მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძემ დაასახელა დრო, როცა საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება

ncdc-ის დირექტორი
1615902162
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია ზაფხულში დაიწყება. 

მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაციისთვის ქვეყანაში რამდენიმე დიდი ღია სივრცე გაკეთდება.

„ქვეყნის მასშტაბით აცრა ამ დროისთვის მიმდინარეობს ვაქცინაციის 29 ცენტრში, რომელსაც ხვალიდან ემატება 35, ზეგიდან 24, ხოლო სულ იქნება 88 დაწესებულება.

შემდეგ, როცა უკვე მასობრივ ვაქცინაციაზე გადავალთ, რა დროსაც უკვე მილიონი დოზა გვექნება მარაგში, ამას ჩვენ ველით ზაფხულში, ქვეყანაში გაიხსნება რამდენიმე დიდი ღია სივრცე, სადაც დღიურად რამდენიმე ათასი აცრა ჩატარდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის ვაქცინაციის პროგრამაში 4 532 მედიცინის მუშაკია დარეგისტრირებული, ხოლო აცრილია 1375 მათგანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

AstraZeneca-ს ვაქცინა 3 თვეზე მეტია გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ევროკავშირში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილია 5 მლნ, გაერთიანებულ სამეფოში 11 მილიონზე მეტი ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ყველაზე ხშირად გამოხატული გვერდითი მოვლენები - როდის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება?

„ვაქცინაციიდან 2 თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება“ - მარინა ენდელაძე

საქართველოშია სამხრეთ კორეული „ასტრაზენეკა“, ევროპაში კი ბელგიური წარმოების „ასტრაზენეკით“ იცრებიან - ზაზა წერეთელი