მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„COVID 19-ის ადამიანებზე გავრცელების წყარო სავარაუდოდ სხვა ცხოველია“- ჯანმო

ვირუსის კვლევა
1617005031
COVID-19

ჯანდაცვისა მსოფლიო ორგანიზაციამ და ჩინეთმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ერთობლივი კვლევა აწარმოეს.

ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ისინი ფიქრობენ, რომ ვირუსის გადაცემა ღამურებიდან ადამიანზე არ მომხდარა. ყველაზე სავარაუდო სცენარია ვიფიქროთ, რომ სხვა ცხოველის საშუალებით მოხდა COVID 19-ის გავრცელება.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ვერსიაც „უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა“.

საზოგადოებისთვის დასკვნები ძირითადად მოსალოდნელი იყო და მრავალი კითხვა უპასუხოდ დატოვა.

მკვლევარებმა ჩამოთვალეს ოთხი სცენარი ალბათობის მიხედვით. მათ დაასკვნეს, რომ მეორე ცხოველის საშუალებით გადაცემა ძალიან სავარაუდოა. მოხდა ღამურებიდან ადამიანებზე პირდაპირი გავრცელების შეფასება და განაცხადეს, რომ „ცივი ჯაჭვის“ საკვები პროდუქტების გავლით გავრცელება შესაძლებელი იყო, თუმცა აღნიშნული ნაკლებ სავარაუდოა.

მოხსენება ძირითადად ემყარება ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის ვიზიტს ვუჰანში, სადაც პირველად აღმოაჩინეს COVID-19, იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე.

WHO-ს ექსპერტმა, პეტრე ბენ ემბარეკმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ვუჰანის მისიას, აღნიშნა, რომ გამოძიება დასრულებულია, ხდება ფაქტების შემოწმება და თარგმანი.

„ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში მთელი ეს პროცესი დასრულდება და ჩვენ გვექნება მისი საჯაროდ გამოქვეყნების შესაძლებლობა“ - განაცხადა მან.

👉დღემდე არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ჯანმო: პანდემია წლის ბოლომდე არ დასრულდება

✔️ჯანმო: ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა

✔️პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა