ვიდეო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჩაწერილ ძველ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დასმულ შეკითხვაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს თუ არა პირდაპირ დიალოგს რუსეთის ხელისუფლებასთან, ბურჭულაძე პასუხობს: „ეს გუნდის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით საჭიროა პირდაპირი დიალოგი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გვყავდეს ის შუამავალი, რომელიც იქნება გარანტი ჩვენი საუბრისა, მაგრამ პირდაპირი საუბარი უნდა იყოს“.„მინიმუმ, უხერხულია ასეთი პასუხის ავტორი, ეკონომიკური სანქციების მიერთებას და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვდეს ხელისუფლებისგან...“, - წერს ანანიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ი.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 91 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული გამომშრალი „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.როგორც სუს-ში აცხადებენ, საქმის მასალების თანახმად, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები.„ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში, 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ.სპეციალურ სამალავში აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო თბილისის მახლობლად, ტყის მასივში.ჩვენს მიერ, ასევე, იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ბ.ჭ.-ს შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო დეტონატორის მოქმედებაში მოყვანა. ის უკვე მოყვანილია უსაფრთხოების სამსახურში და მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს სუს-ში.სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცემა ბ.ჭ., და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.„დღეს გამთენიისას ჩატარდა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი ტელეფონი, რომელსაც ის საქართველოში ყოფნის დროს იყენებდა. ტელეფონის დათვალიერების შედეგად ამოღებულია ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება - რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც ბ.ჭ., გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ პირს აჩვენებს მის მიერ შეძენილ იარაღებს, საბრძოლო მასალას და აბარებს ერთგვარ ანგარიშს აღნიშნულთან დაკავშირებით. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.ინტენსიურად ტარდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა/დაკავების მიზნით. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელების სახელით მადლობას გადავუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ჩატარებულ ღონისძიებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისა და გუშინდელი დღის განმავლობაში არსებული საფრთხეების უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტით აცილებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გამოჩენილი სიმამაცისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის“, - აცხადებენ სუს-ში.
„ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. ვხედავთ, რომ არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „თავადაც ადევნებთ თვალყურს, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას არც დაუმალავს, მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ სამაგალითოა საქართველო, თუ როგორ მოქმედებს მისი ხელისუფლება, მისი ბრძენი ხალხი და ახერხებენ მაღალი შედეგი ჰქონდეთ, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. ამას ყველა ვხედავთ და ეს თითოეული ჩვენგანის ვალდებულება, მოვალეობაც არის. უსაფრთხოებაზე როდესაც არის საუბარი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება, მაღალი სტანდარტი. უნდა იცოდეს იმ ადამიანებმა, რომლებიც დამხობის, ძალადობის, ხელისუფლების ჩამოგდების მოწოდებას აკეთებდნენ, რომ განსაკუთრებულად მკაცრი პასუხი გაეცემათ. ეს არის მოთხოვნა საზოგადოებისაც. მთელი ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით, როცა დამოუკიდებელი გავხდით, ვართ გზაზე, სადაც ყველა ჩვენგანის სურვილია, გაერთიანდეს ქვეყანა, იყოს წარმატებული, განვითარებული. ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. ვხედავთ, რომ არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს. დაინერგა ელექტრონული საარჩევნო სისტემა, ყველა კარგად ხედავთ, როგორ მაღალ დონეზე ტარდება არჩევნები. ვისაც პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს წინაშე, მოქალაქეობრივი ვალდებულება, ყველა კარგად ხედავს თავის წვლილსაც და გზასაც. ქედს ვიხრი ჩვენი საზოგადოების წინაშე. მადლობას მოვახსენებ ყველა ინსტიტუციას, ასევე მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას, იყვნენ მკაცრები ასეთი გამოვლინებების დროს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
„გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და არჩევნების პარალელურად აქციაზე განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.„გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. მინდა მათ პასუხისმგებლობას გავუსვა ხაზი, რომ ამომრჩევლის მობილიზაცია გააკეთეს და მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სახელმწიფოს მიმართ. ვისარგებლებ შემთხვევით და გამარჯვებას მივულოცავ გამარჯვებულ პარტიას. სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ვანდალური ფაქტები, მოწოდებები ჯერ კიდევ წინა დღეებში“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
მოქალაქე, რომლის ახლად გახსნილი კაფე გუშინდელი (4 ოქტომბრის ღამის) საპროტესტო აქციის დროს დაიწვა, სოციალურ ქსელში ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.„მადლობა ყველას, ვინც მომწერა და დამირეკა. კი, ჩვენი ახლად გახსნილი კაფე მოჰყვა მოვლენების ეპიცენტრში და ყველაფერი დაიწვა. მადლობა მხარდაჭერისთვის“, - წერს „ვანილის სახლის“ მფლობელი დიანა ვეკენგურსკაია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.მისი თქმით, თუ დადასტურდება ჩანაწერის ავთენტურობა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.„გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადასტურდება ამ ჩანაწერის ავთენტურობა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა დარახველიძემ.ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თბილისში არეულობების დაგეგმვაზე, სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძე და ბაჩო ახალაია საუბრობენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართა. მმართველი გუნდის დეპუტატმა, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ამომრჩევლებს „ქართული ოცნებისთვის“ გამოცხადებული ნდობისთვის.„თქვენ რომ ამდენი ხართ, მაგიტომ ვართ ჩვენ ასეთი ძლიერები. აქ შეკრებილები ხართ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველანი ხართ პატრიოტები. ჩვენ, შეიძლება, ყველანი განვსხვავდებოდეთ ბევრი ნიშნით, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი რაღაცა - ჩვენთვის და იმ მილიონ ას ოცი ათასი ჩვენი მხარდამჭერისთვის ნომერ პირველ ადგილზე დგას - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და სარწმუნოება.მეგობრებო! წინა არჩევნებზე სასწაული ერთობა დავანახეთ. ეს ერთობა გამოიწვია იმან, რომ ყველამ გავიაზრეთ, ეს არჩევნები იყო ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები.თითოეულმა გავიაზრეთ და ყველას გეკითხებით, აქ ვდგავართ პატრიოტები - როდის გიგრძნიათ საქართველო ასეთი დამოუკიდებელი და სუვერენული ყოფილა?! როდის ყოფილა დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ყველა გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ მიიღება საქართველოშივე?! ყველას ვალია, ხმა მივცეთ საქართველოს, „ქართულ ოცნებაზე“ მიცემული ხმა ნიშნავს ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, სუვერენიტეტის გამყარებას, ჩვენი იდენტობის, კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებას.ყველანი უნდა დავირაზმოთ, ყველა უნდა მივიდეთ, 40 წუთი საქართველოს უნდა დავუთმოთ, რომ გაგრძელდეს ეს ჩვენი სუვერენული პოლიტიკა. არავის მივცემთ უფლებას რა შანტაჟიც არ უნდა იყოს, არც ომში არ ჩავერთვებით, ჩვენი საომარი სადაც იყო... 30 საუკუნოვანი უწყვეტი გენის ერი ვართ, ერის ხასიათს და როლს - ისტორია აყალიბებს. გადახედონ ჩვენ ისტორიას - ვისი მითითება გვჭირდება სადაც საომარია! ჩვენი ხასიათი, იდენტობა ჩამოყალიბდა - მამული, ენა სარწმუნოება. ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ მეგობრების რჩევას თუ დარიგებას, მაგრამ მეგობრებო! პირობას გაძლევთ, არასდროს გავითვალისწინებთ ისეთ რჩევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.დღეს გადარჩენა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ნომერ პირველი პრიორიტეტია - კიდევ უფრო დამოუკიდებლები ვიყოთ, პატრიოტები ვდგავართ, ვიცი, როგორი მნიშვნელოვანი არიის იმის შეგრძნება, რომ დავალებას არავისგან ვიღებთ, ვიღებთ ქართველი ხალხისგან და ვატარებთ ქართველი ხალხის შესაბამის ინტერესებს, ჩვენ ეროვნულ ინტერესებს და პირობას გაძლევთ, თქვენ თუ ასე გვერდში გვედგებით, ერთ ნაბიჯს უკან არ დავიხევ, არც ერთი ნაბიჯი მარცხნივ, არცერთი ნაბიჯი მარჯვნივ - მარტო წინ! უფრო დამოუკიდებლები, უფრო სუვერენულები და წარმატებულები, გაუმარჯოს თბილისს, გაუმარჯოს საქართველოს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.„კომპლექსური ღონისძიების შედეგად, დაკავებულია უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე. მათ შორის არიან - ინდოეთის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქმენეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ნ.ქ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული მ.ი. და 2004 წელს დაბადებული ქ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „მორფინი“, გამომშრალი „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ კოპენჰაგენში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან ხუმრობით ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ ომი, რომელიც არასდროს მომხდარა, დასრულდა.კერძოდ, სექტემბერში ტრამპმა შეცდომით განაცხადა, რომ მან აზერბაიჯანსა და ალბანეთს შორის კონფლიქტის მოგვარება მოახერხა, მაშინ, როცა სინამდვილეში საუბარი იყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე.საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გვერდით მდგომმა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მაკრონისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა იმის გამო, რომ მან პოლიტიკოსებს „ალბანეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის“ მოგვარება არ მიულოცა.„თქვენ ბოდიში უნდა მოიხადოთ ორივეს წინაშე“, - მიმართა რამამ მაკრონს, - „იმიტომ, რომ არ მოგვილოცეთ ალბანეთსა და აზერბაიჯანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება“, - აღნიშნა რამამ, რამაც თანამოსაუბრეების სიცილი გამოიწვია.„ვწუხვარ ამის გამო“, - ხუმრობით უპასუხა მაკრონმა.აღსანიშნავია, რომ ტრამპს არა მხოლოდ ალბანეთი აერია სომხეთში, არამედ შეცდომით განაცხადა, რომ მან „კამბოჯასა და აზერბაიჯანს“ შორის ომი შეაჩერა. Arnavutluk Başbakanı Edi Rama, Macron’a:İlham Aliyev’i ve beni tebrik etmelisiniz.Trump aramızdaki çatışmayı sona erdirdi. pic.twitter.com/r7oi4VLaPa — THS Haber (@temmuzhaber) October 2, 2025
ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზასკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის რამდენიმე გემი შეაჩერეს და ბორტზე მყოფი აქტივისტები, მათ შორის, გრეტა ტუნბერგი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელეს.სამინისტრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადასცემს ისრაელის ჯარისკაცი შვედ აქტივისტ გრეტა ტუნბერგს მის ნივთებს დაკავების შემდეგ.„უკვე რამდენიმე გემი ფლოტილიიდან უსაფრთხოდ შევაჩერეთ და მათი მგზავრები ისრაელის პორტში გადაჰყავთ. გრეტა და მისი მეგობრები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან“, - აღნიშნავენ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში.მედიის ინფორმაციით, ისრაელში ჩამოყვანის შემდეგ აქტივისტები ქვეყნიდან დეპორტირდებიან.მანამდე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის საზღვაო ძალები ღაზასკენ მიმავალ ფლოტილიას დაუკავშირდნენ და მარშრუტის შეცვლა მოსთხოვეს. Already several vessels of the Hamas-Sumud flotilla have been safely stopped and their passengers are being transferred to an Israeli port. Greta and her friends are safe and healthy. pic.twitter.com/PA1ezier9s — Israel Foreign Ministry (@IsraelMFA) October 1, 2025