მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

სპორტი

გიორგი მიქაუტაძე
1759682277
„პატარა ეშმაკია“ - რეალთან გოლის შემდეგ AS გიორგი მიქაუტაძეზე

ესპანური გამოცემა AS-ი მადრიდის „რეალთან“ „ვილიარეალის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გოლს გამოეხმაურა.როგორც ცნობილი საიტი წერს, მიქაუტაძემ „რეალის“ მცველებს მოედანზე წონასწორობა დააკარგვინა:„ის პატარა ეშმაკია. მოედანზე მისი ყოფნისას „რეალის“ ცენტრალურმა მცველებმა ორიენტაცია დაკარგეს. შესანიშნავი გოლი სხვაობის შესამცირებლად, მაგრამ უსარგებლო“, - წერს AS-ი.გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე შვიდ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად ლა ლიგაში მისი მონაგარი 5 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე პასია.„ვილიარეალი“ 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი სანაკრებო პაუზის შემდეგ 18 ოქტომბერს, „ბეტისს“ უმასპინძლებს. „რეალს“ 21 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს, „ხეტაფესთან“ ჩაატარებს.

მერაბ დვალიშვილი
1759640422
მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში დვალიშვილი გააქტიურდა და ამავე რაუნდში ნოკაუტთან ახლოს იყო, სენდჰეგენს, ძირითადად, თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ, ხუთი რაუნდის შემდეგ, ქართველი გამარჯვებულად მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყეტილებით გამოცხადდა.34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. ასევე, ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.ქართველმა მებრძოლმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ჩემპიონის რანგში მიმდინარე წლის იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ხოლო ივნისში კვლავ ო’მალის სძლია.მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 იყო, რაც UFC-ის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია. THE MACHINE STAYS KING 🇬🇪👑@MerabDvalishvil defeats Cory Sandhagen at #UFC320 by Unanimous Decision to remain the bantamweight champion of the world! pic.twitter.com/lkbosPkTCq — UFC (@ufc) October 5, 2025

გიორგი მიქაუტაძე
1759610956
გიორგი მიქაუტაძემ „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბრწყინვალე გოლი გაუტანა

გიორგი მიქაუტაძემ რეალს გაუტანა - ქართველმა შემტევმა ანგარიში შეამცირა. მისი „ვილიარეალი“ მადრიდის „რეალს“ სტუმრობს. მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა მიქაუტაძემ სამეფო კლუბის კარი 73-ე წუთზე აიღო.

გიორგი მამარდაშვილი
1759610797
„დიდი ქართველი აშკარად კარგი მეკარეა, დებიუტის გათვალისწინებით კარგად ითამაშა“ - „ლივერპულური“ მედია მამარდაშვილზე

„ლივერპულური“ მედია ინგლისის პრემიერლიგაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტს გამოეხმაურა.მერსისაიდული კლუბი „ჩელსისთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველ მეკარეს საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა.Liverpool.com 6 ქულა: „პრემიერლიგაში პირველად გამოჩენისას თავდაჯერებული იყო ჩაწოდებების დაჭერისას, თუმცა ბურთით ყოველთვის კომფორტულად არ გამოიყურებოდა. რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა“.Liverpool Echo 7 ქულა: „ზედიზედ ორი კარგი სეივი როცა გიტენსს და ესტევაო აჯობა. თავის მცველებთან ურთიერთობას ამყარებდა“.This is anfield 6 ქულა: „დიდი ქართველი აშკარად კარგი მეკარეა, მან ორი კარგი სეივი შეასრულა, როდესაც გიტენსს და ესტევაოს არ მისცა გატანის საშუალება. თუმცა, ის ნამდვილად არ არის ბურთის ფლობაში ისეთი კარგი, როგორც ალისონი. კარგად ითამაშა იმის გათვალისწინებით, რომ ეს მისი დებიუტი იყო“.გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ სამი მატჩი აქვს ჩატარებული - მან ერთხელ პრემიერლიგაში ითამაშა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე და ერთხელაც ინგლისის ლიგის თასზე.„ლივერპული“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა (ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით - მესამედ) და ლიდერი აღარაა: 15 ქულით მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება „არსენალს“. სანაკრებო პაუზის შემდეგ არნე სლოტის გუნდი 19 ოქტომბერს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

გიორგი მამარდაშვილი
1759518093
„მაღალი დონის მეკარეა“ - არნე სლოტი მამარდაშვილზე

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ჩელსისთან“ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კომენტარი გიორგი მამარდაშვილზეც გააკეთა.„როდესაც მამარდაშვილს ვიმატებდით, თავიდანვე ვიცოდი, რომ კარგი მეკარე იყო. „საუთჰემპტონთან! თამაშში გამოჩნდა, რომ ის გუნდს კარგად შეეწყო, რადგან ის გამორჩეული და მაღალი დონის მეკარეა. ახლა მას შეუძლია გააკეთოს, ის რასაც კელეჰერი აკეთებდა და ალისონს ჩაანაცვლებს“, - განაცხადა სლოტმა.ცნობისთვის, ალისონ ბეკერმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „გალათასარაისთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით მოედანზე დაბრუნებას ნოებრის სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილისთვის შანსია, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს.

ვილი სანიოლი
1759511346
ვილი სანიოლი: ჩემი მიზანია, რომ საქართველოს ნაკრებმა ყველას აჩვენოს, რომ მაღალი დონის გუნდია

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩებისთვის მზადებას ორშაბათიდან დაიწყებს.შემადგენლობის დასახელების შემდეგ ვილი სანიოლი ჟურნალისტებს შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა ფეხბურთელებისა და მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.„რა თქმა უნდა, თავდამსხმელებისთვის მნიშვნელოვანია გოლების გატანა. თუმცა, ფეხბურთში მხოლოდ შეტევა არაა მნიშვნელოვანი, არამედ დაცვაც. ჩვენ კი ბოლო დროს განსაკუთრებით დაცვაში გარკვეული გამოწვევები გვქონდა, სადაც თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ამიტომაც, ახლა ჩემი მოვალეობაა, სწორი ბალანსი ვიპოვო. რა თქმა უნდა, რაც უფრო თავდაჯერებულია ფეხბურთელი, ეს უფრო მეტად გვეხმარება. კარგია, რომ მიქაუტაძე კარგ ფორმაშია, რადგან „ვილიარეალმა“ მასში ძალიან დიდი თანხა და გადაიხადა და ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ ფორმაშია.როდესაც ესპანეთსა და თურქეთთან გასვლაზე უნდა ითამაშო, კონკრეტულად საუბარი ძნელია, განსაკუთრებით ესპანეთზე, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. გეტყვით, რომ ჩვენი მიზანი ისევ წინსვლა და განვითარებაა. ვფიქრობ, თუ ამას შევძლებთ, შედეგებიც სასურველი იქნება.დოლტმურზიევს რაც შეეხება, ყველა კანდიდატს ვაკვირდებით, ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ამ ეტაპზე არ განიხილება ნაკრების წევრად. გაგუას ივნისში დავაკვირდით და ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე არ არის საკმარისი ის, რაც დავინახეთ. ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და გარკვეული თვისებები სჭირდება. თვითონ ფეხბურთელების პასუხისმგებლობაა, რომ მათ დაგვიმტკიცონ, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ.ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ეროვნული ნაკრების განვითარება, თუმცა ამავდროულად შედეგების მნიშვნელობასაც ვაცნობიერებ. ასეთი მაღალი დონის თამაშები მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა დავინახოთ, რა ეტაპზე ვართ. კონკრეტული შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მოგება ან წაგება მხოლოდ მწვრთნელის პასუხისმგებლობა არაა. ჩემი მიზანია, რომ საქართველოს ნაკრებმა ყველას აჩვენოს, რომ მაღალი დონის გუნდია. ისაუბრონ ჩვენზე, როგორც რთულ და სერიოზულ მეტოქეზე.კიტეიშვილზე არაერთხელ მისაუბრია და ყოველთვის აღვნიშნავთ მის მნიშვნელობას. გოლი, რომელიც გუშინ გაიტანა, მას მეტ თავდაჯერებას შესძენს. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ უფრო მშვიდად მძინავს, როცა ვიცი, რომ ის კარგადაა და სათამაშოდ მზადაა.ჩაკვე რთულ სიტუაციაშია, მოგეხსენებათ, 7 თვეა არ უთამაშია. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს, მარტის მატჩებისთვის მზად იქნება, რომ ნაკრებს დაეხმაროს. ყველამ იცის და თვითონაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია.ფაქტია, რომ დაცვაში ბევრი პრობლემა და გამოწვევა გვაქვს. საზონოვი არ თამაშობს, ხვადაგიანს ტრავმა აქვს, ლოჩოშვილს დისკვალიფიკაცია, ბევრი ფეხბურთელი ფორმაში არაა. ჩემთვის იდეალური მდგომარეობა არაა, მაგრამ როგორც მწვრთნელმა, რეალობას თვალი ყოველთვის უნდა გავუსწორო და უნდა ვეცადო იმ რესურსით მივაღწიოთ სასურველ შედეგს, რომელიც გვაქვს.გოჩოლეიშვილისთვის დიდი გამოწვევაა ისეთ კლუბში თამაში, როგორიც „ჰამბურგია“, რომელსაც ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. ბუნდესლიგა უმაღლესი დონის ჩემპიონატია და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი დონის ჩემპიონატში თამაში“, - განაცხადა სანიოლმა.

სანიოლი და კიტეიშვილი
1759510670
„უფრო მშვიდად მძინავს, როცა ვიცი, რომ ის კარგადაა და სათამაშოდ მზადაა“ - სანიოლი კიტეიშვილზე

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩებისთვის მზადებას ორშაბათიდან დაიწყებს.შემადგენლობის დასახელების შემდეგ ვილი სანიოლი ჟურნალისტებს შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა.„კიტეიშვილზე არაერთხელ მისაუბრია და ყოველთვის აღვნიშნავთ მის მნიშვნელობას. გოლი, რომელიც გუშინ გაიტანა, მას მეტ თავდაჯერებას შესძენს. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ უფრო მშვიდად მძინავს, როცა ვიცი, რომ ის კარგადაა და სათამაშოდ მზადაა“, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა. 

პრესკონფერენცია
1759492655
ესპანეთთან და თურქეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა

ესპანეთთან და თურქეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.ვილი სანიოლმა მოახლოებული თამაშების მნიშვნელობასა და ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელზე ისაუბრა.პრესკონფერენციაზე მასთან ერთად იმყოფებოდა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.დღეს ათი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს და იაშვილმა მათი გუნდის ათწლიანი მოღვაწეობა შეაფასა.

მამარდაშვილი და ალისონი
1759436237
The Athletic: ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა, ალისონი უფრო მეტ თამაშს გამოტოვებს, ვიდრე თავიდან ეგონათ

„ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ბრაზილიელი მოედანზე დაბრუნებას, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებამდე ვერ შეძლებს. ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.ალისონმა ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება „გალათასარაის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო და მოედანი 56-ე წუთზე დატოვა. მის ნაცვლად კარში გიორგი მამარდაშვილი ჩადგა. ვარაუდობდნენ, რომ ის ვარჯიშის განახლებას ოქტომბერშივე შეძლებდა.გამოცემის ცნობით, ბრაზილიელი მეკარე რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩს გამოტოვებს, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „რეალ მადრიდთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“. სავარაუდოდ, ამ შეხვედრებში „ლივერპულის“ კარს საქართველოს ნაკრების მეკარე დაიცავს.დიდი ალბათობით, მამარდაშვილის დებიუტი ინგლისის პრემიერლიგაში 4 ოქტომბერს „ჩელსის“ წინააღმდეგ შედგება.

ქოჩორაშვილი და მიქაუტაძე
1759433960
Transfermarket-ზე ქოჩორაშვილისა და მიქაუტაძის ფასები გაიზარდა

ცნობილმა გამოცემამ Transfermarket-მა პორტუგალიისა და ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.„ვილიარეალისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევის გიორგი მიქაუტაძის ფასი 30 მილიონამდე გაიზარდა. ქართველის ფასი „ყვითლებში“ გადასვლამდე 22 მილიონი იყო. მომატებულია გიორგი ქოჩორაშვილის ფასიც, რომლის ღირებულებაც „ლევანტეში“ ყოფნისას 5 მილიონი იყო, ახლა კი 6 მილიონია. რაც შეეხება „ეშტორილის“ ნახევარმცველ ნოდარ ლომინაძეს, მისი ღირებულება 500 ათასიდან 700 ათასამდეა გაზრდილი.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელთა ხუთეული ასე გამოიყურება:1. ხვიჩა კვარაცხელია - 90 მილიონი2. გიორგი მამარდაშვილი - 30 მილიონი3. გიორგი მიქაუტაძე - 30 მილიონი4. ზურიკო დავითაშვილი - 10 მილიონი5. საბა გოგლიჩიძე - 8 მილიონი

გიორგი მამარდაშვილი
1759429173
„შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ თავისი კვალი დატოვოს“ - Anfieldwatch მამარდაშვილზე

4 ოქტომბერს „ლივერპული“ პრემიერლიგის მე-7 ტურში „სტენფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ ესტუმრება. არნე სლოტის გუნდმა ჯერ „კრისტალ პალასთან“ წააგო, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თურქულ „გალათასარაისთან“ დამარცხდა.მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით წერს „მერსესაიდული“ გამოცემა anfieldwatch-ი და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. გამოცემა, ასევე, შეეხო გიორგი მამარდაშვილის საკითხს, რომელიც დიდი ალბათობით „ჩელსისთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება, რადგან ბრაზილიელმა ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო.„არნე სლოტი „ელსისთან“ მატჩში ცვლილებებს განახორციელებს, რადგან ბოლო შეხვედრებიდან გამომდინარე ეს საჭიროა. ყველაზე მოსალოდნელი ცვლილება გიორგი მამარდაშვილის ძირითადში ყოფნა იქნება. ალისონმა „გალათასარაისთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ თამაშს ვერ შეძლებს. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „ლივერპულს“ მამარდაშვილის სახით მსოფლიო დონის შემცვლელი ჰყავს.მამარდაშვილი გასულ წელს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე მსოფლიოს საუკეთესო მეკარისთვის ლევ იაშინის ჯილდოზე იყო წარდგენილი. ის უკვე დიდი ხანია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ ითვლება. ახლა კი, საბოლოოდ, პრემიერ ლიგაში გამოჩნდება და ეს მისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ თავისი კვალი დატოვოს“,- წერს გამოცემა.

გიორგი მიქაუტაძე
1759413790
„გადახდილ 31 მილიონს ამართლებს“ - ესპანური მედია მიქაუტაძეზე

ესპანური გამოცემა Eldesmarque „იუვენტუსთან“ გიორგი მიქაუტაძის გოლს გამოეხმაურა და წერს, რომ ქართველი ფორვარდი ამართლებს იმ 31 მილიონს, რომელიც „ლიონს“ მის სანაცვლოდ „ვილიარეალს“ გადაუხადა.„მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდა ამ ზაფხულს. კლუბმა, რომლის ხელმძღვანელიც ფერნანდო როიგია, თავდამსხმელის შესაძენად 31 მილიონი ევრო გადაიხადა, რომელიც გასულ სეზონში „ლიონში“ თამაშობდა.მიუხედავად იმისა, რომ მისი დებიუტი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ „მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე შესანიშნავი არ იყო, როგორც ჩანს, ეს მას ადაპტაციაში დაეხმარა, რადგან მას შემდეგ ძალიან მაღალი დონე აჩვენა.მან თავისი გოლების სია „ოსასუნას“ წინააღმდეგ გახსნა, ხოლო გასულ სამშაბათს, „სევილიას“ წინააღმდეგ, 21 წუთის განმავლობაში ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.„იუვენტუსის“ წინააღმდეგ მაღალი ხარისხი აჩვენა, ამიტომ, როგორც ჩანს, ის იწყებს იმ ფასის გამართლებას, რაც მის სანაცვლოდ გადაიხადეს“, - წერს Eldesmarque.

••• იტვირთება