მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკოს პირველადი შედეგებით, თბილისში მეორე ტურია მოსალოდნელი

თვითმმართველობის არჩევნები 2021 Pia.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს, თუმცა, მეორე ტურია მოსალოდნელი

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკანორ მელია - 34,13%

👉N25 „საქართველოსთვის“ გიორგი გახარია - 8.97%

👉N41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო კახა კალაძე - 45,5%

👉N48 „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ანა დოლიძე - 4.35%

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა დასრულებულია და უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.