რეგიონი
გაგრის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ, 1992 წლის ოქტომბერში, გაგრაში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. რამდენიმე დღეში კი, 5 ოქტომბერს სეპარატისტებმა და რუსმა „ბოევიკებმა“ განთიადი და ლესელიძე აიღეს და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე ტერიტორია დაიკავეს. გაგრის აღების შემდეგ, აფხაზი სეპარატისტები ქალაქში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ.
ბორჯომის მერობის ქართული ოცნების“ კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. იგი დარწმუნებულია, რომ ბორჯომში და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.„მხარი დავუჭირე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“ რადგან, ჩემი ღრმა რწმენით, ამ პოლიტიკურ ძალას შესწევს უნარი ქვეყნის და მისი მუნიციპალიტეტები მშვიდობიანად განავითაროს.დარწმუნებული ვარ დღეს ბორჯომში და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, როგორც მერობის ასევე საკრებულოს არჩევნებში. წინასწარ მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის”, - აცხადებს მამუკა გელაშვილი.
საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშილმა საკუთარი არჩევანი ქ. ბოლნისის N2 საარჩევნო უბანზე გააკეთა. მან ხაზი არჩევნების მნიშვნელობას და ამომრჩევლის აქტიურობას გაუსვა.„რა თქმა უნდა, ხმა მივეცი მშვიდობასა და ბოლნისის განვითარებას.დღევანდელი არჩევნები დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, არამედ საკუთარი მომავლის მიმართ პასუხისმგებლობის აღებაა“, - აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ზამურ ჭითანავამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რის შესახებაც საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო.„საკუთარი არჩევანი ქალაქ ბოლნისის №3 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად გავაკეთე და რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ბოლნისი კვლავაც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის - „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა“, - წერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მან ხმა საქართველოს ღირსეული მომავლის, სტაბილური განვითარების და ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების სასარგებლოდ მისცა.„მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ ხმა მივეცი საქართველოს ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, განვითარებასა და მშვიდობას. ეს არის არჩევანი არა მხოლოდ პოლიტიკურ გუნდზე, ეს არის იმ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოიჩენენ პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას, მივლენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირებენ იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ერთიანობამდე.ჩვენი ხმა არის პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე, მომავალი კი მშვიდობისა და ერთიანობისკენ გზას ნიშნავს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მეუღლესთან ერთად, საკუთარი არჩევანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების 29-ე უბანზე დააფიქსირა.ხმის მიცემის შემდეგ სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობისა და ღირსეული მომავლის სასარგებლოდ გააკეთა.„რა თქმა უნდა, გავაკეთე არჩევანი განვითარების, სტაბილურობის, მშვიდობის და ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ექვსივე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი რეგიონის განვითარებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ფოთში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.N70 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 24-ვე საარჩევნო უბანი 06:45 საათზე გაიხსნა, ხოლო ამომრჩევლებმა საკუთარი ნების დაფიქსირება 08:00 საათიდან დაიწყეს.არჩევნებში ფოთში 4 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: „ქართული ოცნება“, „გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“. მერობის კანდიდატი კი მხოლოდ მოქმედი მერი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბექა ვაჭარაძეა.არჩევნებში სულ 40 511 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, არცერთ საარჩევნო უბანზე შეფერხება არ ყოფილა და საჩივარი არ დაწერილა. არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.
ონში საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფილიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლებული სამედიცინო დაწესებულება მოეწყო და აღიჭურვა თანამედროვე სამედიცინო ტექნიკითა და ინვენტარით. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ცენტრი უზრუნველყოფს პაციენტების პირველად დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაბამის კლინიკებში გადამისამართებას.„დაწესებულება მოსახლეობას როგორც გადაუდებელ, ასევე ამბულატორიულ მომსახურებას შესთავაზებს. ფილიალში ხელმისაწვდომი იქნება კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, უროლოგიური, ნევროლოგიური, ოფთალმოლოგიური და სხვა პროფილის ექიმებთან გეგმური ამბულატორიული კონსულტაციები.პროექტის მიზანია, ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე შეუქმნას ხელმისაწვდომობა ხარისხიან და დროულ სამედიცინო მომსახურებაზე. სამედიცინო დაწესებულება უახლოეს მომავალში დაიწყებს პაციენტების მიღებას.განახლებულ ფილიალი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მერმა სერგი ხიდეშელმა და საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ დაათვალიერეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა ბოლნისის მოსახლეობას მიმართავს და წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის.როგორც მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში წერს, მას ადგილობრივების მხარდაჭერის იმედი აქვს, გამარჯვების შემდეგ კი, მათთან ერთად აპირებს მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, განვითარებასა და წარმატებაზე ზრუნვას.„ძვირფასო ბოლნისელებო, პირველ რიგში, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გამართულ შეხვედრებში თქვენი აქტიური ჩართულობისთვის. ეს გზა ჩვენ ერთად გავიარეთ და თქვენი გვერდით დგომა, გულღია საუბრები და მხარდაჭერა - ჩემთვის უდიდესი ძალა იყო. დარწმუნებული ვარ, ბოლნისი კვლავ გაიმარჯვებს! ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო იმ მუნიციპალიტეტის მერი, სადაც ჩვენი ბავშვობა, აწმყო და მომავალია. ბოლნისი, ეს არის ადგილი, სადაც ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ერთობა სუფევს. ეს ჩვენი საერთო სახლია, ჩვენი ისტორია და ჩვენი მომავლის საფუძველი. ბოლნისი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მრავალფეროვნებით, შრომისმოყვარე და გულღია ადამიანებით. მოხარული ვარ, რომ კამპანიის ფარგლებში გავიცანი ახალი ადამიანები და მომეცა შესაძლებლობა მომესმინა მათი ხედვები. განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს, მათი ენერგია და იდეები კიდევ უფრო ხალისით და მოტივაციით გვავსებს. ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი და მათი ხედვების გაზიარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. თქვენი თანადგომით და მხარდაჭერით დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ და წარმატებულ მუნიციპალიტეტს. მჯერა, რომ ერთობითა და ერთსულოვნებით მომავალს იმედით შევხვდებით და სიამაყით ვიტყვით: ეს ჩვენი ბოლნისია! აქვე, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის. მეგობრებო, არჩევნებში მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, მხარდაჭერისა და ერთიანობისკენ. მე არ ვარ მხოლოდ კანდიდატი, მე ვარ თქვენი თანამოქალაქე, რომელსაც გულწრფელად სურს, რომ ბოლნისი იყოს განვითარებული, მშვიდობიანი და სამართლიანი. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი! მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ბოლნისს!“, - წერს ზამურ ჭითანავა.
„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბორჯომში, ე.წ ფაფის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.მერობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, თუ რის გაკეთებას აპირებს ბორჯომის განვითარებისთვის.„არსებულ საჭიროებებზე მოსახლეობასთან ერთად ვისაუბრეთ და მათ მოგვარებას ჩემი სამუშაოს პირველივე დღეებიდან შევუდგები. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოვიარე ყველა სოფელი და ქალაქის ყველა უბანი, არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა მქონდა მოქალაქეებთან, ბორჯომელების ყველა საჭიროებას გავეცანი. ჩემო ძვირფასო ბორჯომელებო, მადლობას გიხდით ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. 4 ოქტომბერს ღირსეულად გაიმარჯვებს საქართველო! გაიმარჯვებს ბორჯომი! გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ !“, - აცხადებს გელაშვილი.
ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაწესებულებაში სრულად გარემონტდა „ემერჯენსი“, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები, აღიჭურვა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით.ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მისი განცხადებით, კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებითუზრუნველყოფს.მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა კლინიკამ მიიღოს შესაბამისი ნებართვა და სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.კლინიკაში მინისტრთან ერთად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი იმყოფებოდნენ.
დავით სონღულაშვილი სამუშაო ფორმატში გაეცნო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, გეგმებსა და გამოწვევებს. თანამშრომლებთან შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა თითოეული მათგანის როლს სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფასა და „ფერმიდან სუფრამდე“ ერთიან ჯაჭვში იმ ღონისძიებების მნიშვნელობას, რომლებიც ცხოველთა ჯანმრთელობის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით ტარდება.„ჩვენი პრიორიტეტია, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში წარმოდგენილი იყოს როგორც მაღალი სტანდარტის უწყება, რომელიც პასუხობს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებსა და თანამედროვე გამოწვევებს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმი ვეტერინარული თვალსაზრისით ერთ-ერთი კეთილსაიმედო რეგიონია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ვაქცინაცია მხოლოდ ცოფის საწინააღმდეგოდ ხორციელდება. ამავდროულად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს აგრარული ბაზრების, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების, სურსათის სავაჭრო ობიექტების კონტროლი. რეგიონში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების ცხოველთა სასაკლაო და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოწმებას.ამასთან, მნიშვნელოვანია მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რომლებსაც სააგენტო რეგიონში ატარებს. მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ხორციელდება აზიური ფაროსანას მონიტორინგი და ფართობების შეწამვლა. დღეისათვის, შესაბამისი პრეპარატებით დამუშავებული ფართობების რაოდენობა 6 500-მდე ჰექტარს შეადგენს.სურსათის ეროვნულ სააგენტოში დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი.