მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 904 ინფიცირება, 4 316 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის დნმ
1608361092
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 904   ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 4 316 პაციენტმა დაამარცხა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 206 907 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 175 842, ხოლო 2 055 გარდაცვლილი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

რა უკუჩვენებები ჰქონდა Pfizer-ის ვაქცინას კვლევის პროცესში?

76 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა