მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის პოტენციური რისკები და სარგებელი - ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტი

ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაცია Pia.ge
1630872143
COVID-19

ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტი (JCVI) 12-დან 17 წლის ასაკის მოზარდებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტი დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 18 წლიდან ზემოთ მოზარდებში, ასევე, 18 წლის ასაკში კონკრეტულ ჯგუფებში უწევდა რეკომენდაციას. COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა სწრაფი მიწოდებითა და მაღალი ათვისებით საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. აღნიშნულმა პროგრამამ მნიშვნელოვნად შეამცირა კორონავირუსის მძიმე ფორმებით მიმდინარეობის რისკი დიდ ბრიტანეთში.

ყველა ზრდასრული ადამიანისთვის COVID-19 ვაქცინაციის შეთავაზების პროგრესის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სოციალური დაცვის დეპარტამენტმა (DHSC) სთხოვა JCVI–ს რჩევა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის პროგრამის შესაძლო გაგრძელების შესახებ. JCVI–მ, ასევე, მიიღო პრეზენტაცია პროფესიული ორგანოებისა და საზოგადოების წევრებისგან ბავშვთა ვაქცინაციის შესახებ, როგორც პროგრამის გაგრძელების მომხრეებისგან, ასევე, მოწინააღმდეგეებისგანაც.

JCVI–მ დიდ ბრიტანეთში რისკგუფში მყოფ ბავშვებში, მოზარდებსა და ხანდაზმულებში კოვიდვაქცინაციის პოტენციური რისკები და სარგებელი განიხილა.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბავშვებისა და მოზარდების აცრას, JCVI-ში განმარტავენ, რომ ვაქცინაციის ძირითადი მიზანია მოსახლეობაში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირება.

იმის გამო, რომ განათლების დარღვევა უარყოფით გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, თანაც, სავარაუდოდ, ხანგრძლივი პერიოდით, JCVI–მ, ასევე, განიხილა ვაქცინაციის შესაძლებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში კოვიდაფეთქებების თავიდან აცილების მიზნით. ეს სარგებელი კი განიხილება ვაქცინაციის პოტენციური რისკების საწინააღმდეგოდ.

ვაქცინაციის უსაფრთოხება

დიდ ბრიტანეთში ფაიზერის ვაქცინის მიღება დაშვებულია 12 წლიდან ზემოთ ასაკის ადამიანებში. აღნიშნული შედეგი გამომდინარეობს კვლევებიდან, რომლებშიც ორი დოზით ვაქცინირებული 12-დან 15 წლამდე 1000 მოზარდი მონაწილეობდა. არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ვაქცინა შედარებით რეაქოგენურია ამ ასაკობრივ ჯგუფში ხანმოკლე გვერდითი მოვლენებით, მათ შორის, ცხელებით. დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში, ახალგაზრდებში Pfizer-BioNTech BNT162b2 და Moderna mRNA-1273- ის გამოყენების შემდეგ ჩნდება ახალი ცნობები იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებზე, რაც გულისხმობს მიოკარდიტს (გულის კუნთის ანთება) და პერიკარდიტს (გულის გარშემო მემბრანის ანთება).

აღნიშნულ ანგარიშებს ყურადღებით აკვირდებიან როგორც მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA), ასევე, JCVI-ის წარმომადგენლები. ბავშვებსა და მოზარდებში ამ მოვლენების სიხშირის შესახებ მონაცემები ამჟამად შეზღუდულია, ხოლო მიოკარდიტის შემთხვევების გრძელვადიანი ეფექტები ჯერ საკმარისად შესწავლილი არ არის. (იხილეთ MHRA ანგარიშები COVID-19 ვაქცინების შესახებ).

რჩევა

ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები და მოზარდები Covid 19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან. სწორედ ამიტომ JCVI 12 წლიდან მოზარდებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, ვაქცინაციის რეკომენდაციას იძლევა, რადგან ამ ჯგუფის მოზარდებს კორონავირუსი საფრთხეს უქმნის.

მთავრობის წარმომადგენლები ექსპერტებთან ერთად განიხილავენ მტკიცებულებებს კორონავირუსის რისკის შესახებ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რომლებიც კლინიკურად დაუცველები არიან. როგორც კი აღნიშნულ კვლევაზე მუშაობა დასრულდება, JCVI განიხილავს და შემდგომ მითითებებს გაავრცელებს.

ამჟამად, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აწუხებთ მძიმე ნევროლოგიური პრობლემები, აღენიშნებათ დაუნის სინდრომი, იმუნოსუპრესიის გამომწვევი მდგომარეობა და, ასევე, უნარშეზღუდული მოზარდები, რომლებიც COVID 19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრან. აგრეთვე, უნდა აიცრან 16-17 წლის მოზარდები, რომლებიც კოვიდ 19-ით ინფიცირების მაღალ რისკს წარმოადგენენ. ამის შესახებ „მწვანე წიგნში“ მითითებები უკვე გაწერილია.

JCVI აგრეთვე გასცემს იმუნიზაციის რეკომენდაციას იმ მოზარდებისთვის (12 წლიდან ზემოთ), რომლებიც სახლში დაბალი იმუნიტეტის მქონე უფროს ადამიანებთან (მოხუცებთან ან თუნდაც მცირეწლოვნებთან) იმყოფებიან კონტაქტში, რადგან ვაქცინაციის ძირითადი სარგებელი დაკავშირებულია არაპირდაპირი დაცვის პოტენციალთან.

ვაქცინაციამდე ბავშვსა და მშობელს უნდა მიეცეს მკაფიო ინფორმაცია ვაქცინაციის პოტენციური რისკებისა და სარგებლის შესახებ.

სანამ უფრო მეტი მონაცემი არ გახდება ხელმისაწვდომი, JCVI 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მასობრივი ვაქცინაციის რეკომენდაციას არ იძლევა, თუმცა იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გაერთიანებულ კომიტეტში აცხადებენ, რომ როგორც კი მათთვის გახდება ხელმისაწვდომი უფრო მეტი ინფორმაცია ბავშვებსა და მოზარდებში ვაქცინაციის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ, აუცილებლად გაავრცელებენ.

ამ ეტაპზე JCVI მიიჩნევს, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მასობრივი ვაქცინაციის სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკებს.

პრაქტიკული თვალსაზრისით კი, გონივრულად მიიჩნევა სამი თვიდან - 18 წლამდე ასაკის ადამიანებში ვაქცინაცია, რადგან ამგვარად მოზარდებში ვაქცინის ათვისება უზრუნველყოფილი იქნება.

მოსაზრებები - ჯანმრთელობის პირდაპირი სარგებელი

ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციას რეკომენდაციას არ უწევს. ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა ყურადღებით შეისწავლა კორონავირუსის რისკი ბავშვებსა და ახალგაზრდებში. მათი ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველა ბავშვი და ახალგაზრდა კორონავირუსისგან ძალიან დაბალი რისკის ქვეშაა. როდესაც ბავშვებსა და ახალგაზრდებში სიმპტომები ვლინდება, ისინი, როგორც, წესი, მსუბუქია და ძალიან განსხვავებულია სხვა მსუბუქი რესპირატორული ინფექციებისგან, რომლებიც ყოველწლიურად ვლინდება. ბავშვებსა და ახალგაზრდებში კორონავირუსისგან გამოწვეული ფატალური შედეგების სიხშირე ძალიან დაბალია.

ინგლისში, 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, კორონავირუსით 18 წლამდე ასაკის 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ნიშნავს, რომ ყოველ მილიონ გარდაცვლილში მხოლოდ 2 იყო არასრულწლოვანი. მეორე ტალღის დროს ბავშვებში და ახალგაზრდებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ყოველი მილიონიდან 100-400 იყო. ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობას ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებები ჰქონდა. JCVI-ს განცხადებით, იმ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სრულიად ჯანმრთელები არიან და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აქვთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით გამოწვეული ინდივიდუალური სარგებელი ლიმიტირებულია. ამჟამად ძალიან მცირე მონაცემებია ცნობილი იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ვიდრე მოზრდილებისთვის.

JCVI-მ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების შესახებ კვლევა ჩაატარა. ამ დროისთვის JCVI არ მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების ვაქცინაციის სარგებელი აღემატება შესაძლო პოტენციურ რისკებს. მათი განცხადებით, სანამ მეტი მონაცემები არ დაგროვდება და ვაქცინაციის მნიშვნელობა ბავშვებსა და ახალგაზრდებში საფუძვლიანად არ შეფასდება, სიფრთხილის დაცვაა საჭირო. ბავშვთა მრავალსისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსულ ინფექციასთანაა დაკავშირებული, მეორე ტალღის დროს ყოველი 10000-დან 5 ბავშვში დაფიქსირდა, რომლებიც დაინფიცირებულები იყვნენ.

შემთხვევების ფატალობის თანაფარდობა 1% იყო. ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, თუ რა იწვევს ამ სინდრომს. გარდა ამისა, არ არის ცნობილი თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ვაქცინამ მის წარმოქმნაზე ან სიმძიმეზე. JCVI მიიჩნევს, რომ არსებული მონაცემები არასაკმარისია. ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის თანახმად, მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში ე.წ. ხანგრძლივი კოვიდის ალბათობა ძალიან დაბალია.

ჯანმრთელობის არაპირდაპირი სარგებელი

უორვიკის უნივერსიტეტისა და ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოდელირების მიხედვით ბავშვებისა და ახალგაზრდების ვაქცინაციამ შეიძლება გარკვეული არაპირდაპირი გავლენა იქონიოს ხანდაზმულების ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილზე. 2021 წლის შემოდგომისთვის ყველა ზრდასრულ ადამიანს უნდა გაეკეთებინა ვაქცინის 2 დოზა. ზრდასრულთა წარმატებული იმუნიზაციის პროგრამა ნიშნავს იმას, რომ განათლების პერსონალი და მოსწავლეთა ოჯახის ზრდასრული წევრები უნდა იყვნენ აცრილნი, რაც ბავშვების მიერ მოზრდილების დაინფიცირების ალბათობას ამცირებს.

JVCI-ის აზრით, სასწავლო დაწესებულებების სრულად და შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია არა კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია, არამედ ისეთი დაავადებების საწინააღმდეგო აცრა, როგორიცაა: გრიპი, მენინგიტი, ყბაყურა, წითელა და წითურა, რათა სხვა რესპირატორული ვირუსებით სამედიცინო დაწესებულებებზე მომართვიანობა მინიმუმამდე დაეცეს. JCVI–ს აზრით, ბავშვთა კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიზაციის პროგრამის ნაცვლად, სხვა ვირუსულ დაავადებებზე იმუნიზაციამ შესაძლოა ბავშვებსა და ახალგაზრდებს უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს.

ვაქცინაცია და განათლება

პანდემიამ გავლენა მოახდინა ბავშვებისთვის განათლების მიწოდებაზე, რაც თავის მხრივ, ირიბად აისახა ბავშვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ბავშვებისთვის ვაქცინაციის ღირებულების გათვალისწინებით, ერთი მხრივ, საშუალო სკოლის მოსწავლეების ვაქცინაცია უზრუნველყოფს უშუალო დაცვას სიმპტომური ინფექციისგან და ამცირებს საშუალო სკოლებში ეპიდაფეთქებების რისკს. გარდა ამისა, ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს, რომ შეუფერხებლად იმუშაონ.

JCVI-ის აზრით, სკოლების დახურვის აუცილებლობა მომავალში აღარ იქნება, რადგან მოზრდილ მოსახლეობაში წარმატებული ვაქცინაციის პროგრამამ არსებითად უნდა შეამციროს კორონავირუსის გავლენა ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლებაზე. ზემოთ ხსენებული კვლევებისა და მონაცემების გამო, JCVI მხარს უჭერს ბავშვების ვაქცინაციის საყოველთაო შეთავაზების გადადებას, სანამ ვაქცინაციის სარგებლიანობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია არ იქნება ცნობილი.

ვაქცინის არჩევანი

„ფაიზერი“ არის ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ნებადართულია გაერთიანებულ სამეფოში 18 წლამდე ასაკის პირებზე (12 წელზე უფროსი ასაკის). JCVI გვირჩევს, რომ მხოლოდ ავტორიზებული ვაქცინები შესთავაზონ 18 წლამდე ასაკის პირებს. კლინიკური კვლევები მიმდინარეობს სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის მოსწავლეებშიც. ამ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაცია დიდი ალბათობით დამტკიცდება 2021 წლის ზაფხულის შემდეგ.

JCVI გააგრძელებს თავისი რჩევების განახლებას ახალი მონაცემების გამოქვეყნებისთანავე.