მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 10 347 ადამიანი აიცრა

აცრა
1632989574
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 347-მა ადამიანმა გაიკეთა.

30 სექტემბრის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 1 785 862 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 804 238 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.2 %

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.