მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

პოლიტიკა

ჯეიკ ჰოფმანი
1759618019
საერთაშორისო დამკვირვებელი ჯეიკ ჰოფმანი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე: თუ ამ არჩევნებს გაყალბებულს ვუწოდებთ, ამერიკული არჩევნების შესაფასებლად სიტყვები არ მაქვს

საერთაშორისო დამკვირვებელმა, ჯეიკ ბარეტ ჰოფმანმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „ამ შაბათს საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ვიყავი და საარჩევნო პროცესს ვაკვირდებოდი. თბილისში მიმდინარე პროტესტების ფონზე, მინდა რამდენიმე მთავარი დასკვნა შემოგთავაზოთ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით: 1. საქართველოში არ არსებობს უნივერსალური ფოსტით ხმის მიცემა. 2. სავალდებულოა პირადობის მოწმობა, მარკირება და სახის იდენტიფიცირება 3. ქაღალდის ბიულეტენები დუბლირებულია ელექტრონულ ბიულეტენზე და თუ ამ არჩევნებს გაყალბებულს ვუწოდებთ, ამერიკული არჩევნების შესაფასებლად სიტყვები არ მაქვს“, - წერს ჰოფმანი.

ირაკლი კობახიძე
1759617857
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება

„დადგა 5 ოქტომბერი. მინდა შევაჯამო არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 80 %-ზე მეტი. თითქმის დასრულებულია უკვე ხმების დათვლა, გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი 80 %-ზე მეტი და მივიღეთ დაახლოებით მილიონი ხმა. კიდევ ერთხელ მადლობა ამომრჩეველს და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გამარჯვება არის საფუძველი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება.რაც შეეხება კიდევ ერთ აქტუალურ თემას თარიღის კუთხითაც, თქვენ გახსოვთ იყო გარკვეული მუქარები. რაც შეეხება, აქციას და ძალადობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. თქვენ იცით, როგორ განვითარდა მოვლენები. დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა. ადამიანები მივიდნენ ამ აქციაზე, დაახლოებით თქვენ ნახეთ, რომ იყო მისული 5-7 ათასი ადამიანი, ხელისუფლების დამხობის აქციაზე. გადავიდნენ მოქმედებაზე, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს დამხობიდან გამიჯვნა. ეს არის ძალიან მარტივი ქრონოლოგია იმისა, თუ როგორ გაემიჯნენ აქციის მონაწილეები დამხობის წარუმატებელ მცდელობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავარდა დამხობის მცდელობა კონკრეტულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა დაიწყეს დამხობიდან გამიჯვნა, მათ შორის ეს იყო სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული პარტიების ლიდერები, შემდეგ კონკრეტული აქტივისტები და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას. აქ იგულისხმება, მათ შორის, პოლიტიკური პასუხისმგებლობა.რაც შეეხება ძალადობაში მონაწილეობას. აქ, კიდევ უფრო მძიმეა ადამიანების მდგომარეობა. ვინც მონაწილეობდა ძალადობაში უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის დანაშაულის ამსრულებელი. შესაბამისად, ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს შემდეგი დღეების განმავლობაში და ბევრი დღე არ დასჭირდება ამას.ჩვენ ვვარაუდობდით მათი შემართებიდან გამომდინარე, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ხედავთ, რომ ჩვენი პროგნოზი ასრულდება. მათ შორის, ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ დღეს, ბევრად მეტი გვაქვს ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა თუნდაც, რამდენიმე თვის წინ. თავის დროზე, თუ მხოლოდ მოძალადეთა სამი პროცენტის იდენტიფიცირება მოხერხდა, როდესაც ათასი ადამიანი ძალადობდა და დაჭერილ იქნა 30 ადამიანი, დღეს გვაქვს იდენტიფიცირების ბევრად მეტი რესურსი. აქედან გამომდინარე, დამხობის მცდელობის დანაშაულის ამსრულებელთაგან ძალიან ბევრს ელის მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად. კანონი მათ მიმართ იმოქმედებს რა თქმა უნდა ძალიან მკაცრად.იყო ძალადობა, მათ შორის, მონაცემებიც მინდა გაგაცნოთ, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა თხუთმეტ პოლიციელს და ექვს მომიტინგეს. ასეთია თანაფარდობა, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალადობა იყო მასობრივი და მასშტაბური და ამისათვის, რა თქმა უნდა, კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ კანონის წინაშე პასუხს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დადგა 5 ოქტომბერი, მოვიგეთ 64-64-ზე. ეს იყო ჩვენი პროგნოზი, 64 მერი, 64 საკრებულო და ეს პირობა სრულად შევასრულეთ. დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა. ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით. ყველაფერი არის კარგად. ყველაფერი გაგრძელდება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას ექნება აუცილებლად მშვიდობა და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება. და კიდევ ერთხელ, ვინც სცადა ხელი აღემართა ჩვენს სახელმწიფოზე უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა. და ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინდელი დამხობის აქცია იყო სპეცსამსახურების მიერ დაორგანიზებული ე.წ. 300-დღიანი პროტესტის გაგრძელება და პირდაპირი, ლოგიკური კავშირია ამ სამარცხვინო 50 და 150-კაციან პროტესტებსა და გუშინდელ დამხობის აქციას შორის. აქედანაც მინდა, რომ ყველამ გამოიტანოთ დასკვნები როგორი იქნება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა უცხოური აგენტურის მიმართ, უცხოელი აგენტების მიმართ და უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაციების მიმართ. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელიც ძალადობს ადამიანებზე, პოლიციელებზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომელიც ძალადობს ზოგადად ქვეყანაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე ცდილობს ძალადობას, ყველას მიმართ ვიქნებით უკომპრომისოები. სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ყველგან დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უცხოური სპეცსამსახურების მიერ მოსაწყობი რევოლუციის ადგილი ვერ იქნება ჩვენი ქვეყანა. და ვინც მონაწილეობს უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილ ოპერაციებში ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძე
1759611103
ირაკლი კობახიძე: დადგა 5 ოქტომბერი და ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით, დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით

დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა, ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.პრემიერის თქმით, საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა„ძალადობა იყო მასობრივი და მასშტაბური, ამაზე კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ პასუხს. დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა. ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით.ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი გაგრძელდება ძალიან კარგად, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ექნება მშვიდობა და გაგრძელდება ქვეყნის განვითარება. ვინც სცადა ხელი აღემართა, ჩვენს სახელმწიფოზე უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე
1759610014
ირაკლი კობახიძე: ვინც მონაწილეობდა ძალადობაში, უკლებლივ ყველა უნდა ელოდეს სიურპრიზებს შემდეგი დღეების განმავლობაში

ვინც მონაწილეობდა ძალადობაში უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელი, შესაბამისად, ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს შემდეგი დღეების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი თქმით, სამართალდამცველებს ბევრი დღე არ დასჭირდებათ კანონის აღსასრულებლად.„ჩვენ ვვარადუდობდით, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ხედავთ, რომ ჩვენი პროგნოზი ასრულდება. ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ დღეს ბევრად მეტი გვაქვს ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა რამდენიმე თვის წინ. თავის დროზე, თუ მოძალადეთა სამი პროცენტის იდენტიფიცირება მოხერხდა, დღეს გვაქვს იდენტიფიცირების მეტი რესურსი.აქედან გამომდინარე, დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელთაგან ძალიან ბევრს ელოდება მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად. იყო ძალადობა, მათ შორის მონაცემებიც მინდა, გაგაცნოთ. კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა 15 პოლიციელს და აქციის 6 მონაწილეს. ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალადობა იყო მასობრივი და მასშტაბური, ამაზე კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ პასუხს. დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა. ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული თითოეული წარმომადგენლით.ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი გაგრძელდება ძალიან კარგად, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ექნება მშვიდობა და გაგრძელდება ქვეყნის განვითარება.ვინც სცადა ხელი აღემართა, ჩვენს სახელმწიფოზე უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელმაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

ირაკლი კობახიძე
1759609857
ირაკლი კობახიძე: თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში არ დაუბარებიათ - ეს არის ტყუილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თითქოს აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი.„ეს არის ტყუილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არ დაუბარებიათ. ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ მქონდა საუბარი ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან. მას ჰქონდა არაერთი შეხვედრა ამ დღეების განმავლობაში. ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე
1759609774
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გავეცანით პოლიციელის მდგომარეობას, ადგილზეც ვიყავით მისული და მდგომარეობა არის სტაბილური, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩაივლის ძალიან მალე და ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მალე გაუმჯობესდება

ჩვენ გავეცანით პოლიციელის მდგომარეობას, ადგილზეც ვიყავით მისული, მდგომარეობა არის სტაბილური, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მალე გაუმჯობესდება.„ჩვენ გავეცანით პოლიციელის მდგომარეობას, ადგილზეც ვიყავით მისული, მდგომარეობა არის სტაბილური. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩაივლის ძალიან მალე და ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მალე გაუმჯობესდება”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე
1759609749
ირაკლი კობახიძე აუდიოჩანაწერზე: გამოძიების საქმეა, ავთენტურობის დადგენა - თავად შინაარსი რომ არავის უკვირს, ეს არის თავისთავად მრავლის მეტყველი მოვლენა

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბოლო საათებში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე კომენტარი გააკეთა.კითხვაზე, დაინტერესდებიან თუ არა აუდიოჩანაწერის ავთენტურობით და იყო თუ არა აუდიოჩანაწერის შინაარსი პრემიერისთვის სიურპრიზი, კობახიძემ განაცხადა, რომ „სიურპრიზებს გვპირდებოდნენ, შეიძლება, ამას გულისხმობდნენ“.„ვერ გეტყვით, მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოძიების საქმეა, მათ შორის ავთენტურობის დადგენა. თავისთავად შინაარსი არავის უკვირს, ვნახოთ ჯერ, როგორ გაგრძელდება გამოძიება, მაგრამ თავად შინაარსი რომ არავის უკვირს, ეს არის თავისთავად მრავლის მეტყველი მოვლენა. დანარჩენი დადგინდება გამოძიების მიერ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე
1759609659
პრემიერი: იმ ფონზე, როდესაც საჯაროდ უცხადებდნენ მხარდაჭერას დამხობის აქციას, კონკრეტულ ელჩებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ გაემიჯნონ იმ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ

„ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ასეთ განცხადებებს. იმ ფონზე, როდესაც პირდაპირ, საჯაროდ უცხადებდნენ მხარდაჭერას დამხობის აქციას, ბუნებრივია, კონკრეტულ ელჩებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ გაემიჯნონ იმ ძალადობას, რომელიც აწ უკვე გუშინ ვიხილეთ“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას, მოისმინა თუ არა დღეს უცხოელი ლიდერებისგან განცხადებები თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი სცენარი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა საქართველოს მაჯისცემა ვერ გათვალეს.„სპეცსამსახურებმა ვერ გათვალეს რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. ელემენტარულად, პაატა ბურჭულაძეს რომ დააყენებ დამხობის ლიდერად, გასაგებია როგორ გრძნობენ ამ ქვეყნის მაჯისცემას. როგორც ჩანს, გარედან არ ჩანს, როგორია ჩვენს ქვეყანაში მაჯისცემა, როგორია საზოგადოების განწყობები, მენტალიტეტი და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სცენარით არ წავიდოდნენ. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა ასეთი სცენარები. პირდაპირ იყო ჩართული უცხოური დაფინანსება ამ ყველაფერში. ეს გრძელდებოდა ბოლო პერიოდამდეც, თუმცა ეს მცდელობა ჩაუვარდათ და ეს ე.წ. 300-დღიანი აქცია არის ასევე სპეცსამსახურების პროექტი. არ გამოვრიცხავ, რომ იქ შეიძლება იყოს თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს, მაგრამ მთლიანობაში ეს ე.წ. 300-დღიანი პროტესტი არის უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი აქცია და ამაში მონაწილე თითოეული პირი ზის უცხოური სპეცსამსახურების ცენტრში. აქედან გამომდინარე, მათ კიდევ ერთხელ უნდა მივცემ გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ნუ დაუპირისპირდებიან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უცხოური სპეცსამსახურების ინტერესების კარნახით“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე
1759609002
ირაკლი კობახიძე: 5-7 ათასი ადამიანი იყო ხელისუფლების დამხობის აქციაზე, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს დამხობისგან გამიჯვნა, თუმცა ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას

„დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა, ადამიანები მივიდნენ აქციაზე, დაახლოებით იყო 5-7 ათასი ადამიანი იყო ხელისუფლების დამხობის აქციაზე, გადავიდნენ მოქმედებაზე, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს დამხობისგან გამიჯვნა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.„მარტივი ქრონოლოგიაა იმისა, თუ როგორ გაემიჯნენ აქციის მონაწილეები დამხობის წარუმატებელ მცდელობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავარდა დამხობის მცდელობა, კონკრეტულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა დაიწყეს დამხობისგან გამიჯვნა. ეს იყო მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული ლიდერები, აქტივისტები და ა.შ. თუმცა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას. აქ იგულისხმება, მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

კახა კალაძე
1759608916
კალაძე სიიარტოს: პიტერ, ჩემო ძმაო, მადლობა, ერთობლივად მოვუტანთ ღირებულებას ევროპულ ოჯახს

თბილისის მერმა კახა კალაძემ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს მილოცვას უპასუხა.„პიტერ, ჩემო ძმაო, მადლობა. უნგრეთსა და საქართველოს ხანგრძლივი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებთ. საერთო ღირებულებებით, სუვერენიტეტისა და იდენტობისკენ სწრაფვებით გავაღრმავებთ პარტნიორობას უნგრეთსა და საქართველოს შორის და ერთობლივად მოვუტანთ ღირებულებას ევროპულ ოჯახს“, - წერს კალაძე ფეისბუკპოსტის კომენტარში, რომელიც პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.  

ირაკლი კობახიძე
1759608775
ირაკლი კობახიძე: გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი, 80%-ზე მეტი და დაახლოებით მილიონი ხმა მივიღეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნება“ ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.მისი განმარტებით, უპრეცედენტო მაჩვენებელი აქვთ - მათ დაახლოებით მილიონი ხმა მიიღეს.„მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 80%-ზე მეტი. თითქმის დასრულებულია უკვე ხმების დათვლა. გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი 80%-ზე მეტი და დაახლოებით მილიონი ხმა მივიღეთ. კიდევ ერთხელ მადლობა ამომრჩეველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიიარტო და კალაძე
1759607728
პიტერ სიიარტო: ვულოცავ კახა კალაძეს, რომელიც ხელახლა აირჩიეს თბილისის მერად

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „ჩვენმა მოკავშირეებმა საქართველოშიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. ჩვენმა პატრიოტმა მეგობრებმა „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვეს. ბრავო! ვულოცავ კახა კალაძეს, რომელიც ხელახლა აირჩიეს თბილისის მერად. მაინტერესებს (სინამდვილეში არა...) როდის დაგმობს ევროკავშირი ოპოზიციის განადგურებას“, - წერს სიიარტო.

••• იტვირთება