მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა (ფოტოები)

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა
1629027239
COVID-19

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა. სამუშაოები უკვე დაწყებულია. შესაბამისი ვიდეომასალა „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა.

ამ ეტაპზე, უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები და როდის შეძლებს კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებას.

ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საველე ჰოსპიტლის საკითხი განიხილება, თუმცა, კონკრეტულად სად გაიშლებოდა საწოლები, ტიკარაძემ არ დააკონკრეტა.

ჯანდაცვის უწყების განცხადებით, საქართველოს კლინიკებში სულ 8 000 საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი და მათი უმეტესობა დაკავებულია.