მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს - მეორე ტურის პირველადი შედეგები

ჩემთვის არ იყო ცნობილი ამ აქციის შესახებ, მაგრამ ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხატია დეკანოიძე - 48.145%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იოსებ ხახალეიშვილი - 51.845%

ამ დროისთვის 124 უბნიდან ხმები დათვლილია 40 უბანზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

პირველ ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს - იოსებ ხახალეიშვილს ხმების 41,45%, ხოლო ხატია დეკანოიძეს - 43,335% ჰქონდა მიღებული.