მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოკერიას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა

საავადმყოფოს დერეფანი
1629393300
COVID-19

ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული, ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს კლინიკაში დაუდასტურეს.

კლინიკის ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. თავდაპირველად მას კონსერვატიული მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა გართულდა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა.

მძიმე მდგომარეობის გამო ორსულობის მე-7 თვეზე აუცილებელი გახდა საკეისრო კვეთის ჩატარება, რის შედეგადაც ნაყოფი გადარჩა. ჩვილი, სავარაუდოდ, ინფიცირებული არ არის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „პაციენტი ვაქცინირებული არ იყო, რამაც ცუდი როლი ითამაშა“ - ალექსი ვაჩაძე გარდაცვლილ ორსულ ქალზე

👉 „კორონავირუსით ორსული გოგოს გარდაცვალების გამო ექიმების კვალიფიკაციის საკითხი არ დგას“ - ეკატერინე ტიკარაძე

👉 „ყველა ორსული ან ვისაც დაფეხმძიმება სურს, აუცილებლად უნდა აიცრას“ - გამყრელიძე