მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ბოლნისში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინფექცია, 2020
1588764033
COVID-19

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც, აღნიშნულ კლასტერში, ინფიცირების შემთხვევები 120-მდე გაიზარდა.

6-დან 2 შემთხვევა სოფელ მუშევანში დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პირების კონტაქტებისგან კორონავირუსზე კვლევებისთვის ბიოლოგიურ მასალას იღებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ ჩაკეტილია 8 ადმინისტრაციული ერთეული. ადგილზე მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი.