მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან ვაქცინაციას 65 წელს გადაცილებული ადამიანებიც შეძლებენ

დანიაში ვაქცინაცია შეაჩერეს
1616655686
COVID-19

25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება 65 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც შეეძლებათ. 

ონლაინ რეგისტრაცია ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის პორტალზე- booking.moh.gov.ge უკვე შესაძლებელია.

მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის ექნებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია თბილისის 4 კლინიკაში, ქუთაისის 2 კლინიკასა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია. ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა.

საქართველომ „ფაიზერის“ 29 500 დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების შემდეგ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.