მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა

პირბადიანი გოგო
1628570466
COVID-19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნული რეგულაცია ძალაში დღეიდან შედის.

შეგახსენებთ, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების სავალდებულოობის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გასცა.

დარღვევისთვის ჯარიმა კვლავ 20 ლარი იქნება.

ამავე თემაზე:

🔴 „მაინცდამაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭეტდარტყმული უნდა იყოს? ატარეთ პირბადე“ - გამყრელიძე

🔴 „სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა თავის რეგიონში“ - ზაზა წერეთელი (ფოტოები)