მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1862 თბილისი, 1 151 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისი
1634626548
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56555 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 670 552-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 082 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 616 9 37.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.12%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 546 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი -1862

⭕ აჭარა - 202

⭕ იმერეთი - 1 151

⭕ ქვემო ქართლი -353

⭕ შიდა ქართლი -389

⭕ გურია -140

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი -412

⭕ კახეთი -912

⭕ მცხეთა-მთიანეთი -139

⭕ სამცხე-ჯავახეთი -119

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -60

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 043 საიდანაც: 5 570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 1 257 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 270 პაციენტი.
1 020 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.

37 453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 18 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 259 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 935 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✅„კლინიკებში ძალიან გართულდება პაციენტების მოთავსება - რესურსი ლიმიტირებულია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

✅ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში შედარებით მშვიდობიანი ახალი წელი რომ გვქონდეს, ვაქცინაციის ტემპი უნდა გააქტიურდეს

✅„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები