მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ბიზნესი

საქართველოს ბანკი
1759502776
საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია. ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. განახლებული ფუნქციონალით უკვე შესაძლებელია ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის თანხის მომენტალურად გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში, ამასთან: თანხის გადარიცხვა-გადმორიცხვა შესაძლებელია საკუთარ ბარათებს შორის მომენტალური ასახვით, დღე ღამის ნებისმიერ დროს გადარცხვის შესრულება შესაძლებელია დოლარში, ევროსა და ფუნტში გადარიცხვა სრულდება VISA ან MASTERCARD საბარათე სისტემებით ერთი ტრანსაქციის მოცულობის ლიმიტი 1 000 ერთეულია (ევრო, დოლარი და/ან ფუნტი) განახლებული ფუნქციონალით უცხოურ ვალუტაში შესრულებული თანხის გადატანა-გადმოტანის ოპერაცია 1 იანვრამდე საკომისიოს გარეშეა შესაძლებელიგადარიცხვა ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში:ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, კვიპროსი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი.გადადი მობილბანკში და გამოცადე მომენტალური გადარიცხვის ფუნქციონალი.

მადლობა
1759493133
გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქცია სააგენტოს აწარმოე საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსდა.ობლიგაციებზე 8.25%-იანი საპროცენტო განაკვეთი დადგინდა, ხოლო ვადიანობა 2 წლით განისაზღვრა. ობლიგაციები საქართველოს ან თბილისის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.„ვულოცავთ გუდაური ლოჯს და საქართველოს კაპიტალს კომპანიის სადებიუტო ობლიგაციების წარმატებით განათავსებას. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა კომპანიის კაპიტალის ბაზრებზე გასვლასა და ფინანსური სტაბილურობის კიდევ მეტად განმტკიცებაში. ინვესტორების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესი კაპიტალის ბაზრისა და კომპანიის გამოცდილებისადმი ნდობაზე მიუთითებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბაზარს კიდევ არაერთ წარმატებულ ტრანზაქციას შევთავაზებთ”, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კუპრაშვილმა. შპს „გუდაური ლოჯი“ პრემიუმ კლასის სასტუმროა გუდაურში - წამყვან სამთო-სათხილამურო კურორტზე საქართველოში. სასტუმრო 2019 წლიდან ოპერირებს და სტუმრებს მრავალფუნქციურ სერვისებს სთავაზობს ერთ სივრცეში.

საქართველოს ბანკი
1759409085
სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ.კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს, რომლებსაც 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი არ გამოუყენებიათ, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ: 25%-იანი ქეშბექი Mastercard ბიზნეს ბარათზე, მაქსიმუმ 500 ლარამდე (ქეშბექი მოქმედებს კამპანიის პერიოდში შესრულებულ ტრანზაქციებზე). გადარიცხვები საკომისიოს გარეშე – სურვილისამებრ - ლარში ან უცხოურ ვალუტაში. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ ისეთი სიახლეები და კამპანიები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებს და დამატებით სარგებელს მოუტანს. სწორედ ამიტომ, ახალი კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, ქეშბექი და უფასო გადარიცხვები მიიღონ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესის ზრდასა და განვითარებას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი, ან ისარგებლეთ ბიზნეს ინტერნეტბანკით. ხოლო თუ ჯერ არ ხართ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, ონლაინ.

გრანდმოლი
1759390863
საქართველოს ბანკის მობილბანკში Grand Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებას აგრძელებს. ამ მიზნით, მობილბანკის ფუნქციონალები კიდევ უფრო გაფართოვდა და მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, Grand Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები აპლიკაციაშივე შეიძინონ.ახალი სერვისი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ციფრული სასაჩუქრე ბარათი მარტივად, მხოლოდ ადრესატის მობილური ტელეფონის ნომრის გამოყენებით გააგზავნონ. ამასთანავე, შესაძლებელია პერსონალიზაციაც – მისალოცი ტექსტის დამატება და დიზაინის შერჩევა.Grand Mall ბათუმის ციფრული სასაჩუქრე ბარათის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობაშია. ბარათის მფლობელს შეუძლია, იშოპინგოს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ სავაჭრო ცენტრის მასშტაბით ნებისმიერ ობიექტში, რაც მას მრავალფეროვან არჩევანს და დამატებით კომფორტს სთავაზობს.„საქართველოს ბანკში ვზრუნავთ, რომ მომხმარებელს თანამედროვე, სწრაფი და მოქნილი ციფრული პროდუქტები შევთავაზოთ. Grand Mall ბათუმის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, მობილბანკის ფუნქციონალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, საყვარელი ადამიანებს საჩუქარი მარტივად გასდასცენ“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.ინფორმაციისთვის, ბარათის დამატება შესაძლებელია ციფრულ საფულეში (Wallet), ბარათის ადრესატი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა იგი საქართველოს ბანკის მობილბანკით.გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე Grand Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად. 

თიბისი კაპიტალი
1759388692
თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს

თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს, რომლებიც ფულადი სახსრების უფრო მოგებიანად და ეფექტიანად მართვას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე თიბისი კაპიტალმა ლიკვიდობის მართვის ახალი სერვისი წარადგინა, რომელიც ბიზნესს მათზე მორგებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს სთავაზობს. სერვისი მოიცავს: კომპანიების ფულადი სახსრების ანალიზს, მათზე მორგებული საინვესტიციო პორტფელის შექმნასა და მართვას. ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდებში თანხის დაბანდება განვითარებულ ბაზრებზე დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამ ინსტრუმენტებში ინვესტირება კომპანიებისთვის უფრო მოქნილი, დაბალრისკიანი და მაღალშემოსავლიანია, ვიდრე ტრადიციულ აქტივებში. საქართველოში კი ბიზნესი თანხის განსათავსებლად ძირითადად საბანკო დეპოზიტებს ირჩევს. კერძოდ, ბიზნესი თავისუფალი ფულადი რესურსების მხოლოდ 2%-ს აბანდებს ფასიან ქაღალდებში, უდიდესი ნაწილი კი - საბანკო დეპოზიტებშია განთავსებული. წლიდან წლამდე ქვეყანაში ახალ საინვესტიციო ინსტრუმენტებზე მოთხოვნა იზრდება. თიბისი კაპიტალის სერვისების მეშვეობით დღეს ბიზნესს შეუძლია, ინვესტირება სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტში განახორციელოს და მრავალფეროვანი პროდუქტებით ისარგებლოს, როგორებიცაა: საბროკერო სერვისები, მხარდაჭერა ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში, კვლევები და პროფესიონალური კონსულტაციები. თიბისი აქტივების მართვამ კორპორატიული კლიენტებისთვის გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო ფონდების უპირატესობები წარადგინა: ფონდები მომხმარებლებს ექსკლუზიურ წვდომას აძლევს მაღალი ხარისხის უზრუნველყოფილი სესხების პორტფელზე, რომლითაც შესაძლებელია სტაბილური შემოსავლის მიღება დივერსიფიცირებული რისკით. თიბისი აქტივების მართვის საკრედიტო ფონდების შემოსავლიანობამ ბოლო 12 თვეში უძრავი ქონების გაქირავებითა და ობლიგაციებით მიღებულ შემოსავლიანობას გადააჭარბა; მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში კი მოსალოდნელი სამიზნე მოგებიანობა 8.5-9.5%-ის ფარგლებშია. ღონისძიების დასკვნით ნაწილში პანელური დისკუსია გაიმართა. კომპანიებმა, რომლებიც აქტიურად იყენებენ ალტერნატიულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, საკუთარი გამოცდილება გააზიარეს და პროდუქტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში ეხმარებათ.

დავით ნარმანია
1759387471
დავით ნარმანიამ UNICEF-ის პროექტის ფარგლებში ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებში ენერგეტიკის საკითხებზე საჯარო ლექციები წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციები წაიკითხა. საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ სტუდენტები, რომელთა ინტერესების სფეროს წარმოადგენს ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ბავშვთა უფლებები.დავით ნარმანიამ სტუდენტებს გააცნო მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა, ამასთანავე მან ისაუბრა პროექტებზე, რომელსაც სემეკი, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდების განათლებისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით. ბათუმსა და ქუთაისში საჯარო ლექციები ჩატარდა პროექტის - „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისთვის“ ფარგლებში, სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფუძნებული ბავშვთა უფლებების ცენტრის ორგანიზებით. პროექტის - „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისთვის“ მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება სასმელ წყალთან, გარემოსთან, ჰაერის შიდა დაბინძურებასთან და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ახალგაზრდებში ქვეყნის წყლის რესურსებზე ზრუნვის, დაცვის იდეის განმტკიცება. პროექტი ხორციელდება ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში. პროექტში ჩართულია 40 სკოლის 650 მოსწავლე, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.

„ბანკი ქართუ“
1759325674
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წევრ კომპანია სს „ბანკ ქართუს” საკრედიტო რეიტინგის B+ დონემდე გაუმჯობესებას ულოცავს

2025 წლის 26 სექტემბერს, ჩატარებული შეფასების შედეგად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა სს „ბანკ ქართუს“ გაუმჯობესებული გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა.„ბანკმა ქართუმ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და გააუმჯობესა თავისი რეიტინგი, რაც პირდაპირ მოწმობს, როგორც შიდა მართვის მაღალი ხარისხის ეფექტიანობას, ისე ბანკის ფინანსურ სტაბილურობასა და გრძელვადიან მდგრადობას. აღნიშნული შედეგი ასახავს ორგანიზაციის უნარს, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე საბანკო სექტორის გამოწვევებს და განაგრძოს განვითარება სტრატეგიული მიზნების შესაბამისად“, - განაცხადა ბანკი ქართუს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს არამხოლოდ ბანკის წარმატების აღიარებას, არამედ ასევე ზრდის მის სანდოობას ინვესტორებსა და პარტნიორებთან ურთიერთობებში.აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ამაღლება განპირობებულია ბანკის აქტივების ხარისხის გაუმჯობესებით, ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ზრდითა და მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით.„ვულოცავთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიას ბანკ ქართუს ამ საერთაშორისო აღიარებას, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. აღნიშნული მიღწევა ბანკის გუნდის პროფესიონალიზმსა და დაუღალავ შრომას ასახავს, რაც მისი გრძელვადიანი მდგრადობისა და განვითარების საფუძველია”, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

თიბისი
1759323657
სავალუტო რისკისა და შესაძლებლობების მართვა მულტისავალუტო ეკონომიკებში

თიბისი კაპიტალი აგრძელებს პუბლიკაციების სერიას, რომლის მიზანიც სტრატეგიულ ბიზნეს-გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაკროეკონომიკური ანალიზის ინტეგრირებაა. ამ კუთხით, გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა კვლევა საცხოვრებელი უძრავი ქონებისა და სხვა სექტორებში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის გაანგარიშების თაობაზე. დღევანდელი პუბლიკაცია ეთმობა სავალუტო რისკისა და შესაძლებლობების მართვას მულტისავალუტო ეკონომიკებში, აღნიშნული ოპტიმალური სტრუქტურის გამოყენებით.კერძოდ, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების მაგალითებზე განხილულია: კორპორატიული ფინანსების შესაბამისი მაჩვენებლების გამოყენებით, თუ რას ნიშნავს სავალუტო რისკისაგან დაზღვევა; როგორ უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესის ციკლურობა და გაყიდვების ფასისმიერი ელასტიურობა; ასევე ხარჯები, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები და ვალუტის კონვერტაციები; და გაცვლითი კურსების საპროგნოზო მაჩვენებლები. საყურადღებოა, რომ, ჩარჩოს მხოლოდ ბოლო საფეხურის - გაცვლითი კურსის წონასწორული მაჩვენებლების შეფასებისა და მათგან გადახრის - შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, რომლებიც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ბოლო ხუთ წელიწადში ძალზე მოცულობითი, 6 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებისას მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობას.მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, საქართველოს საინვესტიციო საბჭოს ორგანიზებით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა. დისკუსიისას, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს სექტორის, ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ აღინიშნა, რომ ჩარჩო საკმაოდ ინოვაციურია, ეყრდნობა როგორც მაკროეკონომიკურ ანალიტიკას, ასევე ბიზნესის პრაქტიკულ გამოცდილებას. თიბისი კაპიტალი განაგრძობს სამუშაო შეხვედრებს და მზადყოფნას გამოთქვამს დაინტერესებულ მხარეებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

დაჯილდოება
1759319235
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ცნობილია - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია. 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი გახდა.წლევანდელი მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ: ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი; ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; შალვა მინდაძე, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი. თითოეულ ფინალისტს საქართველოს ბანკისგან ფულადი ჯილდო - 5000 ლარი გადაეცა. კონკურსის გენერალური სპონსორისგან, „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ კი გამარჯვებულს 15 000 ლარი გადაეცემა.ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო უკვე 9 წელია ემსახურება მთავარ მიზანს აჩვენოს საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და რამდენად აუცილებელია მათი დაფასება და მხარდაჭერა. ამ დროის მანძილზე არაერთი გამორჩეული პედაგოგი გავაცანით საზოგადოებას, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან მოსწავლეების ცხოვრებას უკეთესობისკენ, და წლევანდელი გამარჯვებულიც სწორედ ამის მაგალითია. ჯილდო არის მოტივაცია არა მხოლოდ მოქმედი მასწავლებლებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც მომავალში ამ პროფესიის არჩევაზე ფიქრობენ”, - აღნიშნავს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დირექტორი თამუნა გურგენიძე.საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციისთვის, განათლების შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა მასწავლებლებს ენიჭებათ. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერები ვართ. მინდა მივულოცო პირველ რიგში კონკურსის გამარჯვებულს და ფინალისტებს და მადლობა გადავუხადო მათ, განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის. თითოეულ მონაწილეს კარგად ესმის, რომ სწორედ მასწავლებლები განსაზღვრავენ ქვეყნის უკეთეს მომავალს, ამიტომ მინდა მოვუწოდო მათ, მომავალ წელს აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი თავი”, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.ინფორმაციისთვის, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

თიბისი
1759318776
მევლუდ მელაძე Intercontinental Drifting Cup-ზე რიგაში იასპარეზებს

3-5 ოქტომბერს, რიგაში, ბიკერნიკის ლეგენდარულ ტრასაზე, დრიფტის ინტერკონტინენტალური თასის გათამაშებაზე (Intercontinental Drifting Cup) გამოცდილი ქართველი ავტომრბოლელი - მევლუდ მელაძე საქართველოს სახელით იასპარეზებს, სადაც მისი მხარდამჭერია თიბისი.Intercontinental Drifting Cup საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ოფიციალური ღონისძებაა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელები შეიკრიბებიან.ქართული ავტოსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას - მევლუდ მელაძეს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. მის სახელს, საქართველოში პროფესიული ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია უკავშირდება. საქართველოს თოთხმეტგზის ჩემპიონი და ათობით საერთაშორისო ეტაპის გამარჯვებული - ეს მისი შედეგების არასრული ჩამონათვალია.ბოლო წლებში კი, მევლუდმა მთელი ენერგია დრიფტისკენ მიმართა – ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი დისციპლინისკენ.აღსანიშნავია, რომ მევლუდ მელაძემ დრიფტში მონაწილეობა 42 წლის ასაკში დაიწყო; სწორედ იმ პერიოდში, როცა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ დრიფტის, როგორც სპორტის სახეობის აღიარება დაიწყო და პირველივე რბოლაზე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც საკუთარი თავისა და იმის რწმენა დაეხმარა, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია.დრიფტის პოპულარიზაციისთვის, მისი ძალისხმევითა და მეგობრების მხარდაჭერით, შეიქმნა „ლილო არენა“ – პროფესიონალური დრიფტის სარბოლო ტრასა, რომელიც დღეს უკვე არამხოლოდ სპორტსმენების, არამედ ახალგაზრდა თაობისათვისაც განვითარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა.თიბისისთვის პრიორიტეტია ისეთი ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს, დაბრკოლებებს; თამამი ნაბიჯებით, თავდაჯერებულად მიიწევენ დასახული მიზნებისკენ და სრულად გათავისებული აქვთ, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია - მთავარია გჯეროდეს.

თიბისი
1759314520
მომენტალური გადარიცხვა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე - თიბისის მობაილბანკს ახალი შესაძლებლობა დაემატა

მომხმარებლების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის მობაილბანკში სიახლეა - 24/7-ზე სხვა ბანკიდან გადარიცხვის ფუნქციონალს, საკუთარ უცხოურ ბარათზე მომენტალური გადარიცხვის შესაძლებლობაც დაემატა. დღეიდან, თიბისი მობაილბანკის მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ Visa და Mastercard ბარათებით, შესაძლებლობა აქვთ, ქართული ბარათის საკუთარი ანგარიშიდან უცხოური ბარათის საკუთარ ანგარიშზე ან პირიქით, დოლარი და ევრო მომენტალურად გადარიცხონ.ახალი ფუნქციონალით სარგებლობა შესაძლებელია 24/7-ზე. გადმორიცხვა/გადარიცხვის საკომისიო უცხოურ ბანკებში, ევროსა და დოლარში 1%-ია (მინიმუმ $5 ან € 5), თუმცა კამპანიის პერიოდში, ოქტომბრის თვის ბოლომდე, საკომისიო 0% იქნება.ფუნქციონალის დამატებითი დეტალები, ასევე ის, თუ რომელი ქვეყნების ბარათებზე შეგიძლიათ განახორციელოთ მომენტალური გადარიცხვებით, იხილეთ ბმულზე.ფუნქციონალით სარგებლობისთვის აუცილებელია, iOS და Android მოწყობილობაზე, აქტიური გქონდეთ მობაილბანკის მომსახურება, ვერსიით 8.15.0 ან უფრო ზევით.

სუხიშვილები
1759314308
„სუხიშვილების“ 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია იხსნება - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

2 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილების“ 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „ტრიუმფის 80 წელი” გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი და SOLO. გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ქართული ბალეტის ისტორიას, მის კულტურულ მნიშვნელობას და სუხიშვილების ანსამბლის წარმატების ამსახველ ფოტომასალას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიული ფოტოები, უნიკალური სასცენო კოსტიუმები, რომელიც დამთვალიერებლებს სუხიშვილების ანსამბლის 80 წლიან ისტორიაში ამოგზაურებს და ქართული კულტურის მდიდარ ისტორიას გაახსენებს. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკი „სუხიშვილების“ მთავარი სპონსორია.

••• იტვირთება