მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უცხოეთი

დონალდ ტრამპი
1759610243
ტრამპი: „ჰამასმა“ სწრაფად უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ფსონი გაუქმდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ სწრაფად უნდა იმოქმედოს ღაზაში ომის დასასრულებლად.„მე ვაფასებ, რომ ისრაელმა დროებით შეწყვიტა დაბომბვა, რათა მძევლების გათავისუფლებისა და სამშვიდობო შეთანხმების დასრულების შანსი მიეცეს. „ჰამასმა“ სწრაფად უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ფსონი გაუქმდება. მე ვერ შევეგუები გადადებას, რაც ბევრის აზრით მოხდება, ან ისეთ შედეგს, სადაც ღაზა კვლავ საფრთხის შემცველი იქნება. მოდით, ეს სწრაფად გავაკეთოთ“, - წერს ტრამპი. 

ბენიამინ ნეთანიაჰუ
1759608733
ბენიამინ ნეთანიაჰუ: იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ყველა მძევლის დაბრუნებას ვიხილავთ

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოკლე ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ ისრაელი უახლოეს დღეებში ღაზაში დაკავებული ყველა მძევლის დაბრუნებას იხილავს.„ისრაელი ძალიან დიდი მიღწევის ზღვარზეა. ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო. ჩვენ ამაზე ბევრს ვმუშაობთ. ვიმედოვნებ, რომ ღვთის დახმარებით, უახლოეს დღეებში, თუნდაც სუკოტის დღესასწაულის დროს, ჩვენ შევძლებთ ერთდროულად გამოვაცხადოთ ყველა მძევლის - ცოცხლების და დაღუპულების - დაბრუნების შესახებ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ. ნეთანიაჰუ აკრიტიკებს მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ყველა მძევლის დაბრუნება ღაზას სექტორის სრულად დატოვების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.მისი თქმით, ისრაელმა ამ ეტაპზე 207 მძევალი დაიბრუნა.„არასდროს მითქვამს უარი ომის დანარჩენ მიზნებზე. ისრაელის იზოლაციის ნაცვლად, „ჰამასი“ იზოლირებული იქნება“, - აღნიშნავს ისრაელის პრემიერი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ყველა მძევალი გათავისუფლდება და ისრაელის თავდაცვის ძალები იმ პოზიციებზე გადაინაცვლებენ, რაც მათ ღაზაზე ზედამხედველობის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

ტომაშ ფროელიხი
1759607111
გერმანელი ევროპარლამენტარი ტომაშ ფროლიხი: გლობალისტები და ევროკავშირი განაგრძობენ არეულობის შექმნას საქართველოში, მათ არ აქვთ უფლება, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში

„გერმანელი ევროპარლამენტარი ტომაშ ფროლიხი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ის X-ზე აქვეყნებს კადრებს, როდესაც აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და აცხადებს, რომ „გლობალისტები და ევროკავშირი განაგრძობენ არეულობის შექმნას საქართველოში და თბილისის ქუჩებში ძალადობრივი პროტესტების გაღვივებას.“ ევროპარლამენტარი ასევე, თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძის გამარჯვებაზეც წერს და ამბობს, რომ ის და „ქართული ოცნება“ ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებს წარმოადგენენ.მისივე თქმით, გლობალისტებს არ აქვთ საქართველოს საქმეებში ჩარევის უფლება. „ეს დღესაც კი ხდება, მაშინ, როცა „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი კახა კალაძე თბილისის მერად ხელახლა აირჩიეს აშკარა უმრავლესობით - გილოცავთ! კალაძე და მისი პარტია „ქართული ოცნება“ წარმოადგენენ ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებს, უარყოფენ „ვოუქიზმს“ და ლგბტ დღის წესრიგს და უცხოური კონტროლის ნაცვლად, პრიორიტეტს სუვერენიტეტს ანიჭებენ. მათ უბრალოდ არ სურთ, რომ მეორე უკრაინა გახდნენ. სრულიად სამართლიანად! და სწორედ ამიტომ არიან გლობალისტები და ევროკავშირი აღშფოთებულნი. მათ არ აქვთ უფლება, ჩაერიონ საქართველოს საქმეებში. მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის ნებას“, - წერს ფროლიხი. Globalists and the EU continue to stir up trouble in Georgia and fuel violent protests on the streets of Tbilisi. Even today, as former AC Milan football star @kakhakala was elected again as mayor of Tbilisi with a clear majority—congratulations! Kaladze and his party… pic.twitter.com/kU9q3GMLfK — Tomasz Froelich (@TomaszFroelich) October 4, 2025

ურსულა ფონ დერ ლაიენი
1759588511
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა და პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ

ევროკავშირმა და პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი , რუსული ძალების მიერ სუმის ოლქში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ დარტყმას.„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, მაშინ, როდესაც მისი ხალხი რუსეთის ბარბაროსობის შედეგად კვლავ ტანჯვას განიცდის. შოსტკას რკინიგზის სადგურიდან გავრცელებული შოკის მომგვრელი კადრები რუსეთის წინდაუხედავ მზაობას აჩვენებს, რომ სამოქალაქო პირები მიზანში ამოიღოს. ევროკავშირმა და მისმა გლობალურმა პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, სანამ ის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ დათანხმდება“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.  The EU stands with Ukraine as its people once again suffer at the hands of Russian barbarity.The shocking scenes emerging from Shostka railway station highlight Russia’s reckless and continued willingness to target civilians.The EU and its global partners must continue… https://t.co/jDVRkhFlzN — Ursula von der Leyen (@vonderleyen) October 4, 2025

დაბომბილი მატარებელი უკრაინაში
1759584746
რუსული დრონების შეტევის ობიექტი უკრაინაში სარკინიგზო სადგური გახდა

უკრაინის სუმის ოლქის შოსტკინოს სათვისტომოში რუსულმა დრონებმა შეტევა სარკინიგზო სადგურზე განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.საჰაერო იერიში შოსტკა-კიევის მატარებელზე იყო მიტანილი. დაჭრილია 8 ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ,ადგილობრივი ტელეგრამ-არხის ცნობით, საერთო ჯამში დაჭრილია 30 ადამიანი.ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანების მასშტაბები და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.კომპანიის, „სუმიობლენერგოს“ ცნობით, ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული ძალების საჰაერო იერიშების შედეგად ქალაქ შოსტკას და შოსტკინოს რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
1759580387
ერდოღანი: „ჰამასი“ მშვიდობისთვის მზადაა

თურქეთის პრეზოდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე „ჰამასის“ დადებით რეაქციას და განაცხადა, რომ დაჯგუფება „მშვიდობისთვის მზადაა“.„ჰამასმა“, როგორც ეს ადრეც არაერთხელ გააკეთა, აჩვენა, რომ მზადაა მშვიდობისთვის. ამგვარად, ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში გამართულ ცერემონიაზე.

ღაზას სექტორი
1759579297
„ჰამასი“ ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას დათანხმდა, ხოლო ისრაელის არმიამ ღაზაში შეტევა შეაჩერა

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ყველა ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, რომლებიც ღაზაში 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ რჩებიან. საუბარია დაახლოებით 20 ადამიანზე. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.ასევე „ჰამასი“ ისრაელს 30 დაღუპულის ცხედარს გადასცემს. სანაცვლოდ ისრაელი პატიმრობიდან 250 პალესტინელს გაათავისუფლებს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი და ღაზას 1700 მკვიდრს, რომლებიც 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ ისრაელმა დააკავა. ასევე ისრაელი თითოეული გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ „ჰამასს“ 15 დაღუპული პალესტინელის ცხედარს გადასცემს.გარდა ამისა, „ჰამასი“ ღაზას სექტორის მმართველობის გადაცემას დათანხმდა. საუბარია ტექნოკრატიულ ორგანიზაციაზე, რომელიც პალესტინის ნაციონალური კონსენსუსისა და არაბეთისა და ისლამური ქვეყნების მხარდაჭერით უნდა შეიქმნას.ამასთანავე „ჰამასმა“, ფაქტობრივად, უარყო ტრამპის წინადადება, რომელიც ღაზას სექტორის მომავალ მმართველობას ეხება. ტრამპის გეგმის მიხედვით, „ჰამასმა“ ღაზას სექტორის მმართველობაში რაიმე როლზე უარი უნდა თქვას. „ჰამასი“ კი მოითხოვს, რომ ღაზას მმართველობის გადაცემა, ასევე ეკონომიკური განვითარების საკითხები საერთო პალესტინური ნაციონალური ფორუმის ფარგლებში უნდა გადაწყდეს, რაშიც „ჰამასი“ მონაწილეობას მიიღებს და საკუთარ წვლილს შეიტანს“.„ჰამასის“ განცხადებაში არაფერია ნათქვამი მის განიარაღებაზე და ღაზადან ორგანიზაციის იმ წევრთა განდევნაზე, რომლებიც ისრაელთან მშვიდობიან თანაცხოვრებას არ ეთანხმებიან.შესაბამისად, „ჰამასი“ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ტაქტიკურ ნაწილს დათანხმდა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას ეხება, მაგრამ უარყო გეგმის სტრატეგიული ნაწილი.„ყველა ამ განცხადების მიუხედავად, აშშ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ, „ჰამასი“ სავარაუდოდ, მდგრად მშვიდობას მხარს დაუჭერს.„ისრაელმა ღაზას დაბომბვა უნდა შეწყვიტოს, რათა მძევლების სწრაფი და უსაფრთხო გათავისუფლება შესაძლებელი გახდეს. ამჟამად მიმდინარეობს დეტალების შეთანხმება. საუბარია არა მარტო ღაზაზე, საუბარია ახლო აღმოსავლეთში ასე ნანატრ მშვიდობაზე“, - განაცხადა ტრამპმა.ამის შემდეგ დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისრაელის პრემიერისგან ბრძანება მიიღეს, რომლის მიხედვით ღაზაში შეტევითი ოპერაციები შეჩერდა და ჯარი თავდაცვაზე გადავიდა.ტრამპის გეგმა, ფაქტობრივად, პალესტინური სახელმწიფოს შექმნას გამორიცხავს. აშშ კი ისრაელის მოკავშირედ რჩება და იზიარებს მის პოლიტიკას „მშვიდობა ძალის გამოყენებით“.ნეთანიაჰუ ტრამპის გეგმას მხარს უჭერს. არაოფიციალური ინფორმაციით, მის შემუშავებაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის საგარეო პოლიტიკაში „მარჯვენა ხელი“ რონ დარმერი მონაწილეობდა. გეგმა ნეთანიაჰუს სტრატეგიულ მიზნებს შეესაბამება. საუბარია იმაზე, რომ უახლოეს პერსპექტივაში არ მოხდეს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რომლის მიხედვით ღაზას სექტორის და იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონების გაერთიანება იგეგმებოდა.ამასთანავე, ნეთანიაჰუს გეგმას ოპონენტებიც ჰყავს - ესენია ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრი ბეცაცელ სმოტრიჩი და ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრი ითამარ ბენ გვირი. მათი აზრით, ისრაელმა ღაზას სექტორი მთლიანად უნდა დაიკავოს და იქ ებრაული დასახლებები შექმნას.„ჰამასის“ შიგნითაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მისი პოლიტიკური მმართველობა, რომელიც კატარში იმყოფება, მას მხარს უჭერს, მაგრამ თავად ღაზაში მყოფი „ჰამასის“ სამხედრო მმართველობა, რომელსაც აზადინ ალ-ჰადადი ხელმძღვანელობს, ამ გეგმას მხარს არ უჭერს.როგორც „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა, მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა, მოძრაობა, პრინციპში, ტრამპის გეგმის ძირითად ნაწილს მხარს უჭერს, მაგრამ „გეგმის განხორციელებას მოლაპარაკება სჭირდება“.მისი თქმით, მძევლების გასათავისუფლებლად დადგენილი ვადა, 72 საათი, არსებულ პირობებში არარეალისტურია. ზოგიერთი დაღუპული მძევლის ცხედარი ნაპოვნი არ არის და მათ დაბრუნებას მეტი დრო დასჭირდება.ასევე მარზუკი ამბობს, რომ საერთაშორისო სტაბილიზაციური ძალები, რომლებმაც ღაზას სექტორში ისრაელის ჯარი უნდა შეცვალონ, დაზუსტებას საჭიროებს. „ჰამასს“ სჭირდება იმის გარანტია, რომ სამშვიდობო კონტინგენტი არაბული და ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.აბუ მარზუკი ასევე აცხადებს, რომ „ჰამასი“ ისრაელის ოკუპაციის დასრულებამდე განიარაღებას არ აპირებს. „ვინც ღაზას მმართველობაში მოვა, ჩვენს იარაღსაც მიიღებს“, - განაცხადა აბუ მარზუკმა.დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ევროპელმა ლიდერებმაც მხარი დაუჭირეს. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მას „კონფლიქტის დასრულების საუკეთესო შანსი“ უწოდა.

ლიეტუვის პრეზიდენტი
1759576388
ნაუსედას ადმინისტრაცია კულტურის მინისტრის გადადგომაზე: საკუთარი შეცდომების აღიარება და გამოსწორება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას ადმინისტრაცია კულტურის მინისტრის იგნოტას ადომავიჩუსის გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა. კერძოდ, 3 ოქტომბერს ადომავიჩუსმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თავი აარიდა ჟურნალისტის კითხვას, ვის ეკუთვნის ყირიმი და განაცხადა, რომ ამ შეკითხვას კულტურასთან კავშირი არ აქვს. აღნიშნულის შემდგომ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის ინგა რუგინიენეს დაჟინებული თხოვნით, ადომავიჩიუსმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.როგორც ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა ტომას ბერჟინსკასმა განაცხადა, ნაუსედა ფიქრობს, რომ შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორება სწორი გადაწყვეტილებაა. ეს ასევე ხელს უწყობს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას.„საკუთარი შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომელსაც საზოგადოებაში განხეთქილებისა და დაძაბულობის შემცირება შეუძლია. მინისტრის გადადგომა სწორედ ეს ნაბიჯია“, - აღნიშნა მან.ბერჟინსკასმა დასძინა, რომ პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთავრობის მეთაური კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ახალი კანდიდატების შერჩევისას არსებულ ვითარებას გაითვალისწინებს.

მიუნხენის აეროპორტი
1759573712
მიუნხენის აეროპორტი უცნობი დრონების გამო მეორედ დაიხურა

გერმანიაში მიუნხენის აეროპორტი 3 ოქტომბრის საღამოს ამ კვირაში უკვე მეორედ დაიხურა უცნობი დრონების დაფიქსირების გამო. ინფორმაციას Reuters-ი და Bild-ი ავრცელებენ. ფედერალურმა პოლიციამ გასულ ღამეს დრონის დანახვის ორი ფაქტი დაადასტურა. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია აეროპორტმაც დაადასტურა.„3 ოქტომბრის საღამოს გერმანიის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურმა შეზღუდა და შეაჩერა ფრენები მიუნხენის აეროპორტში შემდგომ შეტყობინებამდე, უსაფრთხოების მიზნით, დრონების აქტივობის შესახებ დაუდასტურებელი ცნობების გამო“, - ნათქვამია მიუნხენის აეროპორტის განცხადებაში.მიუნხენში ფედერალური პოლიციის ოფისის წარმომადგენელმა თომას ბოროვიკმა დაადასტურა ინფორმაცია: „უსაფრთხოების მიზნით, საჰაერო მოძრაობის კონტროლმა ფრენები [ადგილობრივი დროით] 21:28 საათზე შეაჩერა. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“.როგორც გავრცელდა ინფორმაცია, 23:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე ფედერალური პოლიციის ორი საპატრულო ჯგუფი ერთდროულად აკვირდებოდა ერთ დრონს ორ სხვადასხვა ადგილას.„ერთი დრონი ერთდროულად შენიშნეს როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ასაფრენ ბილიკებზე. დაკვირვების დროს დრონები მაშინვე შებრუნდნენ და გაუჩინარდნენ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდა“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.ინციდენტის გამო, მიუნხენში 23 რეისის გადამისამართება გახდა საჭირო, ხოლო 12 რეისი გაუქმდა. კიდევ 46 რეისი გეგმის მიხედვით ვერ განხორციელდა, ისინი გაუქმდა, ან გადაიდო 4 ოქტომბრისთვის.აეროპორტის ცნობით, ინციდენტის გამო 4 ოქტომბრის დილის რეისებიც გადაიდო. მგზავრებს ურჩევენ, აეროპორტში ჩასვლამდე რეისის მიმდინარე სტატუსი ავიაკომპანიასთან შეამოწმონ.4 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, რეგისტრაცია გარკვეული რეისებისთვის უკვე მიმდინარეობს. ასევე, ზოგიერთი თვითმფრინავი უკვე მიუნხენში დაეშვა.ამავდროულად, რამდენიმე ფრენა კვლავ გაუქმებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის აეროპორტი უცნობი დრონების დაფიქსირების გამო 2 ოქტომბრის ღამეს დროებით დაიხურა. 

უკრაინული დრონი
1759562268
უკრაინულმა დრონებმა ლენინგრადის ოლქში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე, „კირიშინეფტეორგსინთეზზე“ იერიში მიიტანეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.ლენინგრადის ოლქში გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ უპილოტო აპარატებმა იერიში მიიტანეს ქალაქ კირიშიზე. მისი ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა 7 დრონი ჩამოაგდეს. სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, მაშველებმა აალების ლიკვიდირება მოახერხეს. გუბერნატორმა არ დააკონკრეტა, თუ სად გაჩნდა ხანძარი.„როსპოტრებნადზორის“ ცნობით, საწარმოს გარშემო ეკოლოგიური სიტუაცია ნორმის ფარგლებშია.

P.Diddy
1759560445
ამერიკელ რეპერს P.Diddy-ს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამერიკელ რეპერს შონ კომბს, რომელიც P.Diddy-ს სახელით არის ცნობილი, 4 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ის პროსტიტუციაში ჩართვისთვის იყო გასამართლებული. ინფორმაციას Detche Welle ავრცელებს.განაჩენი ნიუ-იორკის სასამართლომ გამოიტანა. მოსამართლე არუნ სუბრამანიანმა ასევე P.Diddy-ს ნახევარი მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა. P.Diddy დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წინასწარი პატიმრობაში იმყოფება. შესაბამისად, ის თავისუფლებაზე დაახლოებით 3 წლის შემდეგ გამოვა.პროკურატურა რეპერისთვის 11-წლიან პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატების კი P.Diddy-ს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.სასამართლომ 55 წლის რეპერი სექსუალიზებული ექსპლოატაციის მიზნებში ადამიანებით ვაჭრობაში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში უდანაშაულოდ ცნო. ის დამნაშავედ ცნეს ნაკლებად მძიმე დანაშაულებში. კერძოდ ნაფიცმა მსაჯულებმა P.Diddy დამნაშავედ ცნეს ყოფილი მეგობარი ქალის, კასანდრა ვენტურას და კიდევ ერთი ქალის ჩართვაში პროსტიტუციაში და მათ უკანონო ტრანსპორტირებაში.

ჰამასი
1759522242
„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა

„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა.„ჰამასმა“ განაცხადა, რომ მან მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის ზოგიერთი ნაწილი ღაზას სექტორში ომის დასრულების შესახებ, მათ შორის ძალაუფლების დათმობა და ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლება, თუმცა სხვა საკითხები პალესტინელებს შორის შემდგომ კონსულტაციებს მოითხოვს.„ჰამასის“ მაღალჩინოსნების თქმით, ისინი „მცირე ცვლილებებს“ მოითხოვენ.

••• იტვირთება