მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

676  თბილისი, 126 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

ნარიყალას უბანი
1622530777
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 930 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 345 196-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.30%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.71%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 002 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 328 620-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 804 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 676

⭕ აჭარა - 102

⭕ იმერეთი - 126

⭕ ქვემო ქართლი - 66

⭕ შიდა ქართლი - 65

⭕ გურია - 28

⭕ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89

⭕ კახეთი - 43

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 21

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 6

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 746, საიდანაც: 3 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 980, აჭარაში - 416, იმერეთში - 480.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 802 პირი, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში - 88, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 16, იმერეთში - 19.

631 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 - თბილისში, 248- აჭარაში. 7 408 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა

👉 ეპიდვითარება საქართველოში