მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

სოციალური მედია

ზაზა დობორჯგინიძე
1759756991
ზაზა დობორჯგინიძე: „ტვ პირველმა“ „ნაცების“ გაშავება დაიწყო - ეგენი კანონის დონეზეც უნდა აიკრძალონ, მაგრამ ნაცებზე არ გაჩერდეთ, ცალფაზიანი აქტივისტები, ყველა არის ჩასახსნელი ყველაფრიდან, ყალბი კორძაიები და მაგდა მამუკელაშვილები, ასევე, „ენჯეო“ დებილების კლასტერი

„ანგარიშვალდებულების მომენტი დგება და „ტვ პირველმა“ „ნაცების“ გაშავება დაიწყო, გუბაზიჩს მიადგა“, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე წერს სოციალურ ქსელში. ზაზა დობორჯგინიძე „ტვ პირველს“ მოუწოდებს, რომ მხოლოდ „ნაცების“ გაშავებით არ შემოიფარგლოს და გადახედოს ოპოზიციურ სპექტრში არსებულ ყალბ აქტივისტებსა და „ენჯეო“ სექტორს.„ანგარიშივალდებულების მომენტი დგება და „ტვ პირველმა“ ნაცების გაშავება დაიწყო, გუბაზიჩს მიადგა. კარგია, ეგენი კანონის დონეზეც უნდა აიკრძალონ და არაკონსტიტუციურ ორგანიზაციად გამოცხადნენ, მაგრამ ნაცებზე არ გაჩერდეთ, ბოლო ერთი წლის ბადე გაქვთ გადასახედი. ცალფაზიანი აქტივისტები, თხა და გიგო რომ არ აქვთ წაკითხული და რუსეთს ებრძვიან და ერთი წელია სახეებად აქციეთ, ყველა არის ჩასახსნელი ყველაფრიდან, ყალბი კორძაიები და მაგდა მამუკელაშვილები, ასევე, ენჯეო დებილების კლასტერი ბაია გეოპოლიტიკის ექსპერტი პატარაიას თამადობით. ოპოზიციურ ფლანგზე უნდა მოხდეს დენაციფიკაცია და დეცენტრალიზაცია (დაცენტრილი ხალხის ჩამოშორება)“, - წერს ზაზა დობორჯგინიძე.

ლევან სანიკიძე
1759756241
ლევან სანიკიძე: იმედი მაქვს მალე „ტვ პირველი“ გუბაზიჩს, მილიონეროვიჩს და „პოს ტივის“ ქარდებს არ გამოაცხობს თავის ფეიჯზე - ქოცებსაც კი არ უკადრებიათ ის, რაც თქვენ დღეს მაკადრეთ

„იმედი მაქვს მალე „ტვ პირველი“ გუბაზიჩს, გუბაზის ბიჭს, მილიონეროვიჩს და „პოს ტივის“ ქარდებს არ გამოაცხობს თავის ფეიჯზე. არაუშავს, იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს. თუმცა ეგ მირჩევნია იმას, დღეს რასაც კერავთ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.სანიკიძე „ტვ პირველთან“ მის ინტერვიუს ეხმიანება და მათ მიერ დასმულ კითხვაზე, სად იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, როდესაც მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძეს აკავებდნენ, წერს: „მომადგე და ბრალი დამდო ადამიანების გაყიდვაში, მიტოვებაში - არის წარმოუდგენელი ამბავი“.„ქოცებსაც კი არ უკადრებიათ ის, რაც თქვენ დღეს მაკადრეთ - სიმხდალე და გაქცევა. არაფერი მაქვს თქვენთან სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, რამდენჯერ, სად ვიყავი და ვისთან ერთად ვიყავი. დამატებით დეტალები შსს-ს ეცოდინება, ოხრად კამერებია და ისეთი მონდომებულები ხართ ჩემი ლოკაციების დასადგენად, აუცილებლად მოგაწვდიან. რატომ არ იყო კოორდინაცია, რატომ წარიმართა მოვლენები ისე, როგორც წარიმართა, ეს აუცილებლად გაირკვევა და ბევრ დეტალს მოეფინება ნათელი. თავად ორგანიზატორები, მათი ოჯახის წევრები საუბრობენ გეგმის არევაზე, ღალატზე, გადაგდებაზე. ყველაფერი უნდა გაირკვეს, სხვანაირად არ გამოვა. უბრალოდ, მე მომადგე და ბრალი დამდო ადამიანების გაყიდვაში, მიტოვებაში - არის წარმოუდგენელი ამბავი. ცხოვრებაში კაცი არ გამიყიდია, ჩემი კი არა, სხვისი პარტიის ლიდერების დაჭერის დროს მივსულვარ, საუბარი ზედმეტია მეგობრებზე. და არც არავის ვემიჯნები, ამ ხალხმა აჩვენა მაგალითი, ყველა ივანიშვილის ტყვეობაშია. დანარჩენი რა, როგორ წარიმართა, რა იყო საწყისი გეგმა, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები, ვინც დააღალატა - იმედი მაქვს, რომ მალე გავიგებთ”, - წერს სანიკიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი
1759752018
ზურაბ ქადაგიძე: თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას, სალომე ზურაბიშვილი ჩაატარებდა ბრიფინგს - „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“, რადგან ძალოვნებმა აღკვეთეს სახელმწიფოს დამხობის გეგმა, ზურაბიშვილმა მომენტალურად შეცვალა პოზიცია და სცადა გამიჯვნოდა ანტიკონსტიტუციურ პროცესებს

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის აქციაზე იყო კონკრეტული გეგმით მისული. იმ შემთხვევაში, თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას - ზურაბიშვილი, რომელიც იქვე ახლოს ტრიალებდა, შევიდოდა სასახლეში და ჩაატარებდა ბრიფინგს, რომლის მოკლე შინაარსიც იქნებოდა შემდეგი - „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ეს გეგმა ქართველ აგენტებს უცხოეთიდან ჰქონდათ დავალებული, ხოლო მას შემდეგ, რაც სუსმა და შსს-მ აღკვეთეს სახელმწიფოს დამხობის გეგმა, ზურაბიშვილი შეეცადა, ანტიკონსტიტუციურ პროცესებს გამიჯვნოდა. ქადაგიძე დარწმუნებულია იმაშიც, რომ როგორც სალომე ზურაბიშვილი, ისე ყველა სხვა პირი, ვინც ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობდა, კანონის წინაშე პასუხს აგებს. „ახლა რასაც დავწერ - კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის აქციაზე იყო კონკრეტული გეგმით მისული. იმ შემთხვევაში, თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას - ზურაბიშვილი, რომელიც იქვე ახლოს ტრიალებდა, შევიდოდა სასახლეში და ჩაატარებდა ბრიფინგს, რომლის მოკლე შინაარსიც იქნებოდა შემდეგი - „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“. ეს გეგმა პირდაპირ იყო უცხოეთიდან დავალებული ქართველ აგენტებზე. გამომდინარე იქიდან, რომ სუსმა და შს სამინისტრომ უნაკლოდ იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფოს დამხობის გეგმა, სალომე ზურაბიშვილმა მომენტალურად შეცვალა პოზიცია და სცადა გამიჯვნოდა ანტიკონსტიტუციურ პროცესებს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ ამ მხდალი ქალის განცხადება ვერ დაიცავს მას პასუხისმგებლობისგან. ზურაბიშვილიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც დამხობის ამსრულებელი იყო, კანონის წინაშე პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი
1759743134
დავით ქართველიშვილი: სუსი ამბობს, რომ გეგმა ჩავარდა, რადგან აქციამდე დავაკავეთ პირები, რომლებსაც, უხეშად რომ ვთქვათ, იარაღი უნდა მიეტანათ აქციაზე, ცხადია, ეს ამბავი გია ბარამიძემ მაყურებელს დაუმალა

გია ბარამიძის გუშინდელი ეთერი ვნახე და განსაკუთრებით ამ მონაკვეთმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი არც თუ ისე დამაჯერებლად, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობს გააბიაბუროს სუსის გუშინდელი სპეცოპერაცია და ამოღებული იარაღის არსენალი. მით უმეტეს სასაცილოდ მიიჩნევს ამ თემას ხელისუფლების დამხობის მიზნით ჩატარებულ აქციასთან და ამბობს - „თუ ეს იარაღი 4 ოქტომბრისთვის იყო განკუთვნილი, იქნებოდა რუსთაველზე და არა ტყეში“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის განცხადებას, რომელმაც სუსის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია და ამოღებული იარაღის არსენალი ეჭვქვეშ დააყენა.ქართველიშვილი აღნიშნავს, გია ბარამიძე გამოცდილი კაცია, განსაკუთრებით პოლიტიკურ და სამართლებრივ მამაძაღლობებში, მაგრამ ავიწყდება, რომ ქართველ ხალხს განსჯის და ანალიზის უნარი გაგვაჩნია.„გია ბარამიძის გუშინდელი ეთერი ვნახე და განსაკუთრებით ამ მონაკვეთმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი არც თუ ისე დამაჯერებლად, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობს გააბიაბუროს სუსის გუშინდელი სპეცოპერაცია და ამოღებული იარაღის არსენალი. მით უმეტეს სასაცილოდ მიიჩნევს ამ თემას ხელისუფლების დამხობის მიზნით ჩატარებულ აქციასთან და ამბობს - „თუ ეს იარაღი 4 ოქტომბრისთვის იყო განკუთვნილი, იქნებოდა რუსთაველზე და არა ტყეში“. გია ბარამიძე გამოცდილი კაცია, განსაკუთრებით პოლიტიკურ და სამართლებრივ მამაძაღლობებში, მაგრამ ავიწყდება, რომ ქართველ ხალხს განსჯის და ანალიზის უნარი გაგვაჩნია. სუსის ბრიფინგზე მამუკა მდინარაძის მოადგილემ თქვა საკვანძო ფრაზა - ჩვენ გავანეიტრალეთ ის პირები, რომლებსაც უნდა უზრუნველეყოთ საბრძოლო მასალის აქციისთვის მომსახურება, გამოყენებაო. ანუ რა გამოდის, სუსი ამბობს, რომ გეგმა ჩავარდა, რადგან აქციამდე დავაკავეთ პირები, რომლებსაც, უხეშად რომ ვთქვათ, იარაღი უნდა მიეტანათ აქციაზე. ცხადია, ეს ამბავი გია ბარამიძემ მაყურებელს დაუმალა. რამდენიმე საათით უკან რომ გადავახვიოთ, შს სამინისტროსგან ვიგებთ, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე რუსლან შამახია დააკავეს, რომელიც ყოფილი „კუდელი“ და ძმები ახალაიების აბსოლუტური ნდობით აღჭურვილი პირია. კვანძი აქ ლოგიკურად იკვრება. გამოდის რომ არსებობს იარაღის მარაგი, არსებობს პირი, რომელმაც ამ იარაღის აქციაზე მიტანა უნდა უზრუნველყოს, თუმცა შამახიას აკავებენ და ყველანაირი დესტრუქციული გეგმა იშლება. დასკვნები თქვენთვის მომინდვია. ბოლოს და ბოლოს ელემენტარული ტვინის ამუშავებაა საჭირო ფაქტების და მოვლენების ურთიერთკავშირის შედეგის ამოსაცნობად. მამუკა მდინარაძე ვერ გამოვა და ვერ მოჰყვება, როგორ და ვისგან მოიპოვა ოპერატიული ინფორმაცია, როგორ დაურეკა შს მინისტრს, როგორ დაგეგმა სპეცოპერაცია და როგორ ჩაშალა დიდი უბედურება. ამას ჩვენ თავად უნდა მივხვდეთ და ნაცბარამიძეს თავი არ უნდა მოვატყუებინოთ“, - წერს ქართველიშვილი.

ცოტნე ანანიძე
1759737258
🎥 ცოტნე ანანიძე პაატა ბურჭულაძის ადრინდელ განცხადებაზე, რომ საჭიროა პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან, აცხადებს: უხერხულია ასეთი პასუხის ავტორი, ეკონომიკური სანქციების მიერთებას და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვდეს ხელისუფლებისგან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჩაწერილ ძველ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დასმულ შეკითხვაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს თუ არა პირდაპირ დიალოგს რუსეთის ხელისუფლებასთან, ბურჭულაძე პასუხობს: „ეს გუნდის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით საჭიროა პირდაპირი დიალოგი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გვყავდეს ის შუამავალი, რომელიც იქნება გარანტი ჩვენი საუბრისა, მაგრამ პირდაპირი საუბარი უნდა იყოს“.„მინიმუმ, უხერხულია ასეთი პასუხის ავტორი, ეკონომიკური სანქციების მიერთებას და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვდეს ხელისუფლებისგან...“, - წერს ანანიძე.

ბაჩო ოდიშარია
1759684951
ბაჩო ოდიშარია: ბიძინა ივანიშვილის გუშინ წარმოთქმული სიტყვა, გახლდათ არა მხოლოდ პოლიტიკური გამარჯვების შეფასება, არამედ სულიერი თვითდამკვიდრების მანიფესტი, ემოციური ღირსების აღდგენის დოკუმენტი

„ბიძინა ივანიშვილის გუშინ წარმოთქმული სიტყვა, გახლდათ არა მხოლოდ პოლიტიკური გამარჯვების შეფასება, არამედ სულიერი თვითდამკვიდრების მანიფესტი, ემოციური ღირსების აღდგენის დოკუმენტი. „დიფ სთეითის“ მართული შიდა აგენტურის მარცხი, პირველ რიგში იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში კოლექტიურად მოხდეს ფსიქოლოგიური განწმენდა“, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, სუვერენიტეტი პირველ რიგში იწყება გონებიდან, რადგან დაკარგული, არეული ცნობიერება იგივეა, რაც დაკარგული სახელმწიფო, ამასთან, როდესაც საზოგადოებას სჯერა საკუთარ ისტორიის და იცნობს მას, ის ვეღარ დაიჩოქებს.ოდიშარია ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება საქართველოს მიმართ შურზე, მარტივად დანახვადია, ეს შური კი იმითაა განპირობებული, რომ ევროპული ღირებულებების კვდომის ჟამს, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ცივილიზაციური, ღირებულებითი ევროპა იმარჯვებს.„ბიძინა ივანიშვილის გუშინ წარმოთქმული სიტყვა, გახლდათ არა მხოლოდ პოლიტიკური გამარჯვების შეფასება, არამედ სულიერი თვითდამკვიდრების მანიფესტი, ემოციური ღირსების აღდგენის დოკუმენტი. დიფ სთეითის მართული შიდა აგენტურის მარცხი, პირველ რიგში იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში კოლექტიურად მოხდეს ფსიქოლოგიური განწმენდა; ხალხისგან გამოტანილ ამ ვერდიქტს აუცილებელია მოჰყვეს სამართლებრივი გადაწყვეტა და მათი პოლიტიკური სივრციდან აკრძალვა, რისი საფუძველიც ოფიციალურად მზად არის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სახით. ამით მოვახერხებთ, რომ საქართველო კვლავ აღდგეს, არა როგორც პოლიტიკური ერთეული, არამედ როგორც ცოცხალი ცივილიზაციური სუბიექტი, რომელიც საკუთარ ისტორიას უბრუნდება და იაზრებს.აგენტურა, რომელთანაც გვიწევს ამდენი წლის მანძილზე დაპირისპირება, მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი არ გახლავთ, ესაა თანამედროვე სამყაროს დაპყრობის სიმბოლო, რადგან იმპერიები დღეს პირდაპირ ოკუპაციაზე ხშირად, ცნობიერების ოკუპაციის გზით აღწევენ სასურველ შედეგს. სუვერენიტეტი პირველ რიგში იწყება გონებიდან, რადგან დაკარგული, არეული ცნობიერება იგივეა, რაც დაკარგული სახელმწიფო - მას აკლია შორსმჭვრეტელობა, რაციონალიზმი, სიმყარე, მოვლენების კონტექსტის აღქმის და სწორად შეფასების უნარი. ერთადერთი სახელმწიფოა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა“ - ეს უნიკალური ტრიუმფი არაა პარტიული კუთვნილების, ესაა განმათავისუფლებელი აქტი, წერტილი, სადაც ქართველი ადამიანი ამტკიცებს, რომ მისი თავისუფლება შიგნიდან მოდის, საკუთარი ცნობიერებიდან, მისი კულტურიდან, ენიდან, ტრადიციიდან და შესაბამისად, მას ვერანაირი გლობალური ძალა ვერ ჩაახშობს, რამდენად ლამაზი პროპაგანდითაც არ უნდა შენიღბოს თავის კოლონიალისტური მიზნები.ერის მთავარი თავდაცვის იარაღი არის მისი სიბრძნე, რაც ქართველ ხალხს უკვე საკმარისად დაუგროვდა. როდესაც საზოგადოებას სჯერა საკუთარ ისტორიის და იცნობს მას, ის ვეღარ დაიჩოქებს. “გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი ყველაზე დიდი შური აქვთ, ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას” - ეს ჭეშმარიტება მარტივად დანახვადია, მხოლოდ იმითაც, თუ როგორ უსამართლო და დანაშაულებრივ მიდგომებს ვაწყდებით ევრობიუროკრატიისგან. ეს არის შური, რომ კონტინენტურ ევროპაში, ევროპული ღირებულებების კვდომის ჟამს, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ცივილიზაციური, ღირებულებითი ევროპა იმარჯვებს. გაუმარჯოს სუვერენულ, მშვიდობიან, დამოუკიდებელ საქართველოს, გუშინდელ გამარჯვებას და აგენტურის მარცხს!”, - წერს ბაჩო ოდიშარია.

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge
1759670191
დავით ჩიხელიძე ახალაია-ბურჭულაძის ჩანაწერზე: ყალბია თუ ნამდვილი ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს, პირადად მე, ორ პროგრამაში შევამოწმე ჩანაწერის ხმა და ორივე პროგრამა ამბობს, რომ საუბარი ნამდვილია, ტვ პირველმა ეს ჩანაწერი დამალა

„როგორც ცნობილი ხდება, ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი გუშინ ანონიმური ი-მეილის საშუალებით, სრულიად ქართულ მედიას დაეგზავნა. აბა, გამოიცანით რა მოხდა? ნოდარ მელაძემ, ხაზარაძის დავალებით ეს ჩანაწერი დამალა და საზოგადოებას არ უჩვენა. მას შემდეგ კი, რაც ჩანაწერი მთელმა საქართველომ იხილა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს - „გაპრავება“ დაიწყეს, ყალბი საუბარი გავრცელდაო“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, ყალბია თუ ნამდვილი ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ აბა, დაშვება გავაკეთოთ, რომ პირიქით ყოფილიყო და ჩანაწერში მმართველი გუნდის ლიდერებს ესაუბრათ - „ტვ პირველი“ დაიწყებდა იმის გარჩევას, ნამდვილია თუ არა მასალა? ცხადია არა - ყველა გამოშვებას ამ ჩანაწერით გახსნიდნენ.„როგორც ცნობილი ხდება, ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი გუშინ ანონიმური ი-მეილის საშუალებით სრულიად ქართულ მედიას დაეგზავნა. აბა, გამოიცანით რა მოხდა? ნოდარ მელაძემ, ხაზარაძის დავალებით ეს ჩანაწერი დამალა და საზოგადოებას არ უჩვენა. მას შემდეგ კი, რაც ჩანაწერი მთელმა საქართველომ იხილა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს - „გაპრავება“ დაიწყეს, ყალბი საუბარი გავრცელდაო. ჯერ ერთი - ყალბია თუ ნამდვილი ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ აბა დაშვება გავაკეთოთ რომ პირიქით ყოფილიყო და ჩანაწერში მმართველი გუნდის ლიდერებს ესაუბრათ - „ტვ პირველი“ დაიწყებდა იმის გარჩევას, ნამდვილია თუ არა მასალა? ცხადია არა - ყველა გამოშვებას ამ ჩანაწერით გახსნიდნენ. აი, ამიტომ ხართ პარტიული ტელევიზია, პროპაგანდის ინსტრუმენტი და ნუ გეწყინებათ, თუ ამას მუდმივად შეგახსენებთ. P.S. პირადად მე, ორ პროგრამაში შევამოწმე ჩანაწერის ხმა და ორივე პროგრამა ამბობს, რომ საუბარი ნამდვილია“, - წერს ჩიხელიძე.

ზურაბ ქადაგიძე
1759659579
ზურაბ ქადაგიძე: დაიწყეს „მორალური სპექტაკლი“ - ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რადიკალიზმსო, თქვენ გგონიათ, ბურჭულაძესა და ზოდელავაზე პასუხისმგებლობის აკიდებით გამოძვრებით? გუშინდელი ბოროტება, ყველა იმ რადიკალისა და უსამშობლოს კისერზეა, ვინც მთელი ეს წლები ასაზრდოებდა ექსტრემიზმს და ებრძოდა სახელმწიფო ინტერესებს

„ერთი დაიმახსოვრეთ, ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას იმ ბოროტებაზე, რაც გუშინ ჩაიდინეთ! დაიწყეს „მორალური სპექტაკლი“ - ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რადიკალიზმსო. თქვენ გგონიათ, ბურჭულაძესა და ზოდელავაზე პასუხისმგებლობის აკიდებით გამოძვრებით? ყველა ვინც ახალისებდა, მხარს უჭერდა და ირიბად მონაწილეობდა ამ ვანდალიზმში, ყველა დაისჯებით“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გუშინდელი ბოროტება, ყველა იმ რადიკალისა და უსამშობლოს კისერზეა, ვინც მთელი ეს წლები ასაზრდოებდა ექსტრემიზმს და დაუფარავად ებრძოდა სახელმწიფო ინტერესებს.„ერთი დაიმახსოვრეთ, ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას იმ ბოროტებაზე, რაც გუშინ ჩაიდინეთ! დაიწყეს „მორალური სპექტაკლი“ - ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რადიკალიზმსო. თქვენ გგონიათ, ბურჭულაძესა და ზოდელავაზე პასუხისმგებლობის აკიდებით გამოძვრებით? ყველა ვინც ახალისებდა, მხარს უჭერდა და ირიბად მონაწილეობდა ამ ვანდალიზმში, ყველა დაისჯებით. დილით არჩევნები და საღამოს აქციაო - „ლელოს“ კანდიდატი რომ გაკიოდა, უკვე გაემიჯნა? ან ის ცანცარა ელისაშვილი სად გაქრა, თავ-პირის დამტვრევით რომ იმუქრებოდა? მოკლედ, გუშინდელი ბოროტება, ყველა იმ რადიკალისა და უსამშობლოს კისერზეა, ვინც მთელი ეს წლები ასაზრდოებდა ექსტრემიზმს და დაუფარავად ებრძოდა სახელმწიფო ინტერესებს!“, - წერს ქადაგიძე.

დამწვარი კაფე
1759659216
🎥 მოქალაქე, რომლის ახლად გახსნილი კაფე გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს განადგურდა: ყველაფერი დაიწვა, მადლობა მხარდაჭერისთვის!

მოქალაქე, რომლის ახლად გახსნილი კაფე გუშინდელი (4 ოქტომბრის ღამის) საპროტესტო აქციის დროს დაიწვა, სოციალურ ქსელში ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.„მადლობა ყველას, ვინც მომწერა და დამირეკა. კი, ჩვენი ახლად გახსნილი კაფე მოჰყვა მოვლენების ეპიცენტრში და ყველაფერი დაიწვა. მადლობა მხარდაჭერისთვის“, - წერს „ვანილის სახლის“ მფლობელი დიანა ვეკენგურსკაია.

დავით ჩიხელიძე
1759658789
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციაში მორიგი კრახის შემდეგ, პასუხისმგებლობისგან გაქცევა დაიწყო, ზოგი ამბობს, ჩვენ დამხობის გეგმის ნაწილი არ ვყოფილვართო, ზოგი კი ცდილობს თავი დაიჭიროს ისე, თითქოს, საერთოდ არ იცოდა, რა მზადდებოდა - ვეღარავინ დაიბანს ხელს, მათ ერთად დაგეგმეს, ერთად იმოქმედეს და ერთად აგებენ პასუხს

„როგორც ყოველთვის, ოპოზიციაში მორიგი კრახის შემდეგ, პასუხისმგებლობისგან გაქცევა დაიწყო. მორიგი სქემის ჩავარდნამ, ოპოზიციაში ახალი მესიჯები გააჩინა - ზოგი ამბობს, ჩვენ დამხობის გეგმის ნაწილი არ ვყოფილვართო, ზოგი კი ცდილობს თავი დაიჭიროს ისე, თითქოს, საერთოდ არ იცოდა, რა მზადდებოდა“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, საზოგადოებამ დაინახა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთად მოქმედებდნენ და ხელისუფლების დამხობის სცენარში ყველას ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვეღარავინ გაექცევა. „როგორც ყოველთვის, ოპოზიციაში მორიგი კრახის შემდეგ, პასუხისმგებლობისგან გაქცევა დაიწყო. მორიგი სქემის ჩავარდნამ, ოპოზიციაში ახალი მესიჯები გააჩინა - ზოგი ამბობს, ჩვენ დამხობის გეგმის ნაწილი არ ვყოფილვართო, ზოგი კი ცდილობს თავი დაიჭიროს ისე, თითქოს, საერთოდ არ იცოდა, რა მზადდებოდა. აღნიშნული სასაცილო და ამავდროულად სატირალია - ისინი, ვინც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ერთმანეთის გვერდით იდგნენ, ახლა საკუთარ მარცხს ერთმანეთს აბრალებენ!საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ პროცესში ერთიანად იყვნენ ჩართულები - „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“ და მათი სხვადასხვა სატელიტური ჯგუფები. ყველა მათგანმა მიიღო მონაწილეობა იმ სცენარში, რომელსაც ერთი მიზანი ჰქონდა - ქვეყანაში არეულობის გამოწვევა და ხელისუფლების დამხობა. დღეს კი, როცა ეს გეგმა მოიშალა და მოქალაქეებმა მათ მორიგ დესტრუქციულ პროექტს ზურგი შეაქციეს, ოპოზიციამ დაიწყო კლასიკური თავის მართლება: „ჩვენ იქ არ ვიყავით“, „ჩვენ სხვანაირად ვფიქრობდით“, „ეს არ იყო ჩვენი ინიციატივა“... აღნიშნული მიდგომა აღარ მუშაობს, საზოგადოებამ ყველაფერი ნახა - როგორ მოქმედებდნენ შეთანხმებულად, როგორ იმეორებდნენ ერთსა და იმავე მესიჯებს, როგორ ცდილობდნენ უცხოელი პარტნიორების გავლით ქვეყნის შიგნით ქაოსის შექმნას. ახლა ვეღარავინ დაიბანს ხელებს. პასუხისმგებლობა საერთო და განუყოფელია - მათ ერთად დაგეგმეს, ერთად იმოქმედეს და ერთად აგებენ პასუხს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

თამთა მეგრელიშვილი
1759657427
თამთა მეგრელიშვილი: კანონთან დამალობანას თამაში „ნაციონალურ მოძრაობას”, „ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ - ეს ძალები არშემდგარ დამხობამდე შეთანხმებულად, დამხობის ინიციატივით მოვიდნენ და ეს მიზანი მხოლოდ მას შემდეგ უარყვეს, როცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს წინ დახვდა სახელმწიფო და კანონი

„მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპოზიციის რიგებიდან, დიდია მცდელობა, კონკრეტული ადამიანები უკვე დაშვებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გაემიჯნონ, მაგრამ გვიანია. კანონი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და პასუხი ყველას საკუთარი ქმედების შესაბამისად მოეთხოვება. კანონთან დამალობანას თამაში „ნაციონალურ მოძრაობას”, „ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, დესტრუქციული ძალები, არ შემდგარ დამხობამდე შეთანხმებულად, დამხობის ინიციატივით მოვიდნენ და ეს მიზანი მხოლოდ მას შემდეგ უარყვეს, როცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს წინ დახვდა სახელმწიფო და კანონი. „მთელი საარჩევნო პერიოდი ოპოზიცია ამომრჩეველთან პოლიტიკური საარჩევნო გზავნილების ნაცვლად ანტიკონსტიტუციური შინაარსის დაპირებებს გასცემდა - „3 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა!” „4 ოქტომბერს ხელისუფლება დაემხობა!” დღეს 5 ოქტომბერია, „ქართული ოცნება” გამარჯვებული პოლიტიკური ძალა და პოლიტიკურ ველზე უალტერნატივო მოთამაშეა. სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია, კანონი კანონობს, სიმშვიდეა. დესტრუქციული ოპოზიციისათვის გუშინდელი ღამე ჰარაკირი აღმოჩნდა. ძალა რომელიც გადავიდა თვითგანადგურებაზე, პოლიტიკურად ანულირებულია და მისი აჩრდილიც ოპოზიციური ტელევიზიების მიერ მიწოდებულ ხელოვნურ სუნთქვაზეა დამოკიდებული. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპოზიციის რიგებიდან, დიდია მცდელობა, კონკრეტული ადამიანები უკვე დაშვებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გაემიჯნონ, მაგრამ გვიანია.კანონი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და პასუხი ყველას საკუთარი ქმედების შესაბამისად მოეთხოვება. კანონთან დამალობანას თამაში „ნაციონალურ მოძრაობას”, „ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ. ეს ძალები არშემდგარ დამხობამდე შეთანხმებულად, დამხობის ინიციატივით მოვიდნენ და ეს მიზანი მხოლოდ მას შემდეგ უარყვეს, როცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს წინ დახვდა სახელმწიფო და კანონი“, - წერს მეგრელიშვილი.

დავით ქართველიშვილი
1759656286
დავით ქართველიშვილი: ერთი მეორის მიყოლებით გავიგებთ ახლა ხმაურიან გამიჯვნებს და დანარჩენი „განტევების ვაცებისკენ“ თითის გაშვერას: „ჩვენ არა - ისინი იყვნენ!“, ან რა გამბედაობა მოეთხოვება „ლელოს“, „გახარიას“

„ამაშიც რომ არ არიან ორიგინალურები - წააგე, „ჩაისვარე“ - იქონიე გაბედულება და აღიარე, რომ ფარჩაკი ხარ, კრიმინალი და დამნაშავე. თუმცა შენამდე როგორც იქცეოდნენ მსგავს სიტუაციაში შენი საერთაშორისო წინამორბედები, იმავე გზას დაადექით. ერთი მეორის მიყოლებით გავიგებთ ახლა ხმაურიან გამიჯვნებს და დანარჩენი „განტევების ვაცებისკენ“ თითის გაშვერას: „ჩვენ არა - ისინი იყვნენ!“. ან რა გამბედაობა მოეთხოვება „ლელოს“, „გახარიას“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დღეიდან გაირკვევა - ვინ არის „ღრუსი“, ვინ არის ГКЧП-ისტი და ვინ არის „ლუკიანოვი“ ქართულ პოლიტიკაში და იმედოვნებს, რომ ამ „იარლიყებს“, ისევე როგორც პასუხისმგებლობას, ქვეყნის წინაშე ვერ მოიხსნიან. „ამაშიც რომ არ არიან ორიგინალურები - წააგე, „ჩაისვარე“ - იქონიე გაბედულება და აღიარე, რომ ფარჩაკი ხარ, კრიმინალი და დამნაშავე. თუმცა შენამდე როგორც იქცეოდნენ მსგავს სიტუაციაში შენი საერთაშორისო წინამორბედები, იმავე გზას დაადექით. ერთი მეორის მიყოლებით გავიგებთ ახლა ხმაურიან გამიჯვნებს და დანარჩენი „განტევების ვაცებისკენ“ თითის გაშვერას: „ჩვენ არა - ისინი იყვნენ!“. ან რა გამბედაობა მოეთხოვება „ლელის“, „გახარიას“ და ა.შ. ჩვენ კი გავიხსენოთ, მათი მოღალატეობრივი „სიმამაცის“ ცნობილი პირველწყაროები და დავაიმედოთ - მაინც ვერ გაექცევით ვერც საზოგადოებრივ, და ვერც სამართლებრივ რისხვას! თურქეთი, 2016 წელი - ერდოღანის წინააღმდეგ ჩაფლავებული გადატრიალების მცდელობა: ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი ჟურნალისტი, ვინც წინა დღეს ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და „დიქტატურის დასრულებისკენ“ მოუწოდებდა, უკვე მეორე დღეს აცხადებდნენ, თითქოს მათი სიტყვები მხოლოდ „მშვიდობიანი პროტესტის“ გამოხატულება იყო. ოპოზიციის ცნობილმა ფიგურებმა, მათ შორის რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წარმომადგენლებმა, სწრაფად მოიშორეს პასუხისმგებლობა და განაცხადეს, რომ „ყოველთვის დემოკრატიული მეთოდების მომხრეები იყვნენ“. რუსეთი, 1991 წელი - აგვისტოს გადატრიალების (ГКЧП) მარცხი, რის შემდეგ ბევრმა მაღალჩინოსანმა და პარტიის ლიდერმა, ვინც თავდაპირველად გადატრიალებას მხარი დაუჭირა, იმავე დღეს უარყო აჯანყებაში საკუთარი ჩართულობა. მაგალითად, სსრკ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ლუკიანოვი და სხვა ჩინოვნიკები აცხადებდნენ, რომ მათი ხელმოწერები ГКЧП-ის დოკუმენტებზე „მოტყუებით გაჩნდა“ და „არ იცოდნენ, რომ ეს გადატრიალება იყო“. ამით, სამწუხაროდ, ზოგმა შეძლო მძიმე სასჯელის თავიდან აცილება იმის საბაბით, რომ „სიტუაციაში ვერ გაერკვნენ“. ამ უკანასკნელი მაგალითის ფონზე, დღეიდან გაირკვევა - ვინ არის „ღრუსი“, ვინ არის ГКЧП-ისტი და ვინ არის „ლუკიანოვი“ ქართულ პოლიტიკაში - და ამ „იარლიყებს“, როგორც (იმედია) პასუხისმგებლობასაც ქვეყნის წინაშე ვერ მოიხსნიან“, - წერს დავით ქართველიშვილი.

••• იტვირთება