სამხედრო
საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე ფშავში, მისივე სახელობის მწვერვალზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით აღინიშნა. მსვლელობა თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის მოხალისის და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა სოფელ უკანა ფშავიდან დაიწყეს და მაღალმთიან, რთულ რელიეფზე 30 კილომეტრამდე მანძილი გაიარეს. მწვერვალზე სამხედროებმა ეროვნული გმირის ხსოვნას მიაგეს პატივი და სიმბოლურად, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს.ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალზე ლაშქრობა ყოველწლიურად, აგვისტოში, მის დაბადების დღეზე იმართება. სამხედრო მოსამსახურეები ამ ნაბიჯით ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ. სწორედ, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად სსიპ თავდაცვის მოხალისის მიერ იქმნება ეროვნული გმირების სახელობისსალაშქრო ბილიკი, რომლის ფარგლებშიც მოხალისეები სამი ეროვნული გმირის - მიხა ხელაშვილის, გურამ იარაჯულის და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალებს მოივლიან. კავკასიონის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 3.276.1 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მწვერვალ ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის სახელი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2018 წელს ეწოდა.
სამეგრელოსა და რაჭაში მდებარე ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდულ ბანაკებში ყოველ როტაციაზე ერთი დღე თავდაცვის ძალებს ეთმობა. ამჯერად, სამხედრო დღე ახალგაზრდულ ბანაკში მოეწყო. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს.ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სამხედრო სწავლებების, სამშვიდობო მისიების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივის შესახებ. სამხედროებმა ახალგაზრდებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობები და ბენეფიტები გააცნეს. შეხვედრაზე გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიები.ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალებისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ფუნქციონირებს. მათი მიზანია სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ აქტიური დასვენება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და სხვა.
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა.საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა, ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად, მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში, რომელიც ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იმართება, ერთი დღე თავდაცვის ძალებს დაეთმო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს.ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სამხედრო სწავლებების, სამშვიდობო მისიების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივის შესახებ. სამხედროებმა ახალგაზრდებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობები და ბენეფიტები გააცნეს. შეხვედრაზე გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიები.ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ღონისძიებებით დატვირთული დღე სამხედრო ელემენტებით გაჯერებული სპორტული შეჯიბრებით დასრულდა. ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალებისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ფუნქციონირებს. მათი მიზანია სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ აქტიური დასვენება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და სხვა.
საქართველოს თავდაცვის ძალები წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვით ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების პირველ ნაკადს უახლოეს მომავალში მიიღებს.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელებს სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაუტარდათ სამხედრო ჰოსპიტალში და ამჟამად ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შემოწმებას გადიან.შემოწმების ეტაპების დასრულების შემდეგ, წვევამდელები 6 კვირის განმავლობაში ჯერ საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს გაივლიან, ხოლო შემდგომი 12 კვირა მათ სამეთაურო მომზადებას დაეთმობა. ისინი, საბრძოლო ქვედანაყოფში 6 თვის ვადით ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა მეთაურის რანგში იმსახურებენ. ქვედანაყოფში სამსახურის დასრულების შემდეგ, მათ ლეიტენანტის ან უმცროსი სერჟანტის წოდება მიენიჭებათ.11 თვის ვადით ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხული წვევამდელების საწყისი დარიცხული ანაზღაურება 1275 – 1530 ლარს შეადგენს, ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების ანაზღაურება კი, 30%-ით გაიზრდება.თავდაცვის ახალი კოდექსით, სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისათვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია გაიმართა.ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, სარდლობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.ორკვირიან საერთაშორისო კურსში, რომელსაც ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ბელგიისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.სამხედროებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს.დასკვნითი სროლები კურსდამთავრებულებმა ბაზის პოლიგონზე გამართეს, სადაც სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე სიზუსტისა და პროფესიონალიზმის დონე წარმოაჩინეს.ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო კურსის მიზანია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, თავსებადობის დონის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში „ჯარის ბანაკი 2025“ ოფიციალურად დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მოსწავლეებსა და ინსტრუქტორ-სერჟანტებს სიტყვით მიმართა. მან ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედრო ინსტრუქტორებს ბანაკის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით, ასევე, მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა.პროექტის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამახსოვრო დაფები გადაეცათ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საპატრიარქოს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ქართული იარაღის მუზეუმის წარმომადგენლებს, ასევე, პროექტში ჩართული თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მეთაურებს.წელს „ჯარის ბანაკი“ კოჯორსა და საჩხერეში რვა ნაკადად განხორციელდა. ბანაკმა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. საცეცხლე, ტოპოგრაფიის, სამხედრო ნავიგაციის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადებასთან ერთად მოსწავლეებმა უპილოტო საფრენი აპარატების მართვაც შეისწავლეს.პროექტში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საპატრიარქო, რომლის წარმომადგენლები მართავდნენ შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რაც ახალგაზრდებში სულიერი ღირებულებების განმტკიცებას ისახავდა მიზნად.„ჯარის ბანაკი“ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.
საქართველოს თავდაცვის ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, ეროვნული გმირის შვილთან ერთად, გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადისა და უწყების სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების გუნდებს შესაბამისი სინჯის მედლები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა გადასცეს. გამარჯვებულმა გუნდებმა საჩუქრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგანაც მიიღეს.დასკვნით ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების პარაკალათბურთის საჩვენებელი თამაშიც ჩატარდა.წელს 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები ჩატარდა გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც შესარჩევ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ.სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატი, თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია ტარდება.
დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითმა ბრიგადამ 33 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ცერემონიალი ქალაქ ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ჩატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. ახალწვეულები ბრიგადის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა.საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ დასავლეთის სარდლობის სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი თეიმურაზ კვინიკაძე და მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ გოგნაძე. მათ ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფის იუბილე მიულოცეს, წვევამდელებს კი, თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვეს. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრები და ახლობლები დაესწრნენ.ქვედანაყოფის იუბილესთან დაკავშირებით, ბრიგადის პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.ღონისძიების ფარგლებში, მე-3 ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საჩვენებელი სწავლებაც ჩაატარა.
მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ოფიციალური დახურვის ცერემონია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა კრის მარშალმა. სიტყვით გამომსვლელებმა მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დახურვის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.სიტყვის მიმართვების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სწავლებაში მონაწილე ტექნიკაც. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) საქართველოში მეთორმეტედ ჩატარდა. Agile Spirit 2025-ს ერთობლივად ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია. Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლებაში ასევე, ჩართული იყო 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი. წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდნენ.Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალებს შორის მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
Agile Spirit 2025 ფარგლებში, ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული ასეულის დონის ქვედანაყოფის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კომბინირებულ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ კრის მარშალთან ერთად დაესწრო.ვაზიანში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები.Agile Spirit საქართველოში მეთორმეტედ ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას. საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ მეშვიდე როტაციას მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები იმყოფებიან. მოსწავლეების დღის წესრიგი მათზე მორგებული საინტერესო აქტივობებით არის დატვირთული. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამედიცინო და საინჟინრო სწავლებებთან ერთად, მოსწავლეები ინსტრუქტორებისგან დეტალურ ინფორმაციას იღებენ დრონების ფუნქციონირებისა და დანიშნულების შესახებ. თეორიული სწავლების შემდეგ კი, მათ შესაძლებლობა ეძლევათ პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ. პროექტში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საპატრიარქო. სამხედრო დისციპლინების გარდა, ბანაკს საპატრიარქოსთან არსებული თეატრალური დასი სტუმრობს და ბავშვებს შემეცნებით-საგანმანათლებლო წარმოდგენებს სთავაზობს. მოზარდებში, საგანმანათლებლო შინაარსის სპექტაკლები სულიერი ღირებულებების განმტკიცებას ისახავს მიზნად. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად პროექტს - „ჯარის ბანაკი“ მესამე წელია ახორციელებს. პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.