მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

662 ინფიცირება, 3534 გამოჯანმრთელება, 34 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

იაპონიაში  კორონავირუსის ეტა ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა
1632120027
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო 3534 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 595 926-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 563 530 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8575 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.91%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე 👇

🔴 მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 229 მლნ-ს აჭარბებს

🔴 წმინდა სინოდის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა