მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1030 ინფიცირება, 706 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

ინფექცია კორონავირუსი, 2020
1618469320
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1030 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 706 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 292244-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 279389 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.82 %.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 921, მძიმე პაციენტია 446 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 საქართველოში კორონავირუსი პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 „79%-ით ეფექტიანობა ნიშნავს, რომ „სინოფარმი“ ყოველი 5 აცრილიდან 4-ს დაიცავს“ - თენგიზ ცერცვაძე