მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

3 034 ინფიცირება, 86 გარდაცვალება, 3 952 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

covid-19
1630651747
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 86 ადამიანი, ხოლო 3 952 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა სამი სექტემბრის მონაცემებით, 559 943 შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 506 486 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 7 649 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,34%, ბოლო 14 დღის - 9,72%, ბოლო 7 დღის - 8,98%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

✔️ „ბარიციტინიბის“ გამოყენებამ ინფიცირებულთა სიკვდილიანობა მკვეთრად შეამცირა“ - ზაზა წერეთელი

✔️ ტრაგიკული აგვისტო - ყველაზე მძიმე კოვიდთვე საქართველოსთვის, რა ხდებოდა ჩვენს გარშემო?