მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„3 ეტაპია გეგმაში განსაზღვრული“ - თამარ გაბუნია ვაქცინაციაზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1610960947
COVID-19

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნია ვაქცინაციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ საკითხზე ტექნიკური მუშაობა დასრულდა.

თამარ გაბუნიას თქმით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს გეგმის ვერსიას, რაც მთავრობაში დასამტკიცებლად გაიგზავნება.

მისივე თქმით, გეგმაში განსაზღვრულია 3 ეტაპი, რის მიხედვითაც მოხდება ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებიდან შემდეგ მოსახლეობის იმ ჯგუფებზე, რომელსაც მაღალი რისკი არ აქვს, თუმცა, იმუნიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათი მოცვა.

„პარასკევს დასრულდა მუშაობა. 82 სპეციალისტი იყო ჩართული ვაქცინის მომზადების პროცესში. შესაძლებლობით მინდა ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა აზიის განვითარების ბანკს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, იუნისეფს, მსოფლიო ბანკს და ყველა იმ პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობდა ვაქცინის დანერგვის გეგმის მომზადების პროცესში.

ამ ეტაპისთვის ტექნიკური სამუშაო დასრულებულია. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ამზადებს გეგმის ვერსიას, რაც მთავრობაში დასამტკიცებლად გამოიგზავნება. ვფიქრობ კვირის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება.

გეგმაში განსაზღვრულია 3 ეტაპი, რის მიხედვითაც მოხდება ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებიდან შემდეგ მოსახლეობის იმ ჯგუფებზე, რომელსაც მაღალი რისკი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათი მოცვა.

სამიზნე მაჩვენებელი არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც იქნება გარანტია იმისთვის რომ იმუნურობის დონე იყოს შესაფერისი და მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური და უსაფრთხო გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში.

პირველი ჯგუფია ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ ამას მოჰყვება ასაკობრივი პაციენტები და ასევე სხვა ჯგუფები, რომელიც მაღალი რისკის ქვეშ არიან“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 247 915-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „3000-მდე საწოლი თავისუფალია“ - თამარ გაბუნიას განმარტება