მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკაში ერთ დღეში კორონავირუსით 4 134 ადამიანი გარდაიცვალა

პაციენტი პალატაში
1610087920
COVID-19

ბოლო 24 საათის განმავლობაში ამერიკაში კორონავირუსით 4 134 ადამიანი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 22 132 045-ს აღწევს. აღნიშნული მაჩვენებლით ამერიკა მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 8 614 604 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 29 034 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ამერიკაში კორონავირუსს ჯამში 374 124 ადამიანი ემსხვერპლა.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 ვირუსის გავრცელებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.