მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 243 თბილისი, 419 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ანძა
1627629525
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 2712 ინფიცირება, 1561 გამოჯანმრთელება და ვირუსისგან 25 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 243

⭕ აჭარა - 419

⭕ იმერეთი - 273

⭕ ქვემო ქართლი - 149

⭕ შიდა ქართლი - 102

⭕ გურია - 71

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 142

⭕ კახეთი - 175

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 75

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 43

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273 საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 076 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პაციენტი.

1 963 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ - სასტუმროებში, 21 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 982 პირი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი.