი უმრავლესობისთვის ეს ომი უკვე მომაბეზრებელი და პრობლემების შემქმნელი გახდა ეკონომიკური თუ სოციალური თვალსაზრისით.საერთო ჯამში ასეა - დემოკრატიის ერთ-ერთი მინუსი ის არის, რომ საზოგადოებრივი აზრი როდესაც წარმათავს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას, ეს თავისთავად ძალიან კარგია, როდესაც პოლიტიკოსები ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე, მაგრამ მინუსებიც არსებობს ამ დროს. ერთ-ერთი მინუსია, რომ შენ იძულებული ხარ, არა მხოლოდ პოლიტიკაზე იზრუნო, არამედ იზრუნო იმაზე, თუ რას იტყვის შენზე საზოგადოება. ამიტომაც თქვა ჩერჩილმა თავის დროზე, რომ დემოკრატია სახელმწიფოს ყველაზე უარესი მართვის ფორმაა, მაგრამ სამწუხაროდ, კაცობრიობას ამაზე კარგი არაფერი მოუფიქრებიაო.საერთოდ, დასავლელ პოლიტიკოსებს ახასიათებთ კონიუნქტურული მიდგომები და არათანმიმდევრულობა. შესაბამის შედეგებს ვხედავთ, რაც ხდება.

ვლადიმერ პუტინი და  ტაკერ კარლსონი
1707510004
🎥 კარლსონის ინტერვიუ პუტინთან - ძირითადი აქცენტები და გამოხმაურება მსოფლიო მედიაში

ომი უკრაინაში, არშემდგარი ურთიერთობა დასავლეთთან და ისტორიული წიაღსვლები - ეს არის ძირითადი აქცენტები, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ორსაათიან ინტერვიუში გააკეთა. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პუტინი ინტერვიუზე პირველად დათანხმდა დასავლელ ჟურნალისტს. ამ ინტერვიუს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებიდან პირველ 13 საათში 100 მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა და მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.Newshub.ge გთავაზობთ ინტერვიუს ყველაზე საყურადღებო მონაკვეთებსა და მსოფლიო მედიის გამოხმაურებებს. ისტორიული ექსკურსიროგორც BBC აღნიშნავს, პუტინმა ორსაათიანი ინტერვიუდან 23 წუთი დაუთმო რუსეთისა და უკრაინის ისტორიის მიმოხილვას, რა დროსაც ისაუბრა პოლონელებზე, შემდეგ კი, კარლსონს რამდენიმე საარქივო დოკუმენტი აჩვენა ბოგდან ხმელნიცკის წერილების ასლებით.„რომ არ იფიქროთ, თითქოს რაღაცას ვიგონებ - ეს საარქივო დოკუმენტების ასლია. აი, ბოგდან ხმელნიცკის წერილი. ადამიანის, რომელიც ძალაუფლებას აკონტროლებდა რუსეთის მიწების იმ ნაწილში, რასაც ჩვენ დღეს უკრაინას ვუწოდებთ. მან ვარშავას მისწერა და მოითხოვა, პატივი ეცათ მათი უფლებებისთვის, ხოლო მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, მოსკოვში დაიწყო წერილების გაგზავნა თხოვნით, მოსკოვის მეფის ძლიერი ხელის ქვეშ მოექცია ისინი. ამ დოკუმენტებს სამახსოვროდ გიტოვებთ, რუსულად არის გადათარგმნილი, შემდეგ კი ინგლისურად გადათარგმნეთ.რუსეთი არ დათანხმებია მათ დაუყოვნებლივ მიღებას, რადგან ვარაუდობდა, რომ პოლონეთთან ომი დაიწყებოდა. მიუხედავად ამისა, 1654 წელს ზემსკის სობორმა - ეს იყო ძველი რუსული სახელმწიფოს ძალაუფლების წარმომადგენლობითი ორგანო - მიიღო გადაწყვეტილება: ძველი რუსული მიწების ეს ნაწილი გახდა მოსკოვის სამეფოს ნაწილი.როგორც მოსალოდნელი იყო, პოლონეთთან ომი დაიწყო და 13 წელი გაგრძელდა. შემდეგ კი დაიდო ზავი და ეს მიწები, დნეპრის მთელი მარცხენა სანაპირო, მათ შორის კიევი გადავიდა რუსეთის შემადგენლობაში, ხოლო დნეპრის მთელი მარჯვენა სანაპირო დარჩა პოლონეთთან“, - უყვება პუტინი ჟურნალისტს. დასავლეთთან ურთიერთობებივლადიმირ პუტინის თქმით, 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პრეზიდენტი გახდა, ის დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობდა და NATO-ში რუსეთის გაწევრიანების შესაძლებლობასაც განიხილავდა, მაგრამ ამაზე უარი მიიღო. „რუსეთი მოელოდა, რომ მას მიიღებენ „ცივილიზებული ხალხების“ ძმურ ოჯახში, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. რაც შეეხება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას - დაგვპირდნენ, რომ აღმოსავლეთით არანაირი ნატო არ იქნებოდა და რა მივიღეთ შედეგად? მათ თქვეს, ეს ქაღალდზე არ დაგვიწერია, ამიტომ, გავფართოვდებითო. მას შემდეგ გაფართოების ხუთი ტალღა იყო, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნები, მთელი აღმოსავლეთ ევროპა და ასე შემდეგ“, - აცხადებს პუტინი. ომი უკრაინაშივლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსეთს არ დაუწყია ომი უკრაინაში და ის, უბრალოს ცდილობს დაასრულოს ის ომი, რომელიც „მის გარეშე დაიწყეს“.ვლადიმერ პუტინი: „2008 წელს უკრაინას NATO-ს კარი გაუხსნეს. 2014 წელს მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება და მათ, ვინც ეს გადატრიალება არ აღიარა, დაუწყეს დევნა, საფრთხე შეუქმნეს ყირიმს, რომელიც იძულებული გავხდით, ჩვენი დაცვის ქვეშ შეგვეყვანა. 2014 წელს ომი დაიწყეს ავიაციის და არტილერიის გამოყენებით მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ყოველივე ამის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი.აბა, როგორ არ გამოვავლინოთ შეშფოთება იმაზე, რაც ხდება? ჩვენი მხრიდან ეს იქნება დანაშაულებრივი დაუდევრობა - აი, რა იქნებოდა. უბრალოდ, შტატების პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიგვიყვანა იმ ზღვრამდე, რომელსაც ვეღარ გადავაბიჯებდით, რადგან ეს, თვითონ რუსეთს ანადგურებდა“.გლობალური დაპირისპირების საფრთხე და ბირთვული მუქარაჟურნალისტის კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამება თუ არა არგუმენტი, რომ რუსეთს უკრაინის შემდეგ მთელი კონტინენტის ტერიტორიებზე აქვს პრეტენზია, პუტინმა უპასუხა: „ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. რაიმე სახის გლობალურ ომში ჩართვა საღ აზრს ეწინააღმდეგება. გლობალური ომი მთელ კაცობრიობას განადგურების ზღვარზე მიიყვანს. რა თქმა უნდა, არსებობს შეკავების საშუალებები. ჩვენით ყველას აშინებდნენ: რუსეთი ხვალ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს; არა, ზეგ გამოიყენებს - მერე რა? ეს მხოლოდ საშინელებათა ისტორიებია ჩვეულებრივი ხალხისთვის, რათა დამატებითი ფული ამოეღოთ გადასახადების გადამხდელებისგან ამერიკასა და ევროპაში უკრაინის სამხედრო ოპერაციების თეატრში რუსეთთან დასაპირისპირებლად. მიზანი - რუსეთის მაქსიმალურად დასუსტებაა“, - ამბობს პუტინი. მოლაპარაკება, როგორც კონფლიქტის გადაჭრის გზაკარლსონმა პუტინს მიმართა - „თქვენ გსურთ მოლაპარაკების გზით მიაღწიოთ იმის გადაწყვეტას, რაც ახლა უკრაინაში ხდება - სწორად გავიგე?“რაზეც პუტინმა უპასუხა - „მართალია“.ამასთან, უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, პუტინმა თქვა, რომ „სასაცილო იქნებოდა, ასეთი სამწუხარო რომ არ იყოს“.მისივე თქმით, ერებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება.„ეს დაუსრულებელი მობილიზაცია უკრაინაში, ისტერია, შიდა პრობლემები... ადრე თუ გვიან, მაინც მოვილაპარაკებთ. შეიძლება, დღევანდელ სიტუაციაში სასაცილოდაც კი ჟღერდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ერებს შორის ურთიერთობები აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, თუმცა ეს ურთიერთობები აღდგება“, - ამბობს პუტინი.გამოხმაურება მსოფლიო მედიაში:დასავლურ პრესაში დაისვა კითხვა - რაში დასჭირდა ეს ინტერვიუ პუტინს, რომელიც დასავლურ მედიასთან კომუნიკაციის სურვილით არ გამოირჩევა?CNN-ის ანალიტიკოსი ოლივერ დარსი თავის ანალიზს შემდეგი სიტყვებით იწყებს - „ახლა გასაგებია, რატომ მისცა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ ტაკერ კარლსონს“.მისი შეფასებით, კარლსონი თავს არიდებდა კითხვების დასმას ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ავტორიტარული რეჟიმი რუსეთში, ომის დანაშაულები (მარიუპოლში, ბუჩაში) და ოპოზიციის დევნა (ალექსეი ნავალნის პატიმრობა). ხოლო ევროპული გამოცემა Politico მიიჩნევს, რომ ამ ინტერვიუში სხვა რამ არის მნიშვნელოვანი - პუტინმა აშშ-ის არჩევნებამდე შეუზღუდავი წვდომა მიიღო უზარმაზარ ამერიკულ აუდიტორიაზე და ხელიდან არ გაუშვა შანსი, დაეკნინებინა ამერიკის პოლიტიკური სისტემა. „პუტინმა ისაუბრა, როგორც ვერ შეძლეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მაშინ, როცა ის მუდმივად იჯდა კრემლში, უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობები დაემყარებინათ მოსკოვთან. მან აშშ-ის პოლიტიკურ სისტემას ჭაობი, ხოლო ამერიკულ დემოკრატიას - ილუზია უწოდა“, - აღნიშნავს გამოცემა.ხოლო ინტერვიუს გავრცელებამდე რუსმა პოლიტიკოსმა და პუტინის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ოპონენტმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ ბრიტანულ Telegraph-ში რუბრიკა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პუტინის ნებისმიერი ნაბიჯი და ქმედება მხოლოდ ერთ რამეზეა მიმართული - ეს არის ხელისუფლებაში დარჩენა.

ბრიუს გურფინი
1699874604
„ახლა, ებრაელებისთვის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილი დუბაია“ - ისრაელელ-ამერიკელი ბიზნესმენის, ბრიუს გურფინის ინტერვიუ

Telegram არხი Vostochny Syndrome არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრებ ისრაელელ-ამერიკელ ბიზნესმენთან, ბრიუს გურფინთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს.როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბრიუს გურფინი 11 ენაზე საუბრობს და გამუდმებით მოგზაურობს, თუმცა, შეხვედრებისა და კონფერენციების დასრულების შემდეგ, ყოველთვის სახლში - საამიროებში ბრუნდება, სადაც უკვე 25 წელზე მეტია, ცხოვრობს. ბოლო წლებში, ის ისრაელის, ემირატებისა და საუდის არაბეთის ბიზნესებს შორის კავშირების დამყარებაშია ჩართული. ინტერვიუში ბრიუს გურფინი აფასებს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ღაზას სექტორში ომმა ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ურთიერთობებზე. - რა შეიცვალა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობაში 7 ოქტომბრის შემდეგ?- ომმა მსოფლიოში ყველა ებრაელს დაანახა, ვინ არის მისი მეგობარი და ვინ - მტერი. ეს ასეა ამ რეგიონის შემთხვევაშიც. ისრაელს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ომანი შეიძლება შემდეგი ქვეყანა გამხდარიყო, რომელიც აბრაამის შეთანხმებას შეუერთდებოდა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არ მოხდებოდა და რომ ომანი, უკანასკნელი ქვეყანა იქნებოდა, რომელიც ამ შეთანხმებას მოაწერდა ხელს. ახლა, ომანმა ისრაელის თვითმფრინავებს თავისი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა...- და რა ხდება ბიზნესსფეროში?- არაბთა გაერთიანებული საამიროების და საუდის არაბეთის შემთხვევაში, მოქმედი გარიგებები არ გაუქმებულა, ხოლო ის გარიგებები, რომლებიც გაფორმების პროცესში იყო, მოცემული მომენტისთვის გაყინულია, მაგრამ ეს ყველაფერი ხმამაღალი პრეს-რელიზების გარეშე ხდება. ემირატებში არავის უნდა ნეგატიური გამოხმაურებები პრესაში და ასევე, სუნიტი ტერორისტების თავდასხმები, რაც შეიძლება ამ კომპანიების წინააღმდეგ იმის გამო დაიწყოს, რომ ისინი ისრაელთან ბიზნესს აკეთებენ. ფაქტია, რომ ირანი, კატარი და ჯაზირა კამპანიას აწარმოებენ ყოველი ასეთი ბიზნესის წინააღმდეგ. - 2022 წელს ემირატებში საამიროებს ასობით ათასი ისრაელელი ეწვია. როგორი ვითარებაა ახლა?- უპირველეს ყოვლისა, ყოველდღიურად 3-4 ფრენა გვაქვს დუბაიდან თელ-ავივში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ბენ გურიონის“ აეროპორტიდან ყველაზე მეტი თვითმფრინავი სწორედ ემირატებში მიფრინავს. ვფიქრობ, რომ დღეისთვის, ებრაელებისთვის დუბაი ყველაზე უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში. უსაფრთხოების სფეროში არანაირი პრობლემა არ გვქონია. მოხდა მცირე ინციდენტები - ვიღაცამ ვიღაცას დაუყვირა Free Palestine, თუმცა, ხელისუფლებამ სიტუაცია სწრაფად გააკონტროლა, რადგან ყველას უნდა ესმოდეს - ასეთი არ არის დუბაის გზა, ასეთი არ არის ემირატების გზა. მაგრამ ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ ადგილობრივები არ კითხულობენ Yedioth Ahronoth-ს ან Jerusalem Post-ს. ისინი კითხულობენ არაბულ მედიას და თუ ყოველდღე გესმით, რომ ებრაელები თქვენს ძმებს კლავენ ღაზაში, ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლებამ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია - არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრმა რიმ ბინტ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმიმ ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა გაეროში (მან „ჰამასი“ დაადანაშაულა ბარბაროსულ ქმედებებში, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამისტურ რელიგიას). - და რა რეაქცია მოჰყვა ამას არაბულ სამყაროში?- ამის საფასურს ემირატები იხდიან - მათ უტევენ, მოღალატეებს, ებრაელთა თანამზრახველებს ეძახიან. თუმცა, არაბთა გაერთიანებული საამიროებში იმაზე მიუთითებენ, რომ სწორედ აბრაამის შეთანხმების არსებობამ მისცა ემირატებს ღაზაში პირველი საავადმყოფოს აშენების საშუალება.- რაც შეეხება საუდის არაბეთს? თითქოს ყველაფერი გაიყინა...- საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალედ ალ-ფალიჰმა მხოლოდ გასულ კვირას განაცხადა Bloomberg-თან ინტერვიუში, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, დღეს უკვე საკმაოდ ბევრ ზარს ვიღებ საუდის არაბეთიდან იმ კლიენტებისგან, რომლებიც კონტრაქტების გაგრძელებით და ერთობლივი ბიზნესის განვითარებით არიან დაინტერესებული.- რა როლს შეასრულებენ ემირატები, ან საუდის არაბეთი ღაზას ომის შემდგომ ხელახალ მოწყობაში? - ვნახოთ. ემირატებს მწარე გამოცდილება აქვთ ღაზაში კომპანია Emaar-ის პროექტთან დაკავშირებით. ისინი სექტორის ტერიტორიაზე 2005-2006 წლებში მოქმედებდნენ და ღაზას სრულ გარდაქმნას გეგმავდნენ (Emaar-ის ხელმძღვანელი მუჰამედ ალ-ბარი 2005 წელს ისრაელის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს შეხვდა და მასთან განიხილა ღაზას რეკონსტრუქცია), მაგრამ ჩვენ ვიცით, რა მოხდა ბოლოს - ხელისუფლებაში „ჰამასი“ მოვიდა“, - ამბობს ბრიუს გურფინი.

სოფო ჩიქოვანი
1696606126
„პანდემიისას გაგვიმართლა, რომ გვქონდა ნავი, რომლითაც კვიპროსისა და ამალფის სანაპიროებთან ვცურავდით“ - რას ჰყვება დავით კეზერაშვილის ცოლი უცხოურ გამოცემასთან ოჯახსა და კარიერაზე?

სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის თემაზე გამოცემამ Citizen Femme-მ ინტერვიუ ჩამოართვა Code 8 Beauty-ის დამფუძნებელს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლს სოფია ჩიქოვანს.სოფია სამი შვილის დედაა და ის ჰყვება თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ დრო დაუთმო საკუთარ თავსაც, ბავშვებსაც და დასვენებასაც. - ორიოდე სიტყვით თქვენს შესახებ გვიამბეთ.- მე ვარ კოსმეტიკური ბრენდის, Code8-ის მფლობელი და კრეატიული დირექტორი. ბრენდი ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა. ბოლო 10 წელია ლონდონში ვცხოვრობ ჩემს შვილებთან ერთად - ისინი 21, 16 და 7 წლის არიან. მანამდე კი საქართველოში ვცხოვრობდით, საიდანაც მე და ჩემი მეუღლე ვართ წარმოშობით.- როგორია თქვენი სამუშაო პრაქტიკა?- მე მუშაობა 19 წლის ასაკში დავიწყე. უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი და ვმუშაობდი კიდეც. 2001 წელს ინტერიერის დიზაინის კომპანია დავაარსე. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი დიზაინით და არქიტექტურით. 2017 წელს მე კოსმეტიკის სამყაროში შევედი, ხოლო 2019 წელს ბაზარზე Code8 გამოჩნდა.- რა ნივთები გჭირდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში? რა თქმა უნდა, მობილური ტელეფონი, მაგრამ, ასევე, ძალზე საჭიროა ნოუთბუქი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი. - რა რჩევას მისცემდით საკუთარ თავს, წარსულში რომ დაბრუნდეთ, როგორ უნდა მოიქცეს დედა, რომელიც თან მუშაობს?- კარგი ბალანსი უნდა მოძებნოთ. დარწმუნდით, რომ დროს და ძალებს ისე ანაწილებთ, რომ ეს სიამოვნებას განიჭებთ. ჩემი ბიზნესი - ჩემი მეოთხე შვილია, მას არა ნაკლები სიყვარული, ყურადღება და მოვლა სჭირდება, ვიდრე ნამდვილ შვილებს. ბავშვები ძალიან მეხმარებიან, ამაყობენ ჩემით და ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.- შეიცვალა თუა რა თქვენი მიზნები, მას შემდეგ რაც შვილები გეყოლათ?- როდესაც ჩემი პირველი შვილი დაიბადა, მე 25 წლის ვიყავი. სწორედ მაშინ დავაარსე დიზაინის ინტერიერის კომპანია. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ოჯახი და ჩემი კარიერა ერთად იზრდებოდა. მე თავიდანვე მომუშავე დედა ვიყავი და კარიერის პრიორიტეტებიც შესაბამისად გადავანაწილე.- რამე რომ შეგეცვალათ, რას შეცვლიდით?- მინიმუმამდე შეამცირეთ წერილების რაოდენობა სკოლებიდან. ჩემი სამი შვილი სხვადასხვა სკოლებში სწავლობს და იქიდან უამრავი რაოდენობის ადმინისტრაციულ წერილს ვიღებ. და ეს იმ წერილების გარდა, რასაც სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით მიგზავნიან.- საკუთარი თავისთვის თუ იცლით?- არაფერს არ ვგეგმავ წინასწარ. მე ყველა დღეს ისე ვატარებ, როგორ განწყობაზეც ვარ იმ მომენტში. ვიქნები მე ბავშვებთან ერთად, წავალ შოპინგზე თუ სახლში წიგნს წავიკითხავ, ან სერიალს ვუყურებ. ანუ მომენტის დაჭერაა აუცილებელი - აი ასე ვცხოვრობ.- საყვარელი ადგილი თუ გაქვთ?- ტრენდული ადგილების მოყვარული არ ვარ. მიყვარს კარგი საკვები. ისევ და ისევ განწყობიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს ლონდონის Los Mochis - პერუულ-იაპონური რესტორანი (მიყვარს სევიჩე და ტაკო ლობსტერით) და Il Riccio ან Aurora კაპრიზე, სადაც არაჩვეულებრივ სპაგეტი-ვონგოლეს ამზადებენ.- რომელი იყო თქვენი საუკეთესო შვებულება, რომელიც ბავშვებთან ერთად გაატარეთ?- მე ძალიან მიყვარს ჩემი შვილები. მაგრამ შვებულება, პირველ რიგში, ჩვენი საკუთარი თავისთვის არის, რომ დავისვენოთ. მახსენდება კორონავირუსის პანდემიის პერიოდი, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა - გვყავს იახტა და კაპრის და ამაფის სანაპიროებთან დავცურავდით, მაგარი იყო, ეს იყო ოჯახთან ერთად გატარებული დაუვიწყარი პერიოდი.- რომელია თქვენი საყვარელი სასტუმრო? - რეკონსტრუქციის შემდეგ მიყვარს სასტუმრო Costes პარიზში და ფლორენციაში მდებარე სასტუმროს, Four Seasons-ის ფოიე.- რა უყვართ ბავშვებს ლონდონში? - ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან. ასე მაგალითად, უმცროს გოგოს ლონდონის ისტორიის მუზეუმი და ნაციონალური გალერეა უყვარს.- რა გჭირდებათ მოგზაურობისას? - პირველ რიგში, მობილური ტელეფონები, მათი მეშვეობით ერთმანეთს ვეკონტაქტებით და მოგზაურობისას ფოტოებს ვიღებთ, და კიდე მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი New Balance, Adidas Gazelles და Autry.- რა სარგებელი მოაქვს მოგზაურობას ბავშვებისთვის? - მოგზაურობას სარგებელი მოაქვს ნებისმიერი ადამიანისთვის, ასაკის მიუხედავად. ახალი ადგილების, მისი კულტურის, სამზარეულოს გაცნობა მსოფლიოზე, სამყაროზე უფრო ფართო წარმოდგენის შესაძლებლობას გვაძლევს, ვეცნობით სხვა ადამიანების ცხოვრების წესს.- რა ნივთებია საჭირო ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას?- გარუჯვის კრემი, ქუდი, iPad და ბევრი საცმაცუნო, სხვადასხვა.- თქვენი ოჯახური დასვენების საოცნებო ადგილი?- პერუ. წაკითხული მაქვს მარიო ვარგასი - ის ჩემი უსაყვარლესი მწერალია. ის ისე ასახავს პერუს თავის რომანებში, რომ ახლავე მინდა ჩავხტე თვითმფრინავში და წავიდე ლიმაში, წარმოვიდგენ მირა ფლორესს, კუსკოს. ჩემი ოცნებაა ჩავჯდე მატარებელში Belmond Hiram Bingham და მაჩუ პიკჩუსთან მდებარე წმინდა მდელოზე გავემგზავრო.ყველაზე ხშირად ამჟამად იტალიაში ვმოგზაურობ, ჩემთვის ნომერ პირველი ქალაქია ფლორენცია. ყოველ ჯერზე იქ დაბრუნების სურვილი მაქვს.- რა რჩევას მისცემდით სხვა დედებს? - იქონიეთ მოთმინება და სცადეთ სტრესს არ მისცეთ იმის შესაძლებლობა, რომ გაჯობოთ. სტრესი თქვენს საქმიანობაზე, ოჯახზე მოქმედებს, ეს რთულია, მაგრამ ბალანსი უნდა მოძებნოთ მუშაობასა და ოჯახურ ცხოვრებას შორის. ეს კარგია თქვენთვისაც და თქვენი შვილებისთვისაც, ბედნიერი დედა მათაც მიანიჭებს ენერგიას და მოტივაციას გაუჩენს. საკუთარი თავისთვის დრო გამონახეთ და არ იგრძნოთ საკუთარი თავი დამნაშავედ, თუ შვებულებაში მათ გარეშე გაემგზავრებით. მე ვიცი, რომ ბევრ დედას ეს აზრი თავშიც კი არ მოუვა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს კარგი აზრია და სახლში დაბრუნებისას ამას იგრძნობთ!

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე - Pia.ge
1686215772
უცხოელ პარტნიორებთან ღიად ვისაუბრეთ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები ქმნიან ანტიდასავლურ განწყობებს და გავაფრთხილეთ, თუ ეს არ შეწყდებოდა, საზოგადოებაში გამოიწვევდა რუსეთისთვის ხელსაყრელ განწყობებს - ანდრია ჯაღმაიძე

ბოლო დროს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან გაჟღერდა ბრალდებები, რომლის თანახმად საქართველოში მკვეთრად არის გაძლიერებული ანტიდასავლური ვექტორი, რომელიც საზოგადოების დეზორიენტაციასა და პრორუსული განწყობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.სტრატეგიული პარტნიორებისგან, ასევე, გაისმა ბრალდებები ქვეყნის საპატრიარქოს მიმართ, თითქოს ეკლესია საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების შექმნას უწყობს ხელს. რა პასუხი აქვს აღნიშნულ საკითხზე საპატრიარქოს? ამ თემაზე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საუბრობს:- როგორ აფასებს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს? დასავლელი პარტნიორებისგან გაჟღერდა ბრალდებები, თითქოს საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ დადებითი განწყობების შექმნას საპატრიარქომ უნდა შეუწყოს ხელი...- რიგი ორგანიზაციების (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) პათოსი პრობლემის სათავედ ეკლესიას წარმოაჩენს. პრობლემა მართლაც არსებობს, თუმცა ის რაც ქადაგებებში ყურს ჭრის, უნდა მივიჩნიოთ შედეგად და არა პრობლემის მიზეზად. ხოლო მიზეზად ვისი საქმიანობა უნდა მიიჩნეოდეს, ქვემოთ მოგახსენებთ და ამის შესახებ ჩვენ არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ კულუარებშიც არაერთხელ დავსვით საკითხი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან.2019 წელს ზაფხულში, ბათუმში გამართულ კონფერენციაზე ჩვენ ღიად ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე, შემდეგ, შემოდგომაზე იგივე საკითხი დავაყენეთ ჯერ ბრიუსელში და შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე. აი, ეს არის ფაქტი. ყველა ამ ფორუმზე ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ეკლესიის და ქართული ტრადიციების წინააღმდეგ ეწევიან დასავლეთთან ასოცირებული, (ყოველ შემთხვევაში ისინი აშკარა მხარდაჭერით სარგებლობენ და ფინანსდებიან) არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ასევე ზოგიერთი პოლიტიკოსი და ტელევიზია, ასევე მათ მიერ მხარდაჭერილი ლგბტ პროპაგანდა, ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისათვის, რომ რუსეთმა კარგად გამოიყენოს ეს ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად.- გამოიღო თუ არა შედეგი ბრიუსელსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თქვენს მიერ წამოყენებულმა საკითხებმა? იყო თუ არა უკუკავშირი?- თუ ჩვენი აზრი ვინმეს აინტერესებდა, რაიმე სახის კომუნიკაცია უნდა გაგრძელებულიყო. მას შემდეგ ჩვენ არავინ დაგვკავშირებია და არ უკითხავთ რას ვფიქრობდით. პირიქით, შემიძლია ვთქვათ, რომ მოხდა ჩვენს მიერ მიწოდებული მოსაზრებების სრული იგნორი, ხოლო ლგბტ პროპაგანდა, ოჯახზე და ეკლესიაზე შეტევები კიდევ უფრო წახალისდა. ესეც ფაქტია.- ხშირად სასულიერო პირები ქადაგებისას პოლიტიკურ თემებს ეხებიან. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ეს უწყობს ხელს საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობის შექმნას?- გეთანხმებით, რომ ზოგ შემთხვევაში ხდება ქადაგებაში პოლიტიკური თემის გამოტანა, და რადიკალური სახითაც რუსეთის მხარდაჭერაც ყოფილა, თუმცა ეს იშვიათი შემთხვევებია საერთო წილიდან. ეს არ უნდა მივიჩნიოთ საპატრიარქოს პოზიციად. ყველამ იცის საპატრიარქოს პოზიცია აისახება სინოდის განჩინებებში და საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებებში. არის შემთხვევები, როდესაც შენიშვნაც მიუღია სასულიერო პირს მსგავსი გამონათქვამების გამო, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპატრიარქო ვერ დააწესებს ცენზურას, როგორც ამას ამ რთულ პერიოდში რუსეთში ვხედავთ.- რა იწვევს ანტიდასავლური განწყობების შექმნას და რა როლი აქვს ამაში ეკლესიას?- ჩვენ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში და ბრიუსელში ღიად ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ქმნიან ანტიდასავლურ განწყობებს და წინასწარ გავაფრთხილეთ, თუ ეს არ შეწყდებოდა, საზოგადოებაში გამოიწვევდა მათთვის არასასურველ და რუსეთისთვის ხელსაყრელ განწყობებს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, ხშირად ქადაგებაში ისმის ის, რა განწყობებიც არის გაღვივებული საზოგადოებაში და არა პირიქით. საუკეთესო საშუალება ანტიდასავლური განწყობების შექმნისა არის, დასავლეთის სახელით შეურაცხჰყო ის, რაც ძვირფასია საზოგადოებისათვის, ეკლესია ამის შესახებ დაუფარავად და გულწრფელად აფრთხილებდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ასეთია ამ პრობლემის სათავე და მიზეზები, ცხადია, თუ გვინდა და გვაქვს სურვილი დიდი სურათი დავინახოთ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც საფუძველში უხარისხოდ, მოსაჩვენებლად და ანგაჟირებულად ასრულებს მის საქმეს, შემდეგ ცდილობს სხვას გადააბრალოს.- მზად არის თუ არა საპატრიარქო და ზოგადად ეკლესია, ითანამშრომლოს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან?- ქართულმა ეკლესიამ, როგორც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელმა და გავლენიანმა ინსტიტუტმა, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა და გამოხატავს დღესაც, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ითანამშრომლოს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ მათ არაერთხელ შევთავაზეთ თანამშრომლობა, მხოლოდ არა შუამავლის მეშვეობით, ვინაიდან შუამავალს ყოველთვის დამახინჯებული ინფორმაცია მიაქვს, ამასთან ყველანაირად ცდილობს, რომ მისი როლი არ დაიკარგოს. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ, პირდაპირ თანამშრომლობას.

ნანა მახარაძე
1680985361
მოშიმშილეების წინ 19 წლის ასაკში პირველად წარმოვთქვი „მამაო ჩვენო“ და ეს ემოცია არასდროს დამავიწყდება - გოგონა 9 აპრილის ფოტოდან

„ეს იყო ყველაზე საამაყო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. აქციებზე ყოველდღე დავდიოდით, ლექციებსაც ვაცდენდით, მაგრამ იქ ვსწავლობდით ქვეყნის სიყვარულსა და თავდადებას. ეროვნული გმირებისა და მოშიმშილეების წინ 19 წლის ასაკში პირველად წარმოვთქვი „მამაო ჩვენო“ და ეს ემოცია არასდროს დამავიწყდება. მე ამაყი ვარ იმ 19 წლის გოგოთი და ის სულისკვეთება მუდამ იქნება ჩემში,“ - გოგონა შეუვალი სახითა და შავი დროშით - ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მიერ 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ნანა მახარაძე 34 წლის შემდეგ PIA.GE-სთან საუბარში საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღს იხსენებს და ამაყობს, რომ სწორ მხარესა და სწორ ადგილას იდგა.„9 აპრილი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, სავსე ტრაგიზმით და სიამაყით. საბჭოთა სივრცეში, ჩვენ პირველებს გვეყო გამბედაობა და სიმამაცე, მოგვეთხოვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამ იდეას ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მე ვარ ამაყი, რომ ვიდექი სწორ მხარეს, სწორ ადგილას და ჩემი ხალხის გვერდით. ჩვენ ბედისწერად გვექცა ყველაფრის ბრძოლით მოპოვება“, - ამბობს მახარაძე.ემიგრაცია არის სიკვდილი... იქ, პირველ რიგში, სამშობლოს ნატრულობ... - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 9 აპრილისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების სიმბოლო ემიგრაციაში წავიდა, სადაც 11 წელი გაატარა. „ემიგრაციის 11 წელი. წასვლის მიზეზი არაფრით განსხვავდებოდა ნებისმიერი ქართველი ადამიანის მიზეზისგან. ემიგრაცია არის სიკვდილი და შემდეგ თავიდან დაბადება. ემიგრანტი ქართველი ქალები არიან გმირები საკუთარი „ზურგით მთრევი“ საქართველოსი. ძალიან რთულია ცხოვრების თავიდან დაწყება. იქ, პირველ რიგში, სამშობლოს ნატრულობ და ამ ერთ სიტყვაში იგულისხმება ოჯახი,  შვილები, მშობლები, მეგობრები, გაზაფხულიც და წვიმის სურნელიც. გენატრება ის ერთი ნაგლეჯი მიწა, რომელზედაც, მიუხედავად ყველაფრისა, შემაძრწუნებლად ბედნიერი იყავი. რთულია, როცა შორიდან ადევნებ თვალს, ასე გგონია, იქ რომ ვიყო, აუცილებლად რაიმეს მოვიმოქმედებდიო... მერე ბრუნდები და ხვდები, რომ დიდი დრო გავიდა... სამშობლო ისევ ისეთია... ქვეყანა კი ცდილობს, გაუმკლავდეს გამოწვევებს... ხან ერთ ნაპირს ვეხეთქებით და ხან მეორეს უკეთესი ცხოვრების მოლოდინში... თაობები კი იცვლებიან...“, - ამბობს ნანა მახარაძე, რომელიც ამჟამად უკვე საქართველოში ცხოვრობს.  „ქართველები იმაზე მეტად ევროპელები ვართ ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ და ევროპელებს ჰგონიათ,“ - ამბობს 9 აპრილის სიმბოლო, რომელსაც ახალი თაობა ეიმედება და დარწმუნებულია, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ქვეყანას განვითარების სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამის მაგალითად ნანა მახარაძე 7-8 მარტის აქციებს ასახელებს. „7-8 მარტის აქციაზე ადამიანები მივიდნენ საკუთარი ნების გამოსახატავად, რათა კიდევ ერთხელ ხმამაღლა ეთქვათ რომ თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, გეზი ევროპისკენ უნდა ავიღოთ. იმ დღეს კიდევ ერთხელ ომახიანად გაისმა, „არა ოკუპანტ რუსეთს“... მავანნი ამბობენ, სად რუსის ჯარისკაცი და სად წყლის ჭავლიო... მე კი ვფიქრობ, დროშამ სიმართლისთვის უნდა იფრიალოს. ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩემს თაობას ჰქონდა უდიდესი პატივი, მოეპოვებინა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დღეს ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ ვხვდები ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს, რომლებმაც ჩვენზე უკეთ იციან რა უნდათ, როგორი ქვეყნის აშენება სურთ. მე მჯერა, რომ ისინი დადგებიან სწორ მხარეს. შეძლებენ ჩვენი სამშობლოდან ღირსეული და სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნას“, - აცხადებს მახარაძე. 9 აპრილის სიმბოლოს სჯერა, რომ GEN Z თაობა ქვეყნის ისტორიას დაწერს და საზოგადოებას მათი მოფრთხილებისკენ მოუწოდებს. „ე.წ.  GEN Z თაობა - მომავლის თაობაა. ხვალ ისინი დაწერენ ქვეყნის ისტორიას. მინდა, თითოეული ადამიანი ვუფრთხილდებოდეთ მათ, შევძლოთ მეტი მხარდაჭერა და გვერდით დგომა. ისინი განათლებული, ფერადი, ჭკვიანი და გონიერი ახალგაზრდები არიან“, - ამბობს 34 წლის წინ ასევე მომავლის თაობად წოდებული ახალგაზრდობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ამავდროულად, 9 აპრილის სიმბოლო აცხადებს, რომ საზოგადოებას თუ რამე პრეტენზია აქვს ვინმესთან, პრობლემები, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ეძებოს.  „დღეს თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს, საკუთარ თავებს მოვკითხოთ. მე, რიგით მოქალაქეს, მაქვს სურვილი, ჩემი ქვეყანა მყარად იდგეს ფეხზე, ვიყოთ დამოუკიდებლები და წინდახედულები. კარგად გვესმოდეს რა არის პრიორიტეტი. ვწუხვარ, რომ ვხედავ ოკუპირებულ სამშობლოს. ქართველი ერი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას. ხელისუფლებას კი მოვუწოდებდი, უკეთ მოუსმინონ ხალხის ხმას, განსაკუთრებით ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ მომავალ თაობას“, - ამბობს ნანა მახარაძე. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა.ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და, ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას.15 აპრილს ჩატარდა მსხვერპლთა მასობრივი დაკრძალვა, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. მთავრობის სახლის წინ კიბეები გადაიქცა თაყვანისცემის ადგილად, სადაც აღიმართა დროებითი მემორიალი. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას საბჭოთა კავშირისთვის მოულოდნელი განვითარება მოჰყვა. თავისუფლებისთვის ბრძოლამ ქვეყანაში შეუქცევადი სახე მიიღო და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.1989 წლის აპრილს, საქართველოს სახალხო ფრონტი წინადადებით გამოვიდა, რომ მომხდარიყო მთავრობის სასახლის წინ მდებარე მოედნის რეკონსტრუქცია და იქ აგებულიყო 9 აპრილს უდანაშაულოდ დაღუპულთა მემორიალი.

უფლებადამცველი ანა არღანაშვილი
1675437754
საერთაშორისო სტატისტიკით, ხუთი ბავშვიდან ერთი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება - უფლებადამცველი მოზარდებზე ძალადობაზე

საქართველოში ყოველწლიურად ასობით არასრულწლოვანი სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი ხდება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში დაზარალებული მიღებული ტრავმისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებს, ასევე არ ხდება ყველა დამნაშავის შესაბამისად დასჯა. რა სისტემური პრობლემები არსებობს ბავშვთა ძალადობის პრევენციაში? რა როლი აქვს ბავშვთა რეაბილიტაციის პროცესში სპეციალისტების დახმარებას? რა უნდა გაკეთდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად? ამ და სხვა საკითხებზე PIA.GE-სთან უფლებადამცველმა ანა არღანაშვილმა ისაუბრა. - რა პრობლემებს ვაწყდებით ბავშვთა ძალადობისგან დაცვის კუთხით საქართველოში?ბავშვთა ძალადობაზე პრობლემებს ვხვდებით ძალიან ბევრ სექტორსა და სფეროში. დაწყებული იქიდან, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა არის ძალადობა, დამთავრებული იმით, რომ ხშირად მოძალადეები სხვადასხვა გარემოების გამო ვერ ისჯებიან.ამ ბევრ პრობლემაში ჩვენი, უფლებადამცველებისა და ბავშვთა ადვოკატების, იმედი არის სასამართლო, რომელმაც ყველა ის შეცდომა და ხარვეზი უნდა გამოასწოროს, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე იყო დაშვებული: პრევენციის არქონა, რეაგირების ნაკლებობა და ა.შ. როდესაც სასამართლოში გვხვდება პრობლემა, ეს ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულად აღიქმება, რადგან ყველა სხვა ეტაპზე ბავშვებს ვამხნევებთ, რომ მათი ხმა სასამართლოს მხრიდან მაინც იქნება გაგონილი. განსაკუთრებით მტკივნეულია და ბავშვის ფსიქიკისთვის დამანგრეველია თუ ჩვენ სასამართლოში გვხვდება პრობლემები.- რამდენად დროული და ეფექტიანია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე უწყებების მხრიდან რეაგირება?სამწუხაროდ, არ არის ეფექტიანი რეაგირება და ეს მრავალდონიანი პრობლემაა. ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ყველა სახის სექსუალური ძალადობის დასჯას და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, არ გვყავს საკმარისად გადამზადებული პროფესიონალები და ძალიან ხშირად ერთ პროკურორს ან ერთ გამომძიებელს აწევს მთელი ამ ხარვეზის გამოსწორების მოლოდინები.რა თქმა უნდა, არასრულფასოვანი კანონმდებლობისა და რესურსების პირობებში, მხოლოდ ერთი ადამიანი ან ერთი უწყება ამ პრობლემებს ვერ გამოასწორებს და სამწუხაროდ, პრობლემები გვაქვს კანონმდებლობის დონეზე, ბავშვების ექსპერტიზების დონეზე, ასევე, არსებობს ბავშვების გამოკითხვის პრობლემა, შესაბამისი სამედიცინო მომსახურებისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის არქონა, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან პრობლემის შეტყობინების ნაკლებობა. ამ პრობლემებზე ინტერსექტორულად მუშაობა არ ხდება. ამიტომაც გვაქვს გაცილებით ნაკლები შეტყობინება ძალადობის შესახებ, რადგან საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, ხუთი ბავშვიდან ერთი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება და ჩვენი სტატისტიკა არც კი უახლოვდება საერთაშორისო ნორმებს. - რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მოთხოვნებს გაუპატიურებისა და სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ?არათუ სექსუალური ძალადობის, არამედ ბავშვთა ძალადობის პრევენციის ცალკე გაწერილი გეგმაც კი არ გვაქვს. ჩვენი კანონმდებლობა საერთაშორისო მოთხოვნებს არ შეესაბამება. სახელმწიფოს აქვს ასეთი მიდგომა, რომ თუ პრობლემას არ აღიარებს, მაშინ მას ნაკლებად გააკრიტიკებენ. სახელმწიფო პრობლემებს, რომლებიც აშკარად არსებობს, არ აღიარებს. მისი ხედვა არის, რომ ყველაფერი არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, სიმართლე არ არის. - სექსუალური ძალადობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, საზოგადოებაში კვლავ დაბალია ინფორმაცია ბავშვის ამ სახის ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების შესახებ, რა უნდა გაკეთდეს სტიგმისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებების აღმოსაფხვრელად? პირველ რიგში, დაგვჭირდება სამოქმედო გეგმა და ამას სჭირდება ყველა სექტორში არსებული პრობლემების ძალიან კარგი ანალიზი. მაგალითად, გვაქვს სექტორები, რომელთა მიმართაც ამ კუთხით ყურადღება საერთოდ არ არის გამახვილებული. ტურიზმის სექტორი რომ ავიღოთ, სადაც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკები ძალიან მაღალია, ჩვენთან არ გვაქვს რეგულაცია, რომელიც ბავშვებს ტურიზმის სექტორში სექსუალური ძალადობისგან დაიცავს.გარდა ამისა, ძალიან მაღალია ონლაინ სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა და ამ კუთხითაც არ არსებობს რეგულაცია. მთელი რიგი სექტორები დღეს სრულიად არიან მინდობილი ძალადობის შემთხვევების თვითდინებით გამოვლენაზე. ჩვენ პროაქტიურად უნდა დავიცვათ ბავშვები, გავაფრთხილოთ მშობლები, გადავამზადოთ სპეციალისტები, გვქონდეს ერთიანი ხედვა და შევაფასოთ, თუ რამდენად ეფექტურია ჩვენი მუშაობა. - არის თუ არა დღეს პრობლემა დაცვის მხარისა და მოსამართლის მიერ მსხვერპლისადმი მიმართვის ფორმები და დასმული კითხვები? რა უნდა გაკეთდეს სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად? დღეს გვაქვს ასეთი მიდგომა: კანონი თუ არის დაწერილი, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა. საერთაშორისო პრაქტიკა გვეუბნება, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. კანონის დაწერის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება გაიდლაინები, როგორ აღვასრულოთ იგი ეფექტიანად. დღეს არ გვაქვს არანაირი გაიდლაინი იმის შესახებ, თუ რა კითხვების დასმა არის არამიზანშეწონილი ბავშვისთვის, რომელი კითხვა უნდა აირჩეს, რას ნიშნავს ბავშვის მოსმენა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, ამიტომ კანონი ეფექტიანად არ სრულდება და სასამართლოში ბავშვების ხელახალი „ვიქტიმიზაცია“ ხდება. ეს ხდება უმეტესად დაცვის მხარის ადვოკატების მხრიდან, თუმცა გვაქვს შემთხვევები, როდესაც თავად მოსამართლეებიც არ არიან მგრძნობიარე ამ საკითხებზე და არ იცავენ ბავშვებს თუნდაც დაცვის მხარის ადვოკატების მხრიდან შეტევის დროს ან თავადაც არამგრძნობიარე შეკითხვებს სვამენ, ეს არის სისტემური პრობლემა. - იკვეთება თუ არა ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება სექსუალური ძალადობის ნიშნებისა და შემთხვევების დროულად გამოსავლენად? სპეციალისტების რაოდენობა განსაკუთებით დაბალია რეგიონებში, რაც დაზარალებულების რეაბილიტაციის სერვისების სიმცირეზე აისახება, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო სპეციალისტების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად? რეაბილიტაციის სერვისები ფაქტობრივად არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის თავშესაფრები და ამავე თავშესაფრებს ვავალებთ ამ ფუნქციის შესრულებას, ეს თავშესაფრები ამ მიზნით შექმნილი არ არის. ცალკე უნდა იყოს შექმნილი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სერვისები.რაც შეეხება სპეციალისტების გადამზადებას, პირველ რიგში, არიან სპეციალისტები, რომლებიც საერთოდ არ არიან გადამზადებულები, გადამზადება საერთოდ არ აქვს გავლილი სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლებს და მეორე პრობლემაა ის, რომ ვისაც აქვთ გადამზადება გავლილი, ადვოკატებს, სოცმუშაკებს, მათი გადამზადება არ არის საკმარისი, იგი არის ერთჯერადი და რეალურად არ ამოწმებს, თუ რამდენად შეიძინა შესაბამისი უნარები ამ ადამიანმა, ამიტომ ეს სისტემა უნდა გაუმჯობესდეს და შეიცვალოს. - როგორია მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მნიშვნელობა და რა პრობლემებს აწყდება მოზარდი სოციალურ სივრცეში რეინტეგრაციის გზაზე?მოზარდი როდესაც ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ეს არ არის მხოლოდ ერთი სფეროს პრობლემა. ამის შემდეგ ზარალდება მისი აკადემიური მოსწრება, განათლება, ჯანმრთელობა. შესაძლოა, იგი საზოგადოებიდან საერთოდ გაირიყოს და ბავშვობაში განცდილი ძალადობა მთელი მისი ზრდასრულობის ტრავმად დარჩეს. რეაბილიტაციას არ აქვს არანაირი ალტერნატივა, იგი სავალდებულო უნდა იყოს. ეს პრობლემები, რომლებიც გხვდება უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ რეაბილიტაციის პროგრამები დაიწყოს სახელმწიფომ, თუმცა მსგავსი პროგრამების ამოქმედება ვერ ხდება, რადგან სახელმწიფოს არ აქვს შეფასებული საჭიროებები და ამის გადავადებას ახდენს. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მოითხოვოს ამ პროგრამების შემუშავება ყველა ბავშვისთვის. რეაბილიტაციის გარეშე ბავშვის დატოვება მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალადობისგან მიღებული ტრავმის გაღრმავებას ნიშნავს. ამან შეიძლება, ადამიანს ხელი შეუშალოს თვითრეალიზაციაში, პროფესიის დაუფლებაში, ოჯახის შექმნაში და სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხში. მოამზადა ლუკა ციბაძემ ⭕ 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით შიდა ქართლში ბიძა დააკავეს ⭕ დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

••• იტვირთება